მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 აგვისტო 2017  09:43 ქართული შრიფტი


აკაკი წერეთელი
ხარაბუზა და ფუტკარი
"შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". -





 Untitled Document

ბიოგრაფია

წარმომავლობით შიოლაშვილები ხევის ერთ-ერთ პატარა და ლამაზ სოფელ სნოდან არიან.

სოფლის სახელი ვაჟკაცობით გამორჩეული პიროვნების სახელთანაა დაკავშირებული, რომელსაც ხალხური გადმოცემის მიხედვით სახელად სნო ერქვა და ვახტანგ გორგასლის ნათლული ყოფილა. თავად გვარი შიოლაშვილი, შიოლა ღუდუშაურიდან მოდის, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. დედა ბაგრატოვანთა გვარიდან ჰყოლია და ამიტომ მოფერებით მეფიაანთ ქალსაც კი უწოდებდნენ. შიოლა ვერაგულად მოუკლავთ. მკვლელს თავი შიოლას დის სახლიში შეუფარებია. მას კი სტუმარ-მასპინყლობის ადათი დაუცავს და მოხევეებისათვის სისხლის აღების უფლება არ მიუცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაჟა ფშაველას «სტუმარ-მასპინძელს» თემად სწორედ ეს უდევს. აქედან დაედო საფუძველი შიოლაშვილების გვარს.

სოფელი სნო გამორჩეულია იმისაც, რომ მის წიაღში დაიბადა და თავისი ცხოვრების საუკესესო წლები გაატარა მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მთავარეპისკოპოს დიმიტრის მშობლები მერი და შოთა შიოლაშვილები კი საცხოვრებლად ყველ სატახტო ქალაქ მცხეთაში გადმოვიდნენ, სადაც 1961 წლის 16 თებერვალს დაიბადა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა. სკოლა მცხეთაში დაამთავრა და 1979 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, 1986 წელს, აკადემიის დამთავრებისთანავე დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კასალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1986 წელს ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და აკადემიის დამთავრებისთანავე ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში განაწესა მღვდელმსახურად. 1987-88 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1989-89 წლებში თბილისის ანჩისხატის საკათალიკოსო ტაძარში და იმავდროულად თბილისის სასულიერო აკადემიაში ლექციებს კითხულობდა.

1989 წელს ხელმეორედ დააბრუნეს ბათუმში, დეკანოზის ხარისხში აიყვანეს და განაწესეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1991 წელს ბათუმში დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მაშინ დეკანოზი დავითი მის პირველ რექტორად დაინიშნა. 1993 წელს გაიხსნა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და წლების მანძილზე მისი რექტორი გახლდათ. 1994 წელს ამოქმედდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, მოხუცებულთა და ინვალიდთა თავშესაფარი და იმავდროულად ხელმძღვანელობდა ამ დაწესებულებას. 1996 წლის ნოემბერში საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა დეკანოზი დავითი გამოირჩია ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. აღიკვეცა ბერად 7 ნოემბერს (ძვ. სტ. 26 ოქტომბერი) წმ. დიდმოწამე დიმიტრის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად და ეწოდა სახელი დიმიტრი.  მთავარეპისკოპოსის ხარისხი  კი მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კასალიკოს-პატრიარქის ილია II აჭარაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს 2003 წლის 14 სექტემბერს მიენიჭა. მორიგი დაწესებულება, რომელიც  მთავარეპისკოპოსი დიმიტრის ლოცვა-კურთხევითა და დიდი რუდუნების აშენდა ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი გახლდათ, სადაც ბავშვებისათვის იდეალური პირობებია  შექმნილი.

ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის აჭარაში მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ტაძარ-მონასტერი აშენდა და ამოქმედდა. სასწავლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღები გაიხსნა არა მარტო ბათუმში, არამედ მაღალმთიან აჭარაშიც. მისი ლოცვა-კურთხევით პერიოდულად გამოიცემა ჟურნალ-გაზეთები. ეპარქიის წინამძღოლობის პარალელურად მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11566180 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ