მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
23 ნოემბერი 2017  17:49 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
სადღეგრძელო, ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს
"ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია" -





Untitled Document

შიო მღვიმელი

ანტიოქიელ დიდგვაროვანთა შვილს, ნეტარ შიოს იმთავიდან ღვთისმოსავად ზრდიდნენ და იმგვარად განისწავლა, რომ ,, უკვირდა ყოველთა.”

იგი 20 წლისა იყო, დ\ოდეს ,,გამოჩნდა დიდი იგი ნიშებშემოსილი, ყოვლად განმანათლებელი იოვანე, რომელმან განანათლა ყოველი ანტიოქია.” მამათა სავანეს, რომელშიც წმ. იოანე მოღვაწეობდა, შიომ მშობლებისაგან ფარულად მიაშურა და მოზღვარს დარჩენის ნება სთხოვა. ღვთისაგაქნ ბოძებული წინასწარჭვრეტით, წმ. ბერმა შეაფასა ახალმოსული და მოწაფეებს ამცნო. ,,იყოს ჭებუკი ესე შვილ ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს.” ნეტარი იოანეს თხოვნით შიო მშობლებთან კურთხევის მისაღებად გაემგზავრა. ამ უკანასკმელთა თავშეკავებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ძემ შესანიშნავად დაარწმუნა ისინი საკუთარი გადაწყვეტილების ჭეშარიტებაში; გაყიდა მამისაგან ბოზებული ქონება ,,აღიღო სახარება და ფსალმუნი ოდენ და თვით წარვიდა და მივიდა ნეტარი იოანეს თანა.” გახარებულმა იოანემ ,,დასხნა ხელნი და შემოსა სქემა.”

წმ. შიოს ლოცვით ეშმაკეულნი იკურნებოდნენ, უმეცარნი გამისწავლებოდნენ, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი ნუგეშინისცემებოდნენ. ანტიოქაში 20 წლის მოღვაწეობის შემდეგ, ნეტარი მამა უფლის ანგელოის რჩეულ 12 წმინდანთა შორის აღმოჩნდა და საქართველოს მიაშურა.

ზედაზენზე დამკვიდრებულ მამათა ერთედ მოღვაწეობა მატიანის მიხედვით ოთხ წელიწადს მოიცავს. შემდგომ ამისა, ღვთისმშობლის ნებით, იოანემ მოწაფეები დალოცა და სხვადასხვა მხარეს წარავლინა. ნეტარმა შიომ მცხეთის დასავლეთით, უდაბურ ადგილას, ურწყული და ქვეწარმავლებით სავსე ღრმა ხევი იპოვა. იქ შეჩერდა და ერთ ქვაბულში, ლოცვითა და მარხვით, უხმოდ 40 დღე დაჰყო. მან შიში არად შერაცხა  და ქვაბს მომდგარნი ეშმაკნი, ,,სახელითა იესუ ქრისტესითა განიოტნა.”

ერთხელ ბოროტ ძალთაგან სასტიკი მუქარით შემკრთალმა მამამ, მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. გათენებისას ძლიერი ნათელი გამობრწყინდა და ბნელი ქვაბის კარს ანგელოზები მოარდგნენ. ,,მოვედით ჩვენ შენდა ხილვად და განძლიერებად შენდა, ვინადგან არის გულთა შენთა სურვილი ძისა ჩემისა” _ ანუგეშა ღმრთისმშობელმა ბერი.

ვითარცა ელია იკვებებოდა ყორნისაგან, ამ ხილვის შემდეგ წმ. შიოს საზრდელი მტრედის მიერ მოერთმეოდა და ,,წყალიცა მცირე, კმა ცაყოფელი მისი, გამოეცა კლდისა მისგან.”

ძლიერმა და ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა არ ინება ნეტარი მამის ღვაწლის დაფარვა, ,,არამედ გამოაბრწყინა ნათელი მისი ქვეყანასა ზედა.”

"მას ჟამსა" ციხედიდში, ერთიღმრთისმოყვარე მთავარი ევაგრე ცხოვრობდა. ერთხელ, ნადირობისას, გადალახა რა მდინარე მტკვარი, იგი წმ. შიოს სავანეს მიუახლოვდა. მთავარმა მტრედი დაინახა, რომელსაც საზრდელი მიჰქონდა. ევაგრე მიჰყვა ფრინველს და ბერის სამკვიდრებელს მიადგა. წმ. მამა იჯდა ,,ქუაბსა მას შინა, ღმრთისა მადლობის შემწირველი.” მომხდურმა ნეტარ შიოს დარჩენის ნება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ბერმა აუხსნა, რომ ქვაბულში მარტო ყოფნა დიდ მოთმინებას მოითხოვდა, მთავარი კი ფუფუნებას იყო ჩვეული. ევაგრე დაჟინებით ევედრებოდა და ამცნობდა, რომ მზად იყო მოთმინებისათვის.

შიომ მთავარს კვერთხი მისცა. უბრძანა მდინარეში ჩაეყო, ოდეს წყალი გზას მისცემდა, სახლში წასულიყო და საქმეები მოეგვარებინა. უკან დაბრუნებისას, ბერის მითითებით, მთავარს კვლავ უნდა ჩაეყო კვერთხი წყალში და თუ წყალი განირღვეოდა, ევაგრეს მეუდაბნოედ დადგინება ღმრთის ნება იქნებოდა.

უკან მობრუნებულ ევაგრეს "გზა სცა წყალმან მან და მოვიდა ბერისა მის და აუწყა ყოველი". წმ. მამამ სქემით შემოსა მთავარი.
"ამიერიდან განსცხადდა სახელი წმიდისა შიოსი და მოვიდოდიან და მიიღებიან მონაზონებასა".

ერთ დღეს, ერთ-ერთ ბერს მდინარიდან წყალი მოჰქონდა, ეშმაკმა კოკა გაუტეხა, აცრემლებული მოწაფე წმ. შიომ ანუგეშა, რომ ღვთის ნებით, "ძმათა მათ სასმელად", წყარო მათ სამკვიდრებელშიც გადმოდინდა.

მეუდაბნოეთა რიცხვი იზრდებოდა; ეკლესია კი არ ჰქონდათ. ბერები მთაზე ავიდნენ, ილოცეს, წმ. შიომ ნაკვერცხალი დაიდო ხელზე, საკმეველი მოაფრქვია და ,,ახდა კუამლი აერთა.” კვამლი ხევში შევიდა და სვეტად დადგა ერთ ადგილას. სწორედ იქ ბრძანა წმ. ბერმა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აგება.

,,მას ჟამსა შინა”, ფარსმან მეფე მოვიდა მეუდაბნოებთან ევაგრეს წასაყვანად, რადგან იგი მეფის სპასპეტი იყო. ევაგრე არ დაემორჩილა. ოდეს ხელმწიფემ წმ. შიოს საქმენი შეიტყო, ფრიად განსცვიფრდა. ამას ისიც დაემატა, რომ მეფის თვალდაშრეტილი ხელქვეითი, წმ. მამის ფერხის შეხებით მსწრაფლ განიკურნა.

მადლიერმა მორწმუნე მეფემ ნეტარ შიოს ოთხი დაბა, ოცდაათი ლიტრი ოქრო და მრავალი ვერცხლი უბოძა ეკლესიის ასაშენებლად.
მონაზონთა რიცხვმა 2000-ს მიაღწია. აქ მოჰყავდათ სნეულნი, კეთროვანნი, ეშმაკეულნი და საპყარნი. ღმერთის ნებითა და წმ. შიოს ლოცვით ყოველი იკურნებოდა.

საქვეყნოდ ცნობილი გახდა მგლის საოცარი მორჩილების ამბავი. ნეტარმა მამამ ,,სახედართა მაძოვნებლად” მგელი დააყენა და უბრძანა: ,,მათ ქომაგად დამდგარიყო.” მხეცი დიდი მორჩილებით ემსახურებოდა წმიდანს.

ერთხელ, ერთ-ერთი ბერის, კონონის სახედარი კლდეზე გადაიჩეხა. ბერმა საყვედური ჰკადრა წმ. შიოს: ,,დასაბამად სოფლისა არსადა ყოფილ არს მგელი მოყვრად ვირთა, რამეთუ ნუგეშინისმცემელი მოხუცებულობისა ჩემისა და ძმათა ამათ მზიდავი წყალთა შემიჭამა მგელმან ამან, შენ მიერ დადგინებულმან”-ო. მგელი გორავდა და წკმუტუნებდა, თითქოს თავს იმართლებდა და კონონის კვერთხს ,,მიიზიდვიდა”. ნეტარმა შიომ სთხოვა კონონს, ორი ძმის თანხლებით გაჰყოლოდა მგელს. ნადირი მამებს წარუძღვა და კლდეზე გადაჩეხილი სახედარი აჩვენა. სინანულით აღვსილი კონონი ,,შეუვარდა ფერხთა ნეტარისათა და ითხოვდა შენდობასა.

”წმ. შიომ მგელი გაათავისუფლა. იმიერიდან მგლები არაფერს ვნებდნენ ,,სუასტაგთა საზღვართა მის მონასტრისათა ვიდრე დღეინდლად დღემდე.”

ერთხელ ასურელი წმ. მამები ნეტარ იოანესთან შეიკრიბნენ. შიომ სთხოვა მოძღვარს, მარტო დაყუდების ნება მიეცა. ნეტარმა იოანემ პატრიარქთან მისვლა ურჩია, რათა ,,უკეთუ არს სათნო ღმრთისა,” მას მიეცა ნება.

წმ. შიო კათოლიკოსს ეახლა და ,,და მიიღო შენდობა დაყუდებისა.” იგი მობრუნდა თავის მონასტერში, გამოეთხოვა ძმებს, წინამძღვრად ევაგრე დაუდგინა, ,,ასწავა მრავალი სულიერი საქმე და შთავიდა მღვიმესა მას ორმოსა და ბნელსა და მუნ იღუწიდა, ვიდრე ცოცხალ იყო.” აღსრულების შემდეგ ,,მუნვე დაეფლა.” ნეტარი ბერი გარდაცვალების შემდგომაც მრავალ სასწაულს იქმოდა, მისი წმიდა ნაწილები, ყველიერის ხუთშაბათს ,,გამოვალს. . . დაყოველთა ერთა განანათლებს ქართლისათა.”

შიო მღვიმელი VI ს-ის II ნახევარში მიიცვალა. მისი აღსრულების დღე 9 მაისია. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ,,საქართველოს სამოთხის” ავტორის, გობრონ საბინინის მითითებით, ნეტარმა შიომ 68 წელი დაჰყო დედამიწაზე და ,,ესევითარი მოქალაქეობა აჩუენა საწუთროსა ამას შინა.”

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12372418 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ