მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
დაგვიანებული პასუხი აკაკის
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





Untitled Document

ღირსი ეფრემ მცირე, ფილოსოფოსი (+1101)

ხსენება 18 (31) იანვარი

ღირსი ეფრემ მცირე,  დაიბადა, 1025 წლის ახლო ხანებში, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ იგი გვარად კარიჭისძე იყო, ტაოელი დიდგვაროვნის ვაჩეს შვილი.

1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან აყრის მიზეზი იყო საქართველოსა და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი "ზემო ქვეყანათა", ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა.
აზნაურთა შორის იყვნენ "ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოზი იოანე". მკვლევრები მიიჩნევენ,  რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩე კარიჭისძისა. ეფრემმა კონსტანტინეპოლში მიიღო ბერძნული განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდგომ ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.

შავ მთაზე მისული ეფრემი თავდაპირველად იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის "მოსახსენებელში" ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა "ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მიტუირთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებათა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძულისაცა წიგნთა კითხვის სწავლა იღუაწა ჩემთუის ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმიდისა სვიმეონ საკუირველთმოქმედისა". როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. საკმაოდ დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: "ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა". გაბრიელ მღვდელი არჩევდა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად. ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენიე