მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:36 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
ანდერძი
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





Untitled Document

იოსებ ალავერდელი

ნეტარი მამა იოსებ ამბა ალავერდელი ღმერთშემოსილი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. იგი ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთია, "რომელი მობრძანდა ქვეყანისაგან ასურეთისა შუამდინარით."

ქართლში მოსვლისას, სხვათა მსგავსად, მანაც გარკვეული ხანი ზედაზენის მთაზე, მოძღვართან დაჰყო. შემდგომ განტევებისა წმ. მამა "მოიწია კახეთად ჯერ ჩინებითა ღუთისაითა და წინა მძღობითა ცხოველსმყოფლისა ჯუარისათა. . . მოიწია ადგილთა ამათ, რომელსა ეწოდების ალავერდი." ადგილი, სადაც ნეტარი მამა დაემკვიდრა, უდაბური და კაცთაგან მივიწყებული გახლდათ. მან მოთმინებით "მისცა თავი მოღვაწეობას." რით იკვებებოდა ეს ჩვენთვის უცნობია, ეს "თვით მან მხოლომან უწყის."

იოსებ ალავერდელის მიერ დაარსებული მონასტერი მრავალგზის იქნა მტერთაგან შემუსვრილი. ერთი ასეთი დარბევისას "მიფარულ იქმნა ცხოვრებაცა ამის ნეტარისა და არღარა სადა იპოვა ჟამთა ჩვენთა."

XVIII ს-ის I ნახევრის სვინაქსარის მიხედვით, ერთხელ, როდესაც წმ. მამა განმარტოებით ლოცულობდა, მის სამკვიდრებელს თანმხლებლებთან ერთად "კაცი ვინმე სამეუფოთაგანი" მოადგა. მომხდურნი ნადირობდნენ. იხილა რა წმიდა მამა, მონადირე "საცნაურ ჰყოფდა მის შორის მკვიდრობასა სულის ცხოველისასა." მონადირე გონიერი იყო. მან გულისხმაჰყო, რომ მის წინ წმიდანი იდგა, რადგან ამ მხარეში, მისი მობრძანების შემდეგ "ღამე ყოველ ვარსკულავი ბრწყინვალე იხილვებოდის." მხედარი ცხენიდან ჩამოხტა, მიეახლა მამას და ვინაობა ჰკითხა. ნეტარმა იოსებმა აუწყა ყოველივე და "დანერგა სრული სარწმუნოებაი და სურვილი საღმრთოსა სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა მის შორის." მონადირე მდიდარი იყო, მან ნეტარ მამას ტაძრის აშენება აღუთქვა.

იოსებ ალავერდელმა მრავალი მოაქცია, ღვთის მსახურებით ურწმუნოება წარდევნა, "ადგილი ესე განავრცელა კაცთა მიერ და აღავსო კრებულითა სულიერითა."

შემდგომად მრავალთა კეთილთა საქმეთა სიწმიდით აღესრულა იმავე მონასტერში და მარადის იქმს სასწაულთა საკვირველთა და დაუცხრომელთა."

ანტონ კათალიკოსის მოსაზრებით, იოსებ ალავერდელის ხსენების დღედ 15 სექტემბრის დაწესება ეკლესიის ინიციატივაა. ეს უნდა მომხდარიყო არა უადრეს XVIII ს-ის დასაწყისისა. სავარაუდოა, რომ უფრო ადრე, ალავერდელის ხსენების დღე არ იყო გამოყოფილი იოანე ზედაზნელის სხვა მოწაფეთა ხსენების თარიღისაგან.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120170 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ