მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2018  17:24 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
მუდარა
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document

მიქაელ ულუმბოელი

იგი იყო ერთი ცამეტთაგანი, "რომელთა განაკვირვნეს ყოველნი ქართველნი." ანტიოქიელი მოღვაწე წმ. მიქაელ ულუმბოელი, ნეტარ იოანე ზედაზნელის რჩეულთა შორის აღმოჩნდა. მასზე, სხვა ასურელ მამათა მზგავსად "დაიწერა ცხოვრება და სასწაულნი მათნი დაიხსნეს ეკლესიათა შინა ქართლისათა." არ შემორჩენილა მისი სასწაულმოქმედი მოღვაწეობის შემცველი მასალები. ასწლეულთა მანძილზე, უსჯულოთა შემოსევებმა მრავალი წმიდა სავანე შემუსრა. ასეთ ძნელბედობის ჟამს უნდა შეეწირა მიქაელ ულუმბოელის ცხოვრების ამსახველი წერილობითი წყაროებიც."

წმიდა მამა მიქაელ, დაუძინებელი მუშეკი და დიდებული მოღუაწე ყანისა ქრისტესისა," შემდგომად მოძღვრისა მიერ, ზედაზენის მთიდან, მოწაფეთა განტევებისა, გაემართა ზემო ქართლისა და ოსეთისაკენ. ნეტარი მიქაელიც, სხვა ათორმეტთა მსგავსად, უფალმა "მან თავადმან აღავსო სულითა წმიდითა და მანვე თავადმან შეამკუნა ნიშთა და სასწაულთა მიერ." იგი იყო მოწყალე და კაცთმოყვარე, უცხოთა შემწყნარებელი და დავრდომილთა მფარველი. ძნათა მსგავსად ". . . კეთროვანთა განსწმედდა, ეშმაკთა განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა."

ნეტარმა მამამ "აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალის წყალსა ზედა." იქ დამკვიდრდა, მარხვა-ლოცვით განვლო ამქვეყნიური ცხოვრება და აღესრულა. მის მიერ დაარსებულ მონასტერში "დაიდვა მრავალ მოღუაწე გუამი მისი."

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14808710 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ