მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:33 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





 Untitled Document

ქართული პოეზია

ასპინძის ომზედ

დავით სარდლისადმი

ასპინძის მიწა გიწამებს, -
ურგებ არს ჩემგან თქმულები!
რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ
აწყურსა, დარაზმულები;
მუნით წყალს ლეკნი რჩეულნი,
დაღისტნის ბიჭად თნულები,
და ოსმალთ რაზმნი ურიცხვად,
მათ-თანვე შენართულები.

იქითი პირი მტკვარისა
და ველნი მეწამულობდეს:
ოსმალთა დელმა-ბინიში
წითელ-ყვითლითა მკულობდეს;
აბჯართა ოქრო და ვეცხლი
ხვანთქრის ხაზინას სძულობდეს;
კვლავ ლეკთა ყაწიმ-შაშხანა
მცირედრე ხვარაზმულობდეს.

რუსნიცა წითელ-მწვანითა
და ლურჯით შეხამდებოდენ:
თითბრის ჩანთანი ბრწყინვიდენ,
ვარსკვლავთა ეგვანებოდენ,
ზარბაზნის გრგვინვა და თოფის
ცის კიდეთ ეუბნებოდენ;
თვით მეფე, ქართველ და კახნი
ომის ხალისით ხლდებოდენ.

ვაი! მის დღისა მომხსენმან
ვითარ ვინ რით განვაქიქო?!
ცილი დასდვეს მეფეს რუსთა:
„ჩვენთვის კეთილს არა იქო!“
ღრაფი ჯარით გამობრუნდა, -
მით სახელი ვერა იქო;
სხვა პასუხი არვის მისცა:
„სითაც მოველ, წავალ იქო!“

რა ნახეს ლეკთა და ოსმალთ
რუსისა გამგზავრებანი,
წელ-მაგრად შეხვდათ ნიშანი,
აუხდათ დანატრებანი!
დაფ-ზურნა-საყვირს უხშირეს,
შეიქნა საოცრებანი:
ვის ჰქონდის მკლავთა იმედი,
სრულად დაჰკარგეს მცნებანი.

უიჭოდ ჰგონეს ლეკ-ოსმანთ
თქვენიცა გაბრუნებანი;
დას-დასად დროშა გაიყვეს,
მცირე ხანს ჰქონდათ ბრჭობანი...
ანაზდი ელდა დაეცათ
ქართლ-კახელთ, ექნათ გმობანი:
ვინ ვის უსწრობდა, მორბოდეს...
ვითა ვთქვა მათი მკობანი!

გამოვლეს წყალი ოსმალთა
და აგრევ ლეკთა ყიჟინით;
დელი ბაშ-აღა ლევანდი
სულ ზედ დაესხნეს მიჟინით:
„დაბრუნდით, ნუღარ დასდგებით“, -
ხმა ისმა: - „რას დაგვიჟინით?..“
ერთის ხმა ასად ეგონისთ;
შაშხანა მოსწვიმს ჟიჟინით.

მაშინ გულს დაჰკარ მჯიღვითა
მიწანი შესძრენ რყევითა;
ცხენმან შეგატყო შექშენა,
შემზადა ტანი ნძრევითა;
თვალნი ნაკვერცხლად შეგექმნეს,
აშეთდი სისხლ-მორევითა;
ცხვირისა ნესტვთა მოჰქროდენ.
ქარნი ქვეყნისა ნგრევითა.

მედგრად გაქუსლე მიდამო;
თეთრი გეაჯდა რბევასა;
სახლისა შვილნი იხელთენ,
ვინ იყვნენ შენთან ჩვევასა,
ათნი-სამ გინა თუ ოცნი
გისმენდნენ ომსა ძლევასა...
შავ-გულო, სად ხარ, შენ გეტყვი,
ვინ იყვი ჯილდო ძლევასა!

პირველ მიმართე წინ-მბრძოლთა
დელებთა შუბოსანათა.
ხან გთქვიან კაცად, ხან მფრინვლად,
ხან გმირად პილოს ტანათა.
დაჰფრიწენ მათნი წყობანი
ანაზდად, მოკლე ხანათა,
კვლავ ლევანდთ გარდელანაგე,
მისცემდი სისხლის ბანათა.

დელი ლევანდს ჰკრი,
ლევანდი ბაშ-აღას მიუბრუნებდა;
ხმალს განერკვია მაშალა,
ძღარბივით ქურქში ბრუნევდა.
მწყურვალე ხმალი დაგერთო,
ცათაცა შეაძრწუნევდა.
თეთრი ტაიჭი სისხლითა
შეღებას არა ზრუნევდა.

კვლავ იქით ლეკთა ჩაუხდი,
დამართნი ცისა გრეხანი;
წინა ჩაგისხდნენ დარჩევით
ოსოქოლ და კატეხანი;
ერთად გამოსქდის ფინდიხი,
ვითა რა მეხის ტეხანი;
გარდაუბრუნენ საფარნი,
მიეცათ მართ გატეხანი.

მოღმართ უყივლეთ გაქცეულთ;
იცნეს ხმა, შედგეს შენითა;
ყველაი შენთვი დაბრუნდა,
თუ ვინ სად რბოდა ქშენითა;
გაქცეულთ თათართ ვეღარსით
გაგასწრეს წყალსა ცხენითა;
ხიდის ისარსა მისჯარენ
სუნ-თათარ-ლეკნი რბენითა.

ზოგმან შემართა შიშითა
წყალს გასვლა უფონობითა;
ზოგნი ერთმანერთ ოცდიან,
სრულად მიხდილნი ცნობითა:
არ იცოდიან, რამც ჰქმნიან,
ვერ იყვნენ ჭკუა-ბრძნობითა.
მიდამო ჰკაფდი უწყალოდ;
მჭვრეტნი გაქებდენ მხნობითა

არ მიეც გზანი სავალად,
ოდენ ისარი საცოცად:
ერთი რა შედგის, უკანა
წყალს გარდააგდის სახოცად.
ძვირად შეექმნათ თავაზი;
მუხლს გეხვეოდნენ საკოცად.
ერთისა უიმედოთა
ქართველთ აშოე ას-ოცად.

ხრმალი ჩააგენ მაძღარი,
უბრძანეთ ალაფობანი.
გახდა ზრიალი, იპყრობდენ,
ვით ცხოვართ სადმე ჩობანი;
მეურდუეთა მოჰყვანდეს
მათნი გმირებთა მჯობანი,
მოულოცევდენ მეფესა,
იეფდა კაცის ძღნობანი.

ასრე გახშირდა ბინიში,
ვით რიყე წითლად მსხდომია:
საათსა ჰყიდდენ ყურუშად,
ფოში რა მოსანდომია?!
რახტები ოქროს ცურვილი
ცხენს ედვათ მოსახდომია,
ტოლომა-ქურქი-კაუხი
ვერ რიცხვით მისახდომია.

ცხენნი მოჰყვანდეს ძვირფასნი,
მისრის ნასყიდი ფლურებით,
წყლის მინაქონთა ვინ რიცხვდა,
მომშთვართა თავ-მოძულებით!
თოფნი და ხმალნი რჩეულნი
ყაწიმ-ძეწკვებით კრულებით.
მაშინ დაგთქოდენ შაირსა
სიბრძნით შემწყობნი მკულებით!



აწ მაშინდელსა აწ მისა რამცა ვითა ვთქვა ფერია:
მახსოვს შესრული ქალაქად, მით ცრემლი თვალთა მერია!
მიჯრით გამოჰკრებს მნახავნი, სწყუროდათ შენი მზერია,
იგინიცა დაგნატრიდენ, თუ ვინცა ჰყვანდა მტერია.

ცოტათ ესე ნიშანი და საქმე მით გიყბედია,
რომემცა მიცნა, ვის ვინა შორად გყავ მოამბედია,
ოდიდგან მახსრვს მე თქვენი იყვენით ყრმად სახედია,
მუნიდგან მოღმართ აქამდის შეგტრფოდის ყოვლთა ბედია.

სახლი გულებთა სავაჭრო, გედგნეს გმირსავებ ტანია,
ნარდიონს ვარჯნი ლვლარჭნილნი, ღულამბრებ ანატანია,
მუნ შუბლის შარავანდობა მზის დისკოთ ნაჭვრეტანია,
ირის ცასა ჰფერობდა ცით კრთოდეს ამარტანია.

ორთავე ტოლთა ნარგიზთა შორის ვარსკვლავნი თემობით,
ტოპაზის ღილთა მწყურნებთა ყორანნი ჰსცვიდეს ჩემობით,
შაბარდუხს შური ეპოვნა, მონებდა გუგის მრწებობით,
მით თვალთა ჩემთა ღარიბთა ცრემლი დაჰფრენდენ მდენობით,

მზის სვეტის პინჯთა ნიავნი ტკბილ ბერვით მოაქროლებდის,
მუნ გარე ბროწეულისა წყნარ ზღვებთა ზედან მჩინობდის,
ბარაინს მანგნი მოეცვნეს, ბალახშის ღელვით ლხინობდის,
მას გარე აშკი გიშრისა სასუფთეს გულ-მოდგინობდის.

სადაფთა გარე მსხდომელთა აებნეს თეთრნი ალამნი,
ყაფრად შედგმულსა მარმარსა ზე ედგნეს წყლულთა მალმნი,
ალვასა რტონი შეჰფრობდენ, როსტომის განასალამნი,
სამსონის ძალო ხელთაო, ნელსავე ცრემლი მალამნი.

ლომსა გულითა მკერდიცა ცის ლომის დაგეცაოდა,
ზურგსა მაღნიტნი აღკროდა, ფოლადთა გაეხმაოდა,
მკერდთა სიმტკიცე ანდამატს თავის-ებრვე დაეზაოდა,
ბეჭთა და წელთა ნაკვეთი ინდ კალამთ შენაზაოდა.

მათ ქვეშე წვივთა ნაკვეთნი და მუხლთა ასხმულობა,
სიმტკიცე ფერხთა ირმის-ებრ, ბროლ-თლილად თითთა წრთვილობა,
ფრჩხილთა არწივნი ნატრიდეს, აჯითა ჰქონდის ყრილობა,
სულ დიდსა სული გფარვიდა, შვენოდის შენთან ზრდილობა.

ზრდილობად კმარის შეხედვა უსაქმოდ ოდენ სახისა,
სახისა და უსახისა, ვერ ვის-გან დანაზრახისა,
დანაზრახისა თუ სადმე, ბრძენთა საქებად ახისა.
ახისა მუფარახისა, ვაი აწ განალახისა.

ამას სურინ, ამად მწყურინ, აგერ სულსა განაკიდეს,
აგონდები, აღონდები, ერთსა ორად განაკიდეს,
ვაი ვით არ გხედავ, სით ხარ განსტყორცი, განაკიდეს,
ესრეთ თურე აქვს ყე ყურე სოფლის კვალთა განაკიდეს.


ბესარიონ გაბაშვილი

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581461 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ