მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:06 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
რა ცაა!
და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა -
/სულიერი მდელო/





Untitled Document

    პიროს ბრეთელი

როგორც ცნობილია, ცამეტი ასურელი მამის საქართველოში მობრძანება ფარსმან VI-ის ზეობის წლებს ემთხვევა. ეს ის ეპოქაა, როდესაც ახალმოქცეული სამეფო, დათრგუნული ცეცხლთაყვანისმცემელთა მცდელობით - აღედგინათ ზორის ჩამქრალი საკურთხევლები, საჭიროებდა თავდადებულ ქრისტიანებს.

ასურელი მამები, ქართლში გამომგზავრების წინ, აკუეთხა წმ. სვიმეონ მესვეტე უმცროსმა (521_596 წ.წ.). იგი ქრისტეს მადლით მოსილი, უდიდესი წმიდანი იყო, რომელმაც 68 წელი სვეტზე გაატარა.

ღმრთისმშობლის ნებითა და წმ. მამა სვიმეონის კურთხევით გაძლიერებული მამები, "ერთისა ვენახისა მუშაკნი და ერთისა ვაზისა რტონი", მშვიდობით მობრძანდნენ საქართველოში.

მათ თავიანთი ღვაწლით განამტკიცეს ქრისტიანობა, მოაქციეს, განკურნეს, აღადგინეს მრავალი. "ესენი შემოვიდეს, რათა მთესველსა და მომკალსა ერთბამად უხაროდეს."

იმ წმინდანთა სია, რომელთა ღვაწლი შთამომავლობისათვის უცნობია, პიროს ბრეთელსაც შეიცავს. იგი ანტიოქიაში მოღვაწეობდა და წმ. იოანეს მოწაფე და თანამოაზრე იყო. კეთილი თესლის გასაღვიძებლად ისიც, უფლის ნებით, მოადგა ქართლს. ოდეს ნეტარმა იოანემ მოწაფენი "ყოველთა ადგილთა ქადაგებად" მიავლინა, წმ. პიროსმა "დაჰყო ზემო ქართლის დვანის წყალსა ზედა  და აღაშენა მუნ მონასტერი თვისი, მოახლო ბრეთლის სოფლისა." დამკვიდრდა იქ და მრავალ კეთილ საქმეს იქმოდა. აღსრულების შემდგომ მონასტერსა "შინა დაიდვა მრავალ მოღვაწე გუამი მისი."

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117091 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ