მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 მაისი 2018  20:50 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ამოდის ნათდება!...
"შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". -





Untitled Document


აბბა გრიგორის მონათხრობი

აბბა გრიგორიმ მოგვითხრო:

_ ქოზიბას მონასტერში ერთი ძმა ცხოვრობდა. მას ჯერ სამღვდელო ხარისხი არ ჰქონდა, მაგრამ მსხვერპლშეწირვის ლოცვები ზეპირად იცოდა. ერთხელ იგი სეფისკვერის მოსატანად იერიქონში გააგზავნეს. უკან რომ ბრუნდებოდა, სეფისკვერი ამოიღო და მთელი მსხვერპლშეწირვის ლოცვები თავიდან ბოლომდე წაიკითხა. მისი მოტანილი სეფისკვერი დიაკონმა ფეშხუმზე დაასვენა და ლიტურგიისთვის მზადება დაიწყო. ლიტურგიას პრესვიტერი აბბა იოანე აღასრულებდა, მეტსახელად ქოზიბელი _ შემდეგში კესარია პალესტინის ეპისკოპოსი. როდესაც მან მსხვერპლშეწირვის ლოცვები წაიკითხა, შენიშნა, რომ სულიწმიდა არ გადმოდიოდა. ამან ძალიან დაამწუხრა.

_ ნუთუ რაიმე შევცოდე ამ ღამეს და იმიტომაც არ გადმოდის სულიწმიდა? _ გაიფიქრა მან. შემდეგ სადიაკვნოში შევიდა, მიწაზე დაემხო და მწარედ ატირდა. უცებ ბერს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
_ იმ ძმამ, რომელიც სეფისკვერის მოსატანად გაგზავნეთ, მსხვერპლშეწირვის ლოცვები წაიკითხა გზაში და იმ წუთიდან ეს სეფისკვერი უკვე შეწირულია.

იმ დღის შემდეგ პრესვიტერმა წესად დაადგინა, რომ ხელდასხმამდე აღარავის ესწავლა მსხვერპლშეწირვის ლოცვები და, მით უფრო _ აღარავის წაეკითხა ისინი უდროოდ და უადგილოდ.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14162143 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ