მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ნიკოლოზ ბარათაშვილი
*** ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





Untitled Document

სტეფანე ხირსელი

ნეტარი სტეფანე იყო ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. მისი ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმიდა მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და ბუნებრივია, ანგელოზის მიერ არჩეული ერთ-ერთი ქარტიის მფლობელიც.

წმ. სტეფანე ღვთის მორჩილებითა და დიდი სიხარულით გამოემგზავრა ახალმოქცეულ ივერიაში.

ზედაზენის მთაზე დავანებულ მოწაფეებს იოანემ "მიუმცნო მცნება და სწავლა, რომლითა განამტკიცა იგინი" და განუტევა საქადაგებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს. "ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღუთისათა."

წმ. სტეფანემ "აღაშენა სამყოფელი თვისი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა." ხირსა ქიზიყის მხარეშია. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსელის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა აღარ არსებობს, უდაოა, რომ მან "ურიცხვნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არიან სასწაულნი" ქმნილნი ასურელ მამათა მიერ. "შემდეგ მრავალს მოღუაწებისა ქვემო კახეთს", ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აშენებულ მონასტერში "დაიდვა წმიდა გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა."

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 15388072 სტუმარმა

საიტი დამზადებულია 2006 წელს