მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


გალაკტიონ ტაბიძე
***(სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე...)
"ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი - არსად." -
წმიდა იოანე დამასკელი





Untitled Document

მოწამე აბო ტფილელი (+786)

ხსენება 8 (21) იანვარი

მოწამე აბო ტფილელი არაბეთში დაიბადა 750 წლის ახლო ხანებში, მისი მშობლები დახელოვნებული იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და წმინდა აბოც ამ ხელობას დაეუფლა. "იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა".

ამ დროს არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და  ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ქართველთა განადგურებისა და გადაგვარების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს.

766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისთავს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირა, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისთავს. მიუხედავად ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო.  შემდგომმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: "მეშინის მე შენთუის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომა შენი   წარწყმიდო”, — უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაiთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობა ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”, — უპასუხა ნეტარმა. სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში.  ძვ