მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  23:50 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სიცოცხლემ შხამი მასმია
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document


ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (წერეთელი) (+1820)

5 (18) მარტი

ღირსი დოსითეოს ქუთათელი,  (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) XVIII ს-ის 50-იან წლებში დაიბადა იმერეთში, საჩხერეში. იგი იმერეთის სამეფო კარზე ცნობილი თავადური გვარის წარმომავალი გახლდათ, მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი _ მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა II წერეთელი XVIII ს. 20-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა _ ნიკოლოზ წერეთელი სოლომონ I-ის (1752-1584) მეაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოსს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლია-ნობისა და სიმტკიცისათვის.

იმ დროს არსებული ტრადიციის მიხედვით ქართველი თავადი-შვილები ერთდროულად ღებულობდნენ საერო და სასულიერო განათ-ლებას. ყველა ოჯახს მჭიდრო კავშირი ქონდათ მონასტრებთან და იქ მოღვაწე მამების მეშვეობით იზრდებოდნენ ბავშვები ჭეშმარიტ ქრისტიანებად. წმიდა დოსითეოსმა მონოზვნობა აირჩია, მონასტერში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული  წმიდა დოსითეოსი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვლემთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინვა ეკლესიისა და ერისათვის თავდა-დებული მოღვაწე, იგი დაუცხორმელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

წმიდა დოსითეოსი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსო და საეპარქიო მეურნეობების საქმიანობას, ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პორცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსითეოსს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწ-ყვეტაშიც. 1883 წესლ გიორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. წმიდა დოსითეოს ქუთათელისა და წმიდა ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ერეკლე II-ს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.

1795 წლიდან დოსითეოსი დასავლეთ საქართველოს საკათალი-კოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლე II-ის მეუღლე დარეჯანი წმიდა დოსითეოსისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: "დოსითეოსს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...", არსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ "`ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ". მაგრამ დოსითეოსი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს, მხოლოდ საკათოლიკოზოს გამგებლად იხსენიებს. 1811 წელს რუსეთის მთავრობამ ყოველგვარი საეკლესიო და საერო კანონების დარღვევით გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს (გარდაიცვალა 1827 წელს. ნოვგოროდში).

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმა-მაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი.

1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღელვარება არ მოჰყოლოდა შეიპრეს  დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. (ხს. 21 (4.05) აპრილს. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ-ერთი ღვთისმოყვარე დედაკაცს მათთვის წყალი მოუწოდებია დასალევად, წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენია ცემისცან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოსი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.

2005 წელის 27 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ეკლესიისა და ქვეყნისთვის ნატანჯი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი წმიდათა დასში იქნა შერაცხილი ღირსი დოსითეოს ქუთათელის სახელით.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10118622 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ