მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
29 ივნისი 2017  03:27 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II





 Untitled Document

ათორმეტი საუფლო დღესასწაული

წმიდა მართმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურება ერთმანეთისაგან განასხვავებს უდიდეს, დიდ და გარდამავალ დრესასწაულებს, რომელთაგან, თავისი აღმატებითა და დიდებულებით, ცალკე დგას უდიდესი საეკლესიო დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

უდიდესი დღესასწაულებია:
1. დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ბზობა (აღდგომის წინა კვირას);
2. ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (აღდგომიდან მე-40 დღეს, ხუთშაბათს);
3. სულიწმიდის გარდამოსვლა, სულთმოფენობა (აღდგომიდან 50-ე დღეს, ხუთშაბათს);
4. ნათლისღება, განცხადება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 6/19 იანვარი;
5. მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 2/15 თებერვალი;
6. ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა - 25 მარტი ( აპრილი);
7. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი -- 6/19 აგვისტო;
8. მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა - 15/28 აგვისტო;
9. შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა - 8/21 სექტემბერი;
10. მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა - 14/27 სექტემბერი;
11. ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა - 21 ნოემბერი (4 დეკემბერი);
12. ხორციელად შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 25 დეკემბერი (7 იანვარი).

ათორმეტთაგან ცხრა უძრავია. უძრავ დღესასწაულთა თარიღები ცვლილებას არ ექვემდებარება. დანარჩენი სამი: ბზობა, ამაღლება, სულიწმიდის გარდამოსვლა - მოძრავია. მოძრავი დღესასწაულები უშუალო კავშირშია აღდგომის დღესასწაულთან. აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის დრო დაადგინა ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელიც 325 წ. ჩატარდა ქალაქ ნიკეაში. ამ დადგენილებით, აღდგომა იზეიმება გაზაფხულის ბუნიობის (დღის და ღამის თანასწორობის) შემდგომ, პირველი, სავსე მთვარობის მომდევნო კვირას (იუდეველთა პასექის შემდგომ, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს). ეს ხდება ძვ. სტილით 22 მარტიდან 25 აპრილამდე (ახ. სტ. 4 აპრილიდან 8 მაისამდე).

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10139308 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ