მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
25 ივნისი 2017  14:59 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





 Untitled Document

საკვირაო ქადაგება

ყველა მხრიდან ისმის ერთნაირი შეფასება, რომ ეს იყო ვანდალიზმი, ვანდალური აქტი და სხვა შეფასება ამას არა აქვს

სახელითა მამისათა და სულის წმინდისათა,

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას მოგილოცავთ დღევანდელ Dდღეს. დღეს არის ხსენება ჯვრისთაყვანისცემისა, რომელიც გამოცხადდა იერისალიმსა შინა 351 წელს, რომელიც გამოიხატა ელეონის მთიდან, ვიდრე იერუსალიმამდე, საიდანაც ამაღლება მოხდა და უამრავი ადამიანის მოქცევის საბაბი გახდა. უამრავი ქრისტიანი განმტკიცდა სარწმუნოებაში და არაქრისტიანი მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე.

დღეს არის ხსენება აგრეთვე წმ. იოანე ზედაზნელისა და მის ათთორმეტთა მოწაფეთა. თქვენ იცით, რომ ასურელი მამები VI საუკუნეში შემოვიდნენ საქართველოში და მონასტრული ცხოვრების დამაარსებელნი გახლდნენ. როგორც მათ ცხოვრებაში ვკითხულობთ, ისინი საქართველოში შემოვიდნენ მართალი სარწმუნოების განსამტკიცებლად. XVIII-XIX საუკუნეებში, XX საუკუნის დასაწყისში, გაჩნდა ესეთი ორაზროვანი კითხვა, რომელ სარწმუნოებას გულისხმობდა ქართლის ცხოვრება მართალ სარწმუნოებაში და ფრიად სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი მეცნიერებიც კი, როგორიც თუნდაც ივანე ჯავახიშვილია, ასეთ უცნაურ კითხვას სვამდნენ, რომ სანამ ბოლომდე არა გაქვს გარკვეული რომელი სარწმუნოება იგულისხმება ქართლის ცხოვრების მიხედვით მართალ სარწმუნოებად, ძნელი დასადგენია რომელი სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ ასურელი მამებიო. იყო საუბარი რომ ესენი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მონოფიზიტებიო. ესეთი მეცნიერული მტკიცებაც არსებობდა, მაგრამ აქ პასუხი არის მეტად მარტივი, რამეთუ ქართლის ცხოვრება, რომელიც ჯერ კიდევ მოგვიანებით ამბობს რუის-ურბნისის კრების დადგენილებასთან დაკავშირებით - არცა გაგცემთ და არცა გამცემელ ვართ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო. ამას როდესაც ამბობს ქართლის ცხოვრება, ძალიან იოლია იმისი დადგენა, თუ რომელი სარწმუნოების განსამტკიცებლად შემოვიდნენ ასურელი მამები. ისიც უდაოა, ის ფაქტი, რომ ასურელი მამები არ შემოვიდოდნენ მუსულმანობის, მონოფიზიტობის ან კათოლიციზმის განსამტკიცებლად. და არც ქართლის ცხოვრება არ იგულისხმებდა მართალ სარწმუნოებაში ამ სარწმუნოებას. ასე რომ ისინი არიან მართალი სარწმუნოების განმამტკიცებლები, ისინი არიან მონასტრული ცხოვრების დამაარსებლები ჩვენს ქვეყანაში. იცით მათთან არის დაკავშირებული შიო მღვიმის უდიდესი მონასტერი, მათთან არის დაკავშირებული დავით გარეჯის ლავრა, მათთან არის დაკავშირებული იოანე ზედაზენის სავანე და ა.შ.

ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ უსიამოვნებას, იმ შემზარავ ფაქტს, რაც მოხდა ჩვენს ეპარქიაში. მე მინდა გითხრათ, რომ შეფასება არის ცალსახა, თქვენ ადევნებთ თვალყურს საინფორმაციო საშუალებებს, როგორც სახელისუფლებო სტრუქტურებიდან, ვისი მხრიდანაც სამწუხაროდ მუქარა ისმოდა ამ დღეების მანძილზე, ისე მეორე მხრიდანაც და ყველა მხრიდან ისმის ერთნაირი შეფასება, რომ ეს იყო ვანდალიზმი, ვანდალური აქტი და სხვა შეფასება ამას არა აქვს.
ჩნდება კითხვა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ? ამასთან დაკავშირებით სახარება ჩვენ გვეუბნება, გვასწავლის, რომ როცა ადამიანი შენ შეურაცხყოფას მოგაყენებს და მე ესეთი დიდი შეურაცხყოფა, მართალია სატელევიზიო გამოსვლებში ვამბობდი, რომ 20 წელია ეკლესიაში ვმსახურობ და არ მახსოვს-მეთქი, მაგრამ უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ეკლესიაში გავიზარდე, მცირე ასაკიდან ეკლესიაში ვარ და მე არ მახსოვს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მსგავსი რამ ვისმეს ჩაედინოს, ან რაღაცა მსგავსი რამ მომხდარიყოს.

რა თქმა უნდა ეს დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეში, უფრო საშინლებებით, უფრო მძიმედ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი ერი, ქართველი ხალხი ყოველთვის ებრძოდა მომხდურ მტერს, მტერს, რომელიც მოდიოდა და გვინგრევდა ეკლესია-მონასტრებს. მაგრამ ვერასოდრეს წარმოიდგენდნენ ჩვენი წინაპრები, ის წინაპრები, რომლებიც აშენებდნენ სვეტიცხოველს, ის წინაპრები, რომლებიც აშენებდნენ ნიკორწმინდას, აშენებდნენ გელათს, რომ მოვიდოდა დრო, ნეტა ეს დრო (მხედველობაში მაქვს წინა საუკუნე) როცა ქართველი კაცი ქართველი ადამიანი თავისი ხელით დაანგრევდა ეკლესია-მონასტრებს. იცით ამას რა შედეგიც მოუტანა ჩვენს ქვეყანას და უამრავი ფაქტი იცით, თუ როგორ განვითარდა მათი მომავალი ცხოვრება. ამ ადამიანების შემდგომი ბედი და არა მარტო ამ ადამიანების, მათი შთამომავლების.

მომხდარი მეტად შემზარავია. მართალი გითხრათ მე იმდენად დამშვიდებული და იმდენად წყნარად ვიყავი. როდესაც ეს შევიტყვე თბილისში გავემგზავრე პატრიარქთან შეხვედრაზე. როცა იქ შევიტყვე, რომ შეიძლებოდა საფრთხე უფრო მძიმე ყოფილიყო, მე თხოვნით მივმართე მამა სერგის და ჩვენ შევეცადეთ რომ მრევლი გარიდებოდა ყოველივე ამას. ჩნდება კითხვა როგორ უნდა მოვიქცეთ თითოეული ჩვენთაგანი როცა ასეთ შეურაცხყოფას გვაყენებენ, ეს არა მარტო შეურაცხყოფაა. ამის შესახებ სახარება ბრძანებს, როდესაც ვინმე შენ შეურაცხგყოფს, როდესაც ვინმე ასეთ სულიერ შეურაცხყოფას გაყენებს, შენ უნდა მოიქცე ასე, შენ უნდა ილოცო. შენ კი ნუ იფიქრებ იმაზე ის დაისჯება თუ არა, შენ ილოცე მისთვისო და თუ საჭირო იქნება ღმერთი მის თავზე ნაკვერჩხლებს შეკრიბავსო.

ასე რომ ჩვენი უმთავრესი მოვალეობა, მოწოდება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვილოცოთ, თუ საჭირო იქნება ღმერთია განმსჯელი ყველა ადამიანის ქმედებისა.

ეს იყო რამოდენიმე წლის წინ. Mმახსოვს, ასე ჯგუფი ავაზაკებისა თავს დაესხნენ ხინოს მამათა მონასტერს, სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინ, მონასტერში მოცხოვრები ბერები გარკვეულწილად საფრთხეში აღმოჩდნენ, მაშინ როცა ჩამოვიდა გულმოკლული მონასტრის წინამძღვარი, მას ზუსტად აი ეს სიტყვები ვუთხარი. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ეს ავაზაკები ერთ-ერთ ხის სახლში ათენებდნენ ღამეს. ისინი ნასვამები იყვნენ, ცეცხლი წაეკიდა ამ სახლს, მე როცა ვეუბნებოდი, რომ შენ რა უნდა გააკეთო, მოვიდა ადამიანი და შეურაცხყოფა მოგაყენა, შენ რა ხმალს ხომ არ აიღებ? Eეს გაუმართლებელია, შენ უნდა ილოცო. Aმაზე დიდი საშუალება წინააღმდეგობის გაწევისა არ გაგაჩნია. Dდა ზუსტად ეს სიტყვები ვუთხარი, თუ საჭირო იქნება, ღმერთი მათ თავზე ნაკვერჩხალს შეკრიბავს-მეთქი. სულ რაღაც რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი ერთ-ერთ სახლში ღამეს ათენებდნენ, ცეცხლი გაუჩნდა ამ სახლს, ნასვამები იყვნენ ზამთარში და საცვლების ამარა დარჩნენ, სუყველაფერი დაეწვათ და მონასტერში მივიდნენ და იმათ ეხვეწებოდნენ რამე სამოსი მოგვეცით, ასე ვერ დავბრუნდებით სახლშიო.
აქედან გამომდინარე ჩვენ მივანდოთ-ხოლმე უფალს ყოველივე ეს, რამეთუ იმ ადამიანებს ბოლომდე არა აქვთ შეგნებული, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს. მათ არა აქვთ შეგნებული, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით. ჩვენ ვწუხვართ იმაზე რომ ეს მოხდა. უფრო მეტად ვწუხვართ იმაზე, რომ ეს ადამიანები გაუცნობიერებლად აკეთებენ ამ ამბავს.

Mმე ამ დღეებში, როცა ეს მოხდა, მახსენდებოდა ერთი შემთხვევა. Mმე ვსწავლობდი სასულიერო სემინარიაში მცხეთაში და ძალიან ხშირად მიხდებოდა სვეტიცხოველში ჩასვლა. ერთხელ სტუდენტები სვეტიცხოველში ვიმყოფებოდით. შემოიყვანეს ვიღაც უსინათლო ადამიანი, რომელსაც თითქმის მთლიანად წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოვიდა ეს ადამიანი მის თანმხლებთან ერთად და გვეკითხება იქ ბავშვებს, ახალგაზრდებს, სად არის პატრიარქების სამაროვანი, პატრიარქების სამარხიო. ჩვენ ვუთხარით სავარაუდოდ სად იყო პატრიარქების სამარხი, ჩვენ კარგა მანძილით მოგვშორდა ეს ადამიანი, მერე მობრუნდა და ძალიან დამძიმებული სახით გვითხრა – შვილებო მოერიდეთ ცოდვასო, ჩვენ გავიაზრეთ, იმიტომაც ვსწავლობდით სენმინარიაში, რომ ცოდვის მორიდებას ვსწავლობდით. მერე მოგვიყვა ასეთი რამ – ჩვენმა წინაპარმაო XVIII საუკუნეში, (ჩვენი შეხვედრა ხდება XX საუკუნეში), ჩემმა წინაპარმა სიონის ეზოში პატრიარქი მოკლა დანითო, ეს ძალიან ცნობილი ამბავია. კალენდრებშიც არის. იქ გვარებიცაა ვინ მოკლა. Mმე შეგნებულად არ ვასახელებ გვარებს. მოკლა პატრიარქი და იქედან მოყოლებულიო ყოველი პირველი თუ არა ყოველი მეორე უსინათლო ვართო. იბადებიან ჯანმრთელები და მერე როდესაც დაოჯახდებიან, მერე კარგავენ თვალისჩინს. Aაი მოვედიო, მრავალი წელია შთამომავლობა ესეთი შეწუხებული ვართო, გვინდა შენდობა ვთხოვოთ პატრიარქსო. თუ არ ვცდები, პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერიძე იყო. მინდა შენდობა გამოვთხოვოო. ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოყვეს, როცა ადამიანი გაუაზრებელ ქმედებას ჩაიდენს.

საღმრთო წერილი გვასწავლის, უფალი ამბობს - ლოდი რომელი შეურაცხყვეს მაშენებელი, როცა ლოდს თავისთავს ადარებს, როცა ვისაც დავეჯახები – დაიმსხვრევა და ვისაც დავეცემი გაიჭყლიტებაო. ჩვენი უმთავრესი მოვალეობა რა არის, ის რომ ჩვენ შევთხოვოთ უფალს ის, რომ ამ ადამიანებს ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ამისი ბრძანება გასცა, ღმერთმა აპატიოს მართლაც უსაშინელესი ცოდვა, რამეთუY საღმრთო წერილი გვასწავლის, შედეგი, როცა ადამიანი ესეთ სიწმინდეს ხელით ეხება უდიერად, მას არა აქვს მნიშვნელობა, გამოვიდა იქ ერთ-ერთი თანამდებობის პირი და ორი კედელიაო, საძირკველიც კი ძვირფასია, იმიტომ რომ იმ საძირკველშია ჩადებული უდიდესი მადლი, კურთხევა. როდესაც ადამიანი ესეთ სიწმინდეს ხელით ეხებაო, შედეგი ამისი შეიძლება იყოს ორიო, ან მოიქცევაო, ან გაიქცევაო. სხვა შედეგი არ შეიძლება ამას მოყვეს. ასე, რომ ჩვენ არავის გაქცევა არ გვინდა. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სარწმუნოების ყველაზე დიდი იდუმალება. არავის უბედურება, არავის მწუხარება ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული წევრი ჩვენი ეკლესიისა თუ არაეკლესიისა, იყოს გახარებული და ბედნიერი.

მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი უპრობლემოდ, მაინც ასე თუ ისე ჩამცხრალიყო. Mმე საქვეყნოდ მინდა განვაცხადო, მსგავსი რამ კიდევ რომ მოხდება, მე პირადად, ეკლესია პირადად, იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ ეს ისეთი რაღაცაა, იცით რა, ადამიანები გვირეკავდა ეს პოლიტიკოსები რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, მაგრამ არანაირი მორალური უფლება არა გაქვს, რომელიმე ადამიანს მოუწოდო, შენ არ გააკეთო ამ საკითხზე განცხადება და შენ გააკეთეო. იმიტომ რომ ეს ისეთი საკითხია, ყველას უფლება აქვს თავისი აზრი გამოთქვას და კომენტარი გააკეთოს. აქედან გამომდინარე შევთხოვ უფალს, რომ მიუტეოს ეს მძიმე ცოდვა ყოველ ადამიანს. აჭარის ხელისუფლებას, სამწუხაროდ, რომლებმაც შიშის გამო და ისინი დღესაც არ ცდილობენ ამ მდგომარეობის გარკვევას. შიშის გამო იმიტომ რომ, მათ იცოდნენ, რომ ჩვენ რამოდენიმე თვის მანძილზე ვაწარმოებდით დიალოგს, იცოდნენ რომ იმ მთაზე ტაძარი შენდებოდა. დღეს აცხადებენ, რომ ჩვენ არ ვიცოდითო. თუ არ იცოდნენ რატომ აწარმოებდნენ პირადად ჩემთან დიალოგს? მათ იცოდნენ, რომ ტაძარი შენდებოდა და ეს ყოველივე დაუმალეს პრეზიდენტს, არ უთხრეს პრეზიდენტს ყოველივე ეს და სამწუხაროდ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ოთხი თვის წინ როდესაც მან მოისურვა ამ მთაზე, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მართლაც შეიძლება საშურად კარგი საქმის გაკეთება, მაგრამ ეკლესიის აშენება ამ კუთხეში, ვერავინ ვერ დამარწმუნებს ამაზე მნიშვნელოვანი რამ შეიძლება იყოს, საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ხუთი თვის წინ, როცა მათ მოისურვეს, მაშინ დავიწყეთ ამის მშენებლობა. თქვენ ხომ ხართ მაინც ამის მოწმე, რომ ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩავუყარეთ საძირკველი აი ამ ტაძარს. Mმე პირადად, როგორც მღვდელმთავარი, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ დღესაც. იმიტომ იქ არის ჩაყრილი საძირკველი, არანაირ მოლაპარაკებაზე არ შეიძლება მე დავთანხმე, რადგან ამ საძირკველს ჩვენ ვერ ამოვიღებთ, ვერ ამოვთხრით. რასაც ისინი გვთავაზობდნენ სხვა მთაზე გადატანა, როგორ შეიძლებოდა ყოველივე ამის გადატანა დღემდე ვერაფრით ვერ მივხვდი.
Aაქედან გამომდინარე, მე მინდა ყოველ მათგანს, თითოეულმა ჩვენთაგანმა შინაგანად შევუნდოთ ეს მძიმე ცოდვა, ღმერთმა აპატიოს თითოეულ მათგანს, და ჩვენ თავისთავად, მე მინდა გითხრათ, რომ სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ, რამეთუ ჩვენი ცხოვრება საუკუნეების მანძილზე ასე იყო, გვინგრევდნენ - ვაშენებდით, გვინგრევდნენ - ვაშენებდით. ეს ასეა, რამეთუ ანგია წინასწარმეტყველი, რომელსაც მე ხშირად ვკითხულობ ხოლმე თქვენს წინაშე, ბრძანებს, რომ ტაძრის მშენებლობა, ეკლესიის მშენებლობა, პირდაპირ კავშირშია შენი ქვეყნის, შენი ერის მატერიალურ კეთილდღეობაზეო. რამეთუ ანგია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ცამ იმიტომ დაგიკავა ცვარი და მიწამ მოსავალიო, რომ თქვენ-თქვენს სახლებზე ფიქრობთ, თქვენ-თქვენი სახლების კეთილდღეობაზე, თქვენი ოჯახების კეთილმოწყობაზე ფიქრობთ, ჩემი სახლი კი ესე მიგდებული გაქვთო.

ასე რომ ჩვენ მოგვცეს ღმერთმა შეძლება და შეწევნა იმისა, რომ ავაშენოთ ღვთის სახლი, სადაც უფალი გამოჩნდება დიდებით და უფლის დიდება და წყალობა იქნება აწ და უკუნისამდე, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი.

ღმერთმა თავისი მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ თქვენ და სულიად საქართველოს აწ და უკუნისამდე.

ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი

20 მაისი 2007 წელი.

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10116361 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ