მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:18 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
მერანი
"როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე" -
ნეტარი ავგუსტინე





Untitled Document

ღირსი იოვანე მანგლელი (+1751)

28 (10.04) მარტი

ღირსი იოვანე მანგლელი (იოსებ სააკაძე) დაიბადა 1668 წელს. იგი ბავშვობიდანვე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, აქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისაგან სათნოებით გამორჩეული იოვანე მალე მღდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად. ოსმალებისაგან მანგლისის კათედრის დანგრევის შემდეგ იოვანე ხირსის მონასტერში გადავიდა სამოღვაწეოდ და ქადაგებდა მთიულეთში და კახეთში. 1724 წელს წმიდა იოვანე დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო. მას თან ახლდა თერთმეტი სასულიერო პირი. წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით იოვანემ მალე  მიიპყრო ლეკების ყურადღება. არც მთავრობას დარჩენია შეუმჩნევლად მისი მოციქულებრივი საქმიანობა. ამ დროს ვახტანგ VI და პეტრე დიდს მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან კასპიისპირეთის საქმეებზე. ორივე მალე მიხვდა იოვანეს ღვაწლის მნიშვნელობას და დიდი ნივთიერი შემწეობა გაუწია მას. წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო.

1737 წელს იოვანემ თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა. აქ მან ააგო წმიდა იოვანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსთა მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოვანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა. ასტრახანში იოვანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; აქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად. იოვანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს ოთხმოცდახუთი წლის ასაკში დაკრძალეს თავისსავე აგებულ მონასტერში დაიკრძალა. შემდგომ, თეიმურაზ მეფის ბრძანებით, წმიდა იოვანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და სიონის ტაძარში, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ დაკრძალეს.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581260 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ