მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
13 ნოემბერი 2018  04:17 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სამეფოს სიმღერა
"თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." -
ამბა ევაგრე





ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

2018-03-16


2017 წლის 27 დეკემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა სარფის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და მრევლი, რომლებმაც აღშფოთება გამოხატეს ტაძრის მომიჯნავედ კაზინოს მშენებლობის თაობაზე.

თავის მხრივ მღვდელმთავარი დაუკავშირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და სთხოვა საქმის ვითარებაში გარკვევა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა ინვესტორს და მისგან მიიღო დასტური, რომ შენობაში კაზინო არ განთავსდებოდა.

14 მარტს მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში გავიდა რეპორტაჟი კაზინოს მშენებლობის თაობაზე. მღვდელმთავარი კვლავ დაუკავშირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ შეთანხმება იქ კაზინო არ განთვსდება კვლავ ძალაშია.

თხოვნით მივმართავთ პასუხისმგებელ უწყებებს გაითვალისწინონ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ტაძართან ახლოს არის საჯარო სკოლაც, სადაც მომავალი თაობები იზრდება.

16 მარტი 2017 წ.


« უკან
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14880573 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ