მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ივნისი 2018  17:27 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
მეგობარს
"ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი - არსად." -
წმიდა იოანე დამასკელი





საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2014-02-20


კიევში ამჟამად მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად არამყარია მშვიდობა მსოფლიოში. ეს მოვლენები, რომ რეალური დიდი საფრთხის შემცველია, ყველასთვის ნათელია, რადაგან ,,ევრო-მაიდანზე” უკვე ამდენი მსხვერპლი და დაზარალებულია. ჩვენ გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას, ოჯახს და აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის. ამასთან მიგვაჩნია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, რომ მოვლენები ყველასათვის კიდევ უფრო დრამატულად არ განვითარდეს. უკრაინასთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს; ამიტომ, ბუნებრივია, დიდად განვიცდით მომხდარს და შევთხოვთ უფალს, კეთილგონიერებამ და სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში.


« უკან
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14282414 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ