მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
16 დეკემბერი 2017  21:31 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
შემოღამება მთაწმინდაზედ
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





Untitled Document

წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1927)

ხსენება 16 (29) მარტი

წმიდა ამბროსი აღმსარებელი  (ერისკაცობაში - ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს, მარტვილის რაიონში. პირველდაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1885 წელს. ბესარიონი დაოჯახდა და სოხუმის ეპარქიაში დაიწყო მოღვაწეობა, იგი დიაკვნად აკურთხა სოხუმის ეპისკოპოსმა. სიწმიდითა და განათლებით გამორჩეულ დიაკონ ბესარიონს მალე მღვდლად დაასხეს ხელი. ის რვა წელი მოძღვრობდა სოხუმში, სკოლებში ასწავლიდა ქართულ ენას, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებებს; 1896 წელს გარდაეცვალა მეუღლე და მარტომ იტვირთა შვილების აღზრდა. 1897 წელს ბესარიონმა სწავლა დაიწყო შევიდა ყაზანიì სასულიერო აკადემიაში.

ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. ყაზანში მყოფი, თვალ-ყურს ადევნებდა საქართველოს ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას, ქართველთა ბრძოლას ეროვნული თვითგამორკვევისათვის; ჩვენი ისტორიის პირველწყაროებზე მუშაობდა და მომზადებული ჰქონდა რამდენიმე ისტორიული თუ სხვა ხასიათის ნარკვევი. Mმისმა საკანდიდატო დისერტაციამ "ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში" ისეთი ყურადღება დაიმსახურა, რომ პროფესორს უთხოვია, შეევსო ზოგიერთი თავი და წარედგინა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მამა ბესარიონი 1901 წელს სწავლა დაამთავრა, იმავე წელს მონაზვნად აღიკვეცა და უწოდეს სახელად ამბროსი.

სამშობლოში დაბრუნებული ღირსი მამა, ერის სხვა საუკეთესო შვილებთან ერთად დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ამის გამო 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს. სამშობლში კვლავ დაბრუნების შემდეგ ჭელიშის  მონასტრის წინამძღვრობა დაევალა.

ჭელიშის მონასტერი თავის დროზე მთელი რაჭის საღმრთო სწავლა-განათლების კერა იყო, მაგრამ გავიდა ჟამი და მონასტერს შემოაკლდა მოწაფეები, შემდეგ კი თანდათან გაუდაბურდა. Mმამა ამბროსიმ იმერეთის ეპისკოპოსის, ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით მონასტერში დაიწყო სემინარიელების მომზადება. ისწავლებოდა გალობა, საღმრთო წერილის კითხვა. მამა ამბროსიმ ბევრი იღვაწა ოდესღაც უმდიდრესი Qჭელიშური ხელნაწერების მოსაძიებლად და აღსადგენად. Eერთხელ ეკლესიის ეზოში არგნით გამოსული წინამძღვრის ყურადღება მიიპყრო ყრუ ხმამ, რომელიც მიწის სიღრმიდან ამოდიოდა, გაათხრევინა ის ადგილი და უძველესი სახარება აღმოაჩინა. Dშემდგომ მუშაობდა თბილისში, სინოდალური კანტორის წევრად, მოკლე ხანში კი ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი გახდა.   

1908 წელს მამა ამბროსის საშინელი ცილი დასწამეს: ბრალად დასდეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთში გადაასახლეს. გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ გაატარა. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელსყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ბოლოს, 1917 წელს, წმიდა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში და კვლავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა.
1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა.

1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა საეკლესიო  კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან  სიონის ტაძარში ღმრთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ამბროსი  ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი აფხაზეთის მიტროპოლიტად გაამწესეს.

1921 წელს იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს კვლავ დაედგა მძიმე მონობის უღელი. საბჭოთა ხელისუფლებამ  ცეცხლითა და მახვილით მოედო ეკლესიებს, დაანგრია და გააუქმა 1200 ტაძარი, დაატუსაღა და დახვრიტა მრავალი სასულიერო მოღვაწე.

ერის სულიერმა მამამ და მწყემსმა 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციის  წარმომადგენლებს გაუგზავნა მემორანდუმი, რომლის თითოეული სიტყვა  სამშობლოს სიყვარულითა და ჭირისუფლობით არის განმსჭვალული, მასში წინასწარმეტყველურად არის დანახული ქრისტიანული სათნოების გარეშე დარჩენილი ერისა და სახელმწიფოს ბედი, მისი უნუგეშო მომავალი.
გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო.  მალე წმიდა ამბროსი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე პატრიარქთან ერთად საკათოლიკოსო საბჭოს წევრებიც განისჯებოდნენ. მათ ბრალად დასდეს გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, საქართველოს ეკლესია-მონასტრების საგანძურის გადამალვა, სამხედრო ტაძრის კომკავშირისათვის გადაცემისა და სატრაპეზოს დაშლის პროცედურაში საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.

სამსჯავროზე წმიდა ამბროსი თამამად ამხელდა მთავრობას ბოროტებაში, უსამართლობაში, მკრეხელობაში. ერთ-ერთ დაკითხვაზე პატრიარქმა თქვა: "სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზოგადო კანონებიდან".

სასამართლო პროცესის ბოლოს, მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვაში წმიდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა: "სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით". სასამართლომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით ამბროსის და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს სასჯელი მოუხსნეს, მაგრამ უკვე ხანში შესულ და ჯანგატეხილ ერის მამას დიდხანს აღარ უცოცხლია: იგი სამი წლის შემდეგ, 1927 წელს გარდაიცვალა.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12583027 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ