მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 ივლისი 2018  12:59 ქართული შრიფტი


საიათნოვა
ზოგ-ზოგი კაცი
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





 Untitled Document

ქართული პოეზია

მუდარა

მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,
ცით მიწის მანათობელი,
რით არ მოგწყინდა სინათლე,
სიბნელის დამამხობელი?
ერთხელ მკვდართადაც ამოდი,
ცივთა სამარეთ ცაზედა;
მადლია, ადამის ძეთა
ნათლად დაადგე თავზედა.
მკვდარს მინდა შენი სინათლე,
ცოცხალს სიცოცხლე მკმარია,
ტრფობით ავსილის გულისთვის
ცა ღრუბლიანიც დარია.
თავისი მზე მყავს ცოცხალსა,
თუ არ გჯობს, არა მდარია...
მაშინ მინათე, ტიალო,
როცა ვიქნები მკვდარია:
გულს გრძნობა აღარ შაეძლოს,
თან ტკბილი, თანაც მწარია,
უაზროდ, უსიყვარულოდ
ჰლპებოდეს, როგორც ჩვარია.
მაშინ გამათბე, ტიალო,
მადინე ცრემლის ღვარია
და მაგრძნობინე, თუნდ ერთ წამს,
სიყვარულისა ძალია.
თუ მზე ხარ, მაშინ მიმზევე,
მიშველე, შემიბრალია!

1889 წ.

ვაჟა-ფშაველა

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14407534 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ