მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:52 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
ქარი ჰქრის...
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





Untitled Document

თადეოზ სტეფანწმიდელი

წმ. მამა თადეოხი ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა იოანე ზედაზნელთან  და დანარჩენ წმიდა მამებთან ერთად. ღმრთისმშობლის ნებით მანაც საქართველოს მოაშურა, ქრისტეს რჯულის განსამტკიცებლად.

ოდეს ნეტარი იოანე ზედაზენზე დამკვიდრდა, მასთან ურიცხვი ქრისტიანი მოდიოდა, იმედით, რომ ბერი დარჩენის ნებას დართავდა მათ. "წმიდა იოანე არა დააყენებდა მათ, არამედ აღუშენა მათ მონასტერი მთისა მის ძირსა, სადაც აწ ინახვის სოფელი საგურამო და მონასტერი იგი მიუმცნო მოწაფესა თვისსა თათეს." "მონასტერი გაფართოვდა, გაძლიერდა, მოღვაწეთა მიერ აღივსო იგი."

ნეტარი იოანეს გარდაცვალების შემდეგ, წმ. მამა თადეოზმა "დაუტევა მონასტერი იგი წმ. ილია დიაკონს და თვით აღიღო წმიდა ჯუარი და სახარება და მოვლო ქადაგებითა მთისა სანახები." ქადაგებდა ქრისტეს სჯულს, მოაქცევდა წარმართთა, "აღაშენა მრავალნი ეკლესიანი."

დაუცხრომელ ღვაწლში მყოფმა, ინება მონასტრის აშენება. ,,ამისთვის აღმოარჩია მთა მაღალი და ტყიან წლევი, მდინარესა ზედა რხეულისა. მთასა ზედა წლევისასა გამოქუაბა ნეტარმა მცირე სენაკი, რომელსა შინა დაჰყო ფრიადი დრო."

ქართველთაგან მრავალი ილტვოდა წმიდა მამისაკენ, მრავალს სურდა მასთან ერთად დამკვიდრებულიყო, მაგრამ ნეტარი მამა მარტოობას ირჩევდა.

მცირე მთა სენაკებით აივსო. ხედავდა რა მომსვლელთა სიმრავლეს, ნეტარმა თადეოზმა "ისურვა აღშენება მონასტრისა და ეკლესია მისთვის." მთის წვერზე მისი მეოხებით მართლაც აიგო წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესია.

წმიდა მამამ არ დატოვა "ქუაბი თვისი შემდეგ აღშენებისა მონასტრისა, არამედ იმყოფებოდა მას შინა აღსასრულამდე თვისსა."

კეთილად მოღვაწების შემდგომ, ნეტარი თადეოზ, მშვიდობით აღესრულა. მისი გვამი "დაიდვა ეკლესიასა შინა მის მონასტრისასა."

აღსრულების შემდგომაც არ შეწყვეტილა სასწაულმოქმედებანი, ქმნილნი წმიდა მამის მიერ. "უფალმა ადიდა მოღუაწე თვისი, მრავალნი სასწაულნი იქმნებოდეს საფლავისაგან მისისა, ვითარ ცხოვრებასა შინა მისსა." წმ. შიოს მსგავსად, ნეტარი თადეოზის სხეულის წმიდა ნაწილები ყოველწლიურად "აღმოვიდოდნენ საფლავითგან ეკლესიისა მას შინა."

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587314 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ