მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:49 ქართული შრიფტი


ლევან ვასაძე
შეხვედრა კონსტანტინეპოლთან
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document

იოანე ზედაზნელი

იოანე ზედაზნელი წინამძღვრობდა ანგელოზის მერ რჩეულ ქარტიათა მფლობელ 12 ასურელ მამას, რომელნიც VI ს-ის შუაწლებში მობრძანდნენ ქართლში და უდიდესი ქრისტიანულ-მოწამეობრივი ღვაწლით დაიცვეს ჭეშმარიტი რჯული ურწმუნოთა ხელყოფისაგან. ,,ესე ვითარნი იგი კეთილნი მუშაკნი და არა საყიდლით დადგინებულნი, წარივლინნეს სანატრელისა მამისა იოანეს მიერ კეთილისა მის სამუშაკოსა, რომელთა კეთილად ესწავა მოძღვრისა თვისისაგან.

აღსანიშნავია, რომ ასურეთიდან იოანეს წინამძღოლობით არა ცამეტი, არამედ 14 მამა მობრძანდა. 13 მათგანის სახელი და ღვაწლი ფასდაუდერბელია და საქვეყნოდ ცნობილი. მეთოთხმეტეს, ელია დიაკონს, მონასტერი არ დაუარსებია, იგი იოანეს გვერდით იყო მუდამ, დამოუკიდებლად არ მოღვაწეობდა, მოძღვართან დარჩა ზედაზნის მთაზე და აქვე აღესრულა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია მას 13 ასურელ მამათა შორის არ მოიხსენიებს.

იოანე მოღვაწეობდა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში. მისი ღვთიური მადლმოსილება ცნობილი გახდა რა მრავალთათვის, წმიდა მამა განერიდა და ,,იზრახა უცხოთა ადგილთა ლტოლვა მარტოებით.”

ბერს უფლის ანგელოზმა მიუთითა გზა ქართლისაკენ, რომელიც წმ. ნინომ შეუყენა ქრისტეს, მაგრამ ,,უმრავლესი თემი დაუშთა მოუქცეველი”. ანგელოზის ნებითვე შეირჩა 12 მამა, რომელნიც მორჩილებითა და სიხარულით გამოჰყვნენ მოძღვარს შორეული სამეფოსაკენ.

მცხეთაში მობრძანებულ წმიდანებს მეფე და კათალიკოსი შეეგებნენ ურიცხვი ქართველის თანხლებით. მამათა წინამძღოლი ქართულად მიესალმა ივერიელებს. სულიწმიდის მიერ მინიჭებულმა მადლმა აღაფრთოვანა ერი და მრავალნი ადიდებდნენ უფალს.

ნეტარმა მამებმა თაყვანი სცეს ,,სვეტსა მას ცხოველსა და საკვირველსა.” წინამძღოლი ცრემლით ევედრებოდა უფალს, მიეთითებინა მათთვის სამკვიდრებელი. მათ მართლაც მიეთითათ ზედაზენის მთა. გზად მქუხარე მდინარე გადაეღობათ. იოანეს ბრძანებით, ნეტარმა შიომ მუხლი მოიდრიკა და მიმართა წყალს: ,,სახელითა იესო ქრისტესითა და და ლოცვითა მამისა ჩველისა იოვანესითა გუეც გზა.” მდინარე განირღვა და გაატარა ისინი.

წარმართობის ჟამს ზედაზენის მთაზე ,,ზედან ზადენის კერპი” იყო აღმართული. აქ საშინელი მსხვერპლთშეწირვა ხდებოდა და ეს ადგილი ოდითგანვე დემონთა საბრძანებელს წარმოადგენდა. დამკვიდრდნენ მამანი და განიწმინდა იდუმალი მთა.

ოთხი წლის ერთად ყოფნის შემდგომ ნეტარმა იოანემ დამოძღვრა მოწაფენი სიტყვებით ,,მოიღუაწებდით სულთა კაცთასა შესაძინებლად იესო ქრისტეს თანა, თავისი ქვეყნიდან წამოღებული წმიდა ნაწილები დაურიგა თითოეულს, ,,რათა აქუნდეს მათ მცველად ყოველსა ცხოვრებასა შინა საეშმაკოთა” და კეთილად გაამგზავრა.

წმ. იოანემ, ზედაზენის მთაზე, ეშმაკის მიერ მოვლინებული, მრავალი დაბრკოლება აიტანა. წმ. ბერი ,,გამოისახვიდა ნიშანსა პატიოსანისა ჯუარისასა, ევედრის უფალსა” და ამგვარად ამარცხებდა მტერს. იგი ძლიერდებოდა ჭეშმარიტი ღვთისმოსაობით.

ზედაზენის მთა ურწყული და ხრიოკი იყო, იოანეს ლოცვით გადმოდინდა მკურნალი წყარო. ვინც რწმემით შესვამდა მას, წმ. მამის ლოცვით იკურნებიდა. ერთ დღეს ნეტერი მამის მოწაფემ წყაროსთან უზარმაზარი დათვი ნახა. იგი შეშინდა და მოძღვარს მიაშურა. წმ. ბერი მშვიდად მიუახლოვდა ნადირს, ნება მისცა შეესვა წყალი თუ სურდა და გაშორებოდა იქაურობას, დათვი მორჩილად წავიდა. ამ მოვლენას ერთგვარად აბოლოებს XIX ს-ის ცნობილი თეოლოგი გ. საბინინი. ,, ბრძანებასა წმიდისასა აქამომდე აქუს ძალი. დროსა ერთს ყოფნასა ჩემსა ზედა-ზადენზედ, დათვი შემემთხვა და გზა ამიქცია.”

უფლის სახელით წმ. ბერი, განრღვეულსა კურნავდა და ეშმაკს განაგდებდა ,,მისცა თავი თვისი ფიცხელთა შრომათა მოღუაწებისათა, დაუცხრომლად ლოცულობდა და მარტვილობდა.”

რაჟამს ეუწყა სულის ხორცთაგან გაყრა, მოძღვარმა შეკრიბა მოწაფეები, მისცა მითითებანი და დაუბარა დაეკრძალათ ,,ქუაბსა შინა ერთსა.” იხილა ანგელოზთა დასი, სული უფალს შეავედრა და მშვიდად აღესრულა.

მოწაფეებმა უღირსად შერაცხეს მითითებული ადგილი, გადააბრძანეს თათეს (თადეოზ სტეფანწმიდელი) მიერ აშენებულ მონასტერში და ,, . . . მას შინა დასხნენ პატიოსანნი ნაწილნი მისნი კრძალულებით.” სასწაული მოხდა, მონასტერი შეიძრა. კათოლიკოს კლიმენტოზის ბრძანებით, წმ. მამის ცხედარი წაასვენეს და ,,ქუაბსა შინა “ დაკრძალეს ანდერძისამებრ.

წმ. იოანე ზედაზნელის საფლავის დასავლეთით არის აუზი, რომელშიც ეკლესიის კედლებიდან, 6 მაისს მწუხრზე იწყებს დენას ,,ვითარცა ცრემლნი წმიდა წყალი.” წყლის წანწკარი მეორე დღის საღამომდე გრძელდება. მას სვამენ მედღესასწაულენი. აუზის ავსება ქვეყნის ბედნიერებას მოასწავებს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587306 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ