მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  11:47 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
***(სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე...)
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document



ვის არ ეკუთვნის წესის აგება

ეკლესიის მიერ წესის აგება არ ეკუთვნით თვითმკვლელებს. მათგან უნდა განვასხვავოთ ის ადამიანები, რომელთაც უნებურად მოისწრაფეს სიცოცხლე (მაღლიდან უნებური ჩამოვარდნა, დახრჩობა წყალში, მოწამვლა საკვებით, ტექნიკური უსაფრთხოების დაუცველობა საწარმოში). ამავე რიგს განეკუთვნებიან ისინიც, ვინც თვითმკვლელობა ჩაიდინა სულიერი დაავადების ძლიერი შეტევის დროს, რაც დადასტურებული უნდა იყოს სათანადო სამედიცინო დასკვნით; იმისათვის, რომ ამგვარად გარდაცვლილს ქრისტიანულად აუგონ წესი, ახლობლები ვალდებული არიან წერილობითი ნებართვა მიიღონ ადგილობრივი მღვდელმთავრისგან სათანადო სამედიცინო დასკვნის საფუძველზე.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ თვითმკვლელებად ითვლებიან ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე დაღუპულებიც. ბანდიტური თავდასხმის მსხვერპლნი, ცხადია, მათ რიცხვში არ შედიან. ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარდაცვალების ცნობის ეკლესიაში წარდგენა.

წესის აგება და სხვა საეკლესიო წესები არ ეკუთვნის მოუნათლავ ადამიანებს. ეკლესია არ ლოცულობს იმისთვის, ვინც მთელი სიცოცხლე უარყოფდა მას, არ იყო მისი წევრი.


ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11513311 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ