მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
29 ივნისი 2017  03:25 ქართული შრიფტი


ილია ჭავჭავაძე
ბაზალეთის ტბა
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





Untitled Document

საზაფხულო ბანაკი – "სამშობლო"

როგორ მოვხვდე ბანაკში?
თუ ხარ 11-დან 16 წლის ჩათვლით მოსწავლე ან ახალგაზრდა და ძალიან გინდა საზაფხულო  ბანაკში წასვლა უნდა მიიტანო (ა) ჯანმრთელობის ცნობა და (ბ) პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობის ასლი.
საბუთების წარდგენის შემდეგ, ნაკადის დაწყებამდე 3-4 დღით ადრე მოგცემენ ბანაკის მონაწილის საგზურს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან და ჯანმრთელობის ცნობასთან ერთად  წაიღებ ბანაკში.
ბანაკში სახლიდან უნდა წაიღო  პირსახოცი, სპორტული ფეხსაცმელი, კბილის ჯაგრისი და პასტა, საპონი, სავარცხელი და პირადი მოხმარების სხვა ჰიგიენური ნივთები.

ბანაკური ცხოვრება
ბანაკის ცხოვრება მიმდინარეობს სპეციალურად განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით. დილა იწყება გამამხნევებელი ვარჯიშით, ახალგაზრდებს მთელი დღე დატვირთული აქვთ კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებით.
საყოფაცხოვრებო პირობები - ბანაკი ფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის, მაღალი კლასის (კაპიტალური შენობა–ნაგებობების) და განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში.

კვება - ბანაკში არის ოთხჯერადი კვება არსებული სტანდარტებისა და კალორაჟის დაცვით.

პირადი ჰიგიენის საკითხები - ბანაკში მუდმივად მოდის ცივი და ცხელი წყალი, არსებობს კეთილმოწყობილი სველი წერტილები, ხდება ბანაკების სტერილიზაცია და დაქლორვა.

იკრძალება ბანაკის ტერიტორიაზე ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შეტანა!

საბანაკო ღონისძიებები
გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ბანაკებში განსხვავებული დღის განრიგი მოქმედებს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ეფუძნება. მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები, სხვადასხვა ეკლესია–მონასტრების მოლოცვა.

ბანაკში 15 დღის მანძილზე ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
კულტურული
გაცნობის საღამო - როგორც წესი, ტარდება პირველ დღეს და მისი მიზანია ბანაკის მონაწილეთა შესაძლებლობების გამოვლენა, ერთმანეთის უკეთ გაცნობა. ნომრებს ამზადებს ყველა რაზმი დამოუკიდებლად და ღონისძიებაზე, პირველი რაზმიდან ბოლო რაზმამდე, ყოველი მათგანი წარადგენს საკუთარი რაზმის სახელს, დევიზს და შეძახილს, შემდგომ კი რაზმის წევრები წარმოადგენენ მომზადებულ ნომრებს (ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვა).
ბანაკის გახსნის საღამო - ტარდება მეორე დღეს. სხვადასხვა რაზმის წევრები კულტ-მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორის ხელმძღვანელობით ერთობლივად ამზადებენ სხვადასხვა ნომრებს (ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვა).
იუმორის საღამო - მონაწილეები იყოფიან გუნდებად და ერთმანეთს თავიანთ ინტელექტუალურ, იუმორისტულ, მუსიკალურ და სხვა შემოქმედებით შესაძლებლობებში ეჯიბრებიან.
ტრადიციების საღამო - ღონისძიების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის (მხარის) ტრადიციების, გამორჩეული თავისებურებების და წეს-ჩვეულებების წარმოჩენა, ამიტომ ყველა ნომერი მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული და პატრიოტული ხასიათისაა. ღონისძიება ხელს უწყობს ხალხური ცეკვისა და სიმღერის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
სპორტული
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის შემდეგ იწყება საბანაკო ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობებში. 10 დღის განმავლობაში შეჯიბრებები ტარდება ფეხბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მკლავჭიდში, პინგ-პონგსა და ჭადრაკში.
ასევე სისტემატურად ტარდება შეჯიბრებები ”მხიარულ სტარტებში” როგორც რაზმის შიგნით, ასევე რაზმებს შორის.
შემეცნებითი
ბრეინ რინგი - ინტელექტუალური თამაში, რომლის მიზანია ახალგაზრდობის ინტელექტუალურ განვითარების ერუდიციის გაღრმავების, სწრაფი აზროვნებისა და აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარის გამომუშავებისთვის ხელშეწყობა.

პროგრამები, რომელიც ნაკადის მანძილზე ხორციელდება:

სპორტული

  1.  მინიფეხბურთი,
  2. ხელბურთი, ფრენბურთი,
  3. კალათბურთი,
  4. მხიარული სტარტები,
  5. მკლავჭიდი,
  6. მაგიდის ჩოგბურთი,
  7. ლახტი,
  8. ლაშქრობები (იგულისხმება სხვადასხვა კულტურული და ისტორიული ძეგლების დათვალიერება).
  9. ექსკურსია

კულტურული

  1. საქართველოს დღე - ახალგაზრდებმა 20-წუთიანი მხატვრული პროგრამით უნდა წარმოადგინონ საკუთარი გუნდი. მხატვრული პროგრამის მიზანია საქართველოს სხვადასხვა მხარის ტრადიციების, გამორჩეული თავისებურებებია და წეს-ჩვეულებების წარმოჩენა.
  2. მხიარულთა და საზრიანთა კლუბი - მონაწილეები იყოფიან გუნდებად და ერთმანეთ თავიანთ ონტელექტუალურ, იუმორისტულ, მუსიკალურ და სხვა შემოქმედებით შესაძლებლობებში ეჯიბრებიან.
  3. კონცერტები.

საგანმანათლებლო

  1. ცეკვის, სიმღერების და ხელსაქმის წრეები.
  2. ფოლკლორული საღამოები - ღონისძიება ხელს უწყობს ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.
  3. აზრთა ჭიდილი - ინტელექტუალური თამაშების ციკლი, რომლის მიზანია ახალგაზრდობის ინტელექტუალურ განვითარების  ერუდიციის გაღრმავების, სწრაფი აზროვნებისა და აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარის გამომუშავებისთვის ხელშეწყობა.
  4. პირველადი სამედიცინო მომზადება - პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებენ ჯანდაცვის სამინისტროდან მოწვეული სპეციალისტები.

ტრენინგ-სემინარები თემებზე:

  1. შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან;
  2. ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  3. საერთაშორის ორგანიზაციები საქართველოში;
  4. მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებ.

"ბეთლემის ვარსკვლავი"–ს მისამართი:
ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის ქ. N 251

საკონტაქტო პირი:

გიორგი, ტელ: 577 53 67 53

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10139172 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ