მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:55 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2014-02-18


ა.წ 20 თებერვალს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის ღირსი მამა გიორგი-იოანეს (მხეიძე) და ღირსი მამა იოანეს (მაისურაძე) წმინდა ნაწილები და დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში. ამ დღესვე, 19:00 საათზე, დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე,- საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება. ა.წ 22 თებერვალს, შაბათს, 12:00 საათზე აღმოყვანებული იქნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის (ურგებაძე) წმინდა ნაწილები. წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს 19:00 საათზე, ხოლო კვირას,- საზეიმო წირვა 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ორშაბათს, 24 თებერვალს, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, ერთი კვირის მანძილზე იქნება აქ დაბრძანებული და მრევლს ექნება საშუალება პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში. (დამატებით ინფორმაციას შემდგომ კიდევ მოგაწვდით). ღირსი მამა გიორგი-იოანე მხეიძის, ღირსი მამა იოანე მაისურაძის, ღირსი მამა გაბრიელ სალოსის და სხვა ქართველ წმინდანთა ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.


« უკან
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587331 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ