მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  12:02 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ამოდის ნათდება!...
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





 Untitled Document

ქართული პოეზია

მემღერება და ვიმღერი

მემღერება და ვიმღერი, -
გულზე მჭირს სამი იარა:
წარსულზე ფიქრი მაწუხებს,
აწმყოში არა ყრია რა
და მომავალის ფიქრებიც
არავინ გამიზიარა!

ნისლებში გახვეულია,
ოდნავა ბჟუტავს ვარსკვლავი,
ვეღარ ვაშორებ თვალებსა,
ერთხელ იმისი მნახავი.
დაჟინებულის მის ცქერით
შევიქენ დასაძრახავი.

გულში კი წყლული იზრდება,
სულსა მიხუთავს, მაღონებს,
სიკვდილი არა მწადიან,
თუმც ტანჯვა სიკვდილს მაგონებს,
და ჩემი ყოფნა ასეთი
საწყალს ამირანს მაგონებს.

ხმალიც გვერდს უძე, გოშიაც
ერთგულადა ღრღნის რკინასა;
არც ხმალი მოდის გმირთანა,
ვერც თითონ სწვდება იმასა.
გაღრღნილი ჯაჭვიც მთელია,
ჰხედავს მეორე დილასა;
სწვავს ტანჯვა-ვაების ცეცხლი
პატრონს და იმის ფინასა:
მომავლის სხივი აქარვებს
გმირის ოხვრას და გმინვასა.

1903

ვაჟა-ფშაველა

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11513545 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ