მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
24 ივნისი 2018  02:05 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
"თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." -
ამბა ევაგრე





Untitled Document

ისიდორე სამთავნელი

ღმერთმა ყოვლისშემძლემ, დიადმა და ძლიერმა "გამოირჩივნა ესე ათორმეტნი სიმრავლისა მისგან მუნ შეკრებულთასა." ნეტარი ისიდორე რჩეულთა შორის აღმოჩნდა. სულიერ ძმებთან ერთად ისიც "ჩუენდა მომართ წარმოვლინნეს მეუფისა მიერ."

მათ, ცამეტმა კეთილმოწამემ "განანათლეს ქუეყანა ესე ჩუენი, ეშმაკნი გახადნენ, სენნი თითოსახენნი კაცთაგან იოტნენ და ბრმანი განანათლეს."

წმიდა მამა ისიდორემ, ". . . შემდეგ მრავლისა მოღუაწებისა, აღაშენა მონასტერი თვისი ქართლს, მოახლო სოფლისა ჭალისა, ეკლესითურთ ხატისა მის ხელთუქმნელისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა" დაემკვიდრა ნეტარი ისიდორე წმიდა სავანეში, მარტვილობდა, უნუგეშოთ ნუგეშინისცემდა, ურწმუნოთ მოაქცევდა, "რამეთუ ქართული ახალნერგ იყო და ურწმუნო იყვნეს მრავალნი."

მისი მეოხებით აგებული წმიდა ეკლესია, გ. საბინინის სიტყვით "აქამომდე განაკვირვებს ყოველთა."

ქართულ მატეანეს არ შემოუნახავს ისიდორე სამთავნელის სასწაულმოქმედი ღვაწლის ამსახველი ცნობები. ცხადია ისიც თორმეტთა მსგავსად ასურელია, "ქუეყანისაგან შუამდინარით," მოღვაწეობდა ანტიოქიის მახლობლად მონასტერში და იყო იოანე ზედაზნელის მოწაფე. ეს წმიდა მამა, სამთავისის არქიტექტურული ანსამბლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელია. აქვე აღესრულა და "დაიდვა მრავალ მოღვაწე გუამი მისი."

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14312680 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ