მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:06 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
არწივი
"როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე" -
ნეტარი ავგუსტინე





Untitled Document

ზენონ იყალთოელი

"ნაცულად ტკივილთა და ღუაწლთა, რომელნი მოითმინნეს საწუთროსა ამას შინა ცხოვრებასა, ბრწყინუალენი ნიჭნი და სიმდიდრენი უხრწნელთა შვებათანი მოენიჭეს მათ ზეცისა სავანეთა და ფუფუნებათა შინა მკვიდრ ქმნილთა" - ეს ხოტბა წმიდა მოღვაწეთა მიმართ ითქვა, რომელთაგან ერთი ზენონ იყალთოელია. ისიც სხვათა მზგავსად, ანტიოქიელი ბერი იყო, რომელიც უფლის ნებამ იოანეს თანამგზავრად აქცია.

მისი ცხოვრებისა და ქრისტიანული ღვაწლის ამსახველი ხელნაწერები აღარ არსებობს. უცნობია ამ წმიდა მამის სასწაულმოქმედებანიც.

იოანეს მიერ, ზედაზენის მთიდან მოწაფეთა განტევების შემგომ წმ. ზენონმა კახეთს მიაშურა საქადაგებლად - "წარვიდა ადგილად, სადაცა იგი წარუძღუა მას სულიწმიდა." იგი მარხვითა და ლოცვით მსახურებდა ღმერთს და მრავალი სული მოაქცია ცდომილების გზიდან. "შემდეგ მოციქულებრივსა მოღუაწებისასა მთათა შინა ზემო კახეთისასა აღაშენა მონასტერი თვისი იყალთოს, ეკლესიითურთ", სადაც აღსრულების შემდგომ "დაიდვა მრავალმოღვაწე გუამი მისი - სავსე სასწაულითა."

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117091 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ