მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:14 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ავტოპორტრეტი
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document

მოწამე მეფე აშოტ დიდი კურაპალატი (+829)

ხსენება 29 (11.02) იანვარი

წმიდა მეფე აშოტ კურაპალატი  ქართლის ერისმთავარის ადარნერსეს ძე იყო.  786 წელს როდესაც აშოტი ქართლის ერისმთავარი გახდა, ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი – კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღმრთის ნებით იქცა სამკვიდრებლად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა. ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. "თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თუინიერ ალი შუაბის ძისა", ქართლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის "სახლად იყო ტფილისი და ბარდავი". ამასობაში ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, "განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღდგომა მათდა აშოტ და ილტოდა მათგან". თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტმა გადაწყვიტა, საბერძნეთში გახიზნულიყო  ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად.

ჯავახეთს  მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირეîიცხოვანი მხედრობა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ "შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი". ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღმრთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა.

ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და "მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ". სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით და სიყვარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, "რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანასანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოერნი აღაშენა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა".

აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. "მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა".

კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელისა და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, ïაშენდა ეკლესია-მონასტრები, ÷ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს ხვალინდელ დღეს ჭედდნენ. საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი მეფე აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი პატივით ისტუმრა  სასახლეში მამა გრიგოლი, "ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი". ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: "არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე".

აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადïú შეეწია. "შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა". მეფის შვილებმაც _ ადარნერსემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა გასაშენებლად.

ბრძოლათა შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ერთხელ სიძვის ეშმაკი შეუჩნდა ზნეკეთილ მეფეს, "გარდარეული სიყóარულით" შეუყვარდა ვიღაც დიაცი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღმრთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო "საქმე იგი სულისა გამხრწნელი", "შეწუხდა ფრიად", ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, "რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა". ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ წმიდა àებრონიას მიჰგვარა. მეფემ დედა àებრონიას ქალის გაშვება სთხოვა, რაზეც დედა àებრონიამ მკაცრი უარი უთხრა. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა "სულით ძლიერი" დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: "ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს". ღვთისმოშიშ მეფეს, "მამხილებელად აქუნდა თუისი გონება" და, როცა ცოდვა განეშორა, აშოტმა სულით გაიხარა და აქებდა "წმიდათა მას მძლავრებასა",  "სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გუირგუიინოსან-მყოფელთა".

ღმრთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ემზადებოდა, მაგრამ "მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი". აშოტ მეფე საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლნი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, "დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი". ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და "იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თუისი". საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე "მახუილითა საკურთხეველსა ზედა". "დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისò დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს",  — წერს სუმბაü დავითის ძე თავის წიგნში "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა".

ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, "კეთილად მორწმუნე, რომლისï გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობა მისი და შვილთა მისთა".

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სისხლი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ "მოიკლა მათი უფალი აშოტი", დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.

წმიდა აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ  პეტრე და პავლე მოციქულთა  ეკლესიაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581237 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ