მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  23:00 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სამეფოს სიმღერა
"ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება" -





საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2013-12-07


ა.წ. 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ებრაულ დღესასწაულ ,,ხანუკასთან” დაკავშირებით მოხდა მენორას დადგმა და მერიაზე გაკეთებული პლაკატით ხალხისათვის ამ დღესასწაულის მილოცვა, რაც მრევლისა და სასულერო პირების ნაწილმა გააპროტესტა, ორმა ახალგაზრდამ კი ბანერი ჩამოხია, რის გამოც ისინი დააკავეს. საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას და მას დაუშვებლად მიიჩნევს. მითუმეტეს, მომქმედი კანონმდებლობით რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა რელიგიურ გაერთიანებებშიც არიან ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში მკვეთრად რეაგირებენ. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში საერთოდაც სხვა მხარეც არის გასათვალისწინებელი, კერძოდ რელიგიათშორისი და ხალხთაშორისი ურთიერთობები, რაც უდიდესი ფასეულობაა. ფაქტია, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ კეთილგანწყობილ ურთიერთობაში სწორედაც, რომ ეკლესიას აქვს შეტანილი დიდი წვლილი, რადგან საუკუნეების მანძილზე იგი აყალიბებდა საზოგადოებრივ აზროვნებას. ვფიქრობთ, არც ჩვენ და არც ქართველ ებრაელთა თემს არავისგან გვესწავლება, როგორ შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ეს დამოკიდებულება.


« უკან
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570327 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ