მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:30 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
''ატმის რტოო, დაღალულო რტოო, ''
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document



რა ხდებოდა ბრწყინვალე ორშაბათს ძველად საქართველოში


გარეგნობა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მომლოცველობითი რიტუალია, რომელიც უძველესი დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს. მორწმუნენი ამ დღეს მთელი საეკლესიო კრებულის წინამძღოლობით ლიტანიას (საზეიმო მსვლელობა ჯვრებით, ხატებით, ანთებული ლამპრებით, საეკლესიო გალობით) მართავდნენ "გარეგან ეკლესიისა" (ან მონასტრისა), ე.ი. ეკლესიის გარეთ. მომლოცველნი "ქრისტე აღდგას" გალობით შემოივლიდნენ ყველა სამლოცველოს, ეგუტერს, ნიშს, აგრეთვე იმ ადგილებს, სადაც აღმართული იყო ჯვარი, და იქ მყოფთ მიულოცავდნენ ქრისტეს აღდგომას: "ქრისტე აღდგა!" ისინიც მიუგებდნენ: "ჭეშმარიტად აღდგა". ეს რიტუალი აღწერილია გიორგი მთაწმინდელის "დიდ სვინანქარში" (XI ს.). ჯვარი, საგანგებო ნიშების გარდა, ქრისტიანთა საფლავებზეც გამოისახებოდა. ამიტომ გარეგნობის ლიტანიობის დროს "ქრისტე აღდგა" და სხვა სააღდგომო საგალობლები ქრისტიანთა საფლავებთანაც იგალობებოდა. ამით მომლოცველნი გარდაცვალებულ მოყვასთ ახარებდნენ "საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" ქრისტესს აღდგომას. გარეგნობის წესი და მასთან დაკავშირებული სააღდგომო გალობა საფლავებთან - ქართველმა მორწმუნეებმა დღემდე შემოინახეს. მაგრამ ზოგჯერ ამ რიტუალს "საფლავთა კურთხევასა" და "მიცვალებულთა მოხსენებას" უწოდებენ. ეს ტერმინოლოგიური შეცდომაა, რადგანაც მიცვალებულთა ხსენება, ტიპიკონის განჩინებით, ბრწყინვალე შვიდეულში აკრძალულია. თერმინოლოგიურმა შეცდომამ, შედეგად ის გამოიღო, რომ ზოგიერთ კრებულში ბრწყინვალე ორშაბათს საფლავებზე გასვლის აკრძალვა დაიწყეს. ასეთი გადაწყვეტილება, რასაკვირველია, მართებული არაა, რადგანაც საფლავებზე გასვლა და იქ აღსრულებული სააღდგომო გალობა - უძველესი საეკლესიო ჩვეულებაა, და მისი აღმოფხვრა სასურველი არ არის. გარეგნობის რიტუალი უნდა შენარჩუნდეს; თუმცა იგი მიცვალებულთა ხსენებად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ აღდგომის მომლოცველობად.

საქართველოს ეკლესიის კალენდარი;
2005 წ. გამომცემლობა "ნათლისმცემელი"

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120130 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ