მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 ოქტომბერი 2017  05:56 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ვარსკვლავი
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document

ღირსი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XIII)

ხსენება 10 (23) თებერვალი

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი.

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის  "დიდებითა, სიმხნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა _ მითხრობა".  იოანეს განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიუღია. აქ უთარგმნია რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება:

1) "თარგმანება ეკლესიასტისა" მიტროფანე სმირნელისა; 
2) "თარგმანება ეკლესიასტისა" ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა;
3) "თარგმანება მარკოზის სახარებისა" თეოფილაქტე ბულგარელისა; 
4) მისივე "თარგმანება ლუკას სახარებისა".

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის.

ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვარის მონასტერში. XVIII ს-ის ცნობილი მოღვაწე, ტიმოთე (გაბაშვილი) თავის "მიმოსვლაში" აღწერს ჯვარის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას - იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.

მოსე ჯანაშვილი "საქართველოს ეკლესიის ისტორიაში" აღნიშნავს, რომ ჭიმჭიმელს კახეთში ქალაქ გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12153069 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ