მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
23 ივნისი 2017  04:30 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ავტოპორტრეტი
"შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". -





 Untitled Document

ქართული პოეზია

სიცოცხლემ შხამი მასმია

სიცოცხლემ შხამი მასმია,
მეც კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა, -
აი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი-მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი.
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.

1903 წ.

ვაჟა-ფშაველა

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10096005 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ