მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
25 სექტემბერი 2018  06:55 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
თბილისის ღამე
შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას. -





Untitled Document

წმიდათა შორის მამაი ჩვენი გიორგი მაწყვერელი(IX-X)

 

წმიდა გიორგი აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც მის ლიტერატურულ მემკვედრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახეს გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა. გიორგი მერჩულე “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” წერს: “ ვჰგონებდ ცხოვრებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა”, შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ  ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას. მათ შორის ასახელებს გიორგი მაწყვერელს.
ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, “აღმოცენდა ხევისაგან შურტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღვთისმოშიშთა, ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას”.
უმთავრესი ცნობები ღირსი  სერაპიონ ზარზმელის შესახებ ბასილისათვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს. გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა სერაპიონ ზარზმელთან, დასწრებია მის დასაფლავებას და დიდად შეუწყვია ხელი მისი ცხოვრების დაწერისთვისაც.

რირსმა გიორგიმ აწყურია კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათა კვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა “ხელთიდვა განგებაი სამცხისაი და დააწყნარა ყოველნი საბრძანებელი თვისი, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი”. ღირსი გიორგი მაწყვერელი გარდაიცვალა X ს-ის პირველ მეოთხედში.

.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14688738 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ