მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  11:46 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვაჰ, სოფელსა ამას
"თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." -
ამბა ევაგრე





Untitled Document


არის კიდევ სხვა ცხოვრებაც


"ერთ ექიმს, სახელად გენადის - ყვება ნეტარი ავგუსტინე - არ სწამდა სულის უკვდავებისა და იმქვეყნიური ცხოვრების. ერთხელ დაესიზმრა ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც უთხრა, გამომყევიო; წავიდნენ და მიადგნენ რაღაც ქალაქს. მცირე ხნის შემდეგ ისევ ესიზმრა ის ყმაწვილი და ჰკითხა:

- მიცნობ?

- ძალიან კარგად, - უპასუხა ექიმმა.

- საიდან მიცნობ?

- შენ წამიყვანე ქალაქში, სადაც არაჩვეულებრივად ტკბილი სიმღერები მოვისმინე.

- სად ნახე ეს ქალაქი და სად მოისმინე სიმღერა, ცხადში თუ სიზმარში?

- სიზმარში.

- ახლა რომ გესაუბრები, სიზმარია თუ ცხადი?

- სიზმარი.

- მაშინ, სად არის შენი სხეული ახლა?

- საწოლში.

- თუ იცი, რომ შენი ფიზიკური თვალებით ახლა ვერაფერის ხედავ?

- ვიცი.
- მაშინ, რა არის ის თვალი, რითაც ახლა ხედავ?

ექიმმა არ იცოდა, რა ეპასუხა, ყმაწვილმა კი უთხრა:

- როგორც ახლა, ამ წუთში მხედავ, თუმცა შენი თვალები დახუჭული და გრძნობები უმოქმედოა, ესე იცხოვრებ გარდაცვალების შემდეგ, შენ დაინახავ, მაგრამ სულიერი თვალებით, ამიტომ გჯეროდეს, რომ ამის გარდა არის კიდევ სხვა ცხოვრებაც."

 

იღუმენია ფილოთეას საუბარი ბერ პაისი ათონელთან
წიგნიდან `ოჯახური ცხოვრება~

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11513311 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ