მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  10:24 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ჩემი ვედრება
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document


აბბა თეოდულე

იმავე მონასტერში ერთი ბერი ვნახეთ, სახელად თეოდულე. იგი დღეების მანძილზე მიყოლებით მარხულობდა და გვერდზე არასოდეს წვებოდა.

შიშველი თუ ვინმე შემოხვდებოდა, თავის ტანსაცმელს გაიხდიდა და მისცემდა
ქოზიბას სენაკებში ერთი ბერი მოღვაწეობდა. მასზე იქაური მამები ყვებოდნენ:

_ როცა ის ჯერ კიდევ თავის სოფელში ცხოვრობდა, ასეთი ღვაწლი ჰქონდა აღებული: თუ დაინახავდა, რომ მისი რომელიმე თანასოფლელი სიღარიბის გამო მოსავალს ვერ თესავდა, ღამე მის ყანაში შეიპარებოდა, შეიყვანდა თავის ხარებს, შეიტანდა დასათეს თესლებს და გათენებამდე მუშაობდა, ისე, რომ ამის შესახებ ყანის პატრონმაც კი არაფერი იცოდა. და მერეც, როცა უდაბნოში განმარტოვდა და ქოზიბას სენაკებში დაიწყო ცხოვრება, ასეთივე თანაგრძნობას იჩენდა ყოველი ადამიანის მიმართ. გათენდებოდა თუ არა, აიღებდა პურსა და წყალს და იორდანიდან იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე დადგებოდა; როგორც კი ვინმე მგზავრს დაინახავდა, მაშინვე ჩამოართმევდა ტვირთს და ელეონის მთამდე მიატანინებდა, იქიდან მობრუნებულს კი სხვისი ტვირთი მოჰქონდა იერიქონამდე. ხშირად შეამჩნევდით მის სახეზე წურწურით ჩამომავალ ოფლს, როდესაც იგი მძიმე ტომარას ეზიდებოდა; ხანდახან მხრებით ერთი ან ორი ბავშვი მოჰყავდა, ხან კი ქალის ან კაცის დახეულ ფეხსაცმელს აკერებდა; თუ ვინმეს მშიერს ნახავდა, პურს შესთავაზებდა, მწყურვალს წყალს დაალევინებდა; შიშველი თუ ვინმე შემოხვდებოდა, თავის ტანსაცმელს გაიხდიდა და მისცემდა; თუ გზაში მიცვალებულს გადაეყრებოდა, წესს აუგებდა და მიწას მიაბარებდა. აი, ასეთ ღვაწლში იყო იგი დილიდან დაღამებამდე.

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12138255 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ