მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  23:49 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სიცოცხლემ შხამი მასმია
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document

ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (+1110)

3(16) იანვარი

ღირსი იოვანე ჭყონდიდელი დაიბადა მეათე საუკუნის პირველ ნახევარში. მის შესახებ ცნობები გვხვდება გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებაში: "ცხორებაი გიორგი მთაწმიდელისა",  როგორც ჩანს  წმიდა იოვანე დაწინაურებულ ქართველ თავადიშვილთა  გვარიდან იყო. იგი მისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ღმრთისმეტყველი და უდიდესი პატრიოტია.

1050 წელს წმიდა იოვანე ჯერ კიდევ ერის-კაცობაში თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა მეფე ბაგრატ IV-ს (+1072) და დედოფალ მარიამს კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის, კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ წმიდა გიორგი მთაწმიდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოვანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს.

1054 წელს იოვანე ჯერ კიდევ ერისკაცია და აქტიურად მონაწილეობს საერო და სასულიერო ცხოვრებაში.  1059 წელს წმიდა იოვანემ მეფე ბაგრატ IV-ის დავალებით ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმიდელი, რომლის ინიციატივითაც იოვანეს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.1061-65 წლიდან იოვანე მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებს იმ დროისათვის უკვე საკმაოდ დაწინაურებულ ჭყონდიდის კათედრას. იგი აქტიურად ამოუდგა მხარში გიორგი მთაწმიდელს საქართველოში იმ დროისათვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. 1065 წელს წმიდა იოვანე მის ძმასთან და ბედიელ მთავარეპისკოპოს იოვანესთან ერთად თან ახლავს მართა უფლისწულს კონსტანტინეპოლში. ამის შემდეგ 1066-67 წლებში წმიდანი კიდევ მიდის კონსტანტინეპოლში ბიზანტიის იმპერატორთან, როგორც ბაგრატ მეფის უერთგულესი მოციქული და საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მღდელმთავარი. ამ ელჩობის დროს იოვანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცეს-მონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. გიორგი ხუცეს-მონაზონი წმიდა იოვანეს მისი თხზულების ერთ-ერთ შემკვეთად ასახელებს: "ღმრთისმოყვარისაცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა... დიდად იძულებულ იქნა უღირსებაი ჩუენი... რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამისა ჩუენისაი (გიორგი მთაწმინდელისა) უნაკლოდ მიუთხრა".  1085 წელს წმიდა იოვანე სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოებული. წმიდა გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი სივნანქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით დაახ. 110 წლის 3 იანვარს "გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოვანე ჭყონდიდელი".

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10118620 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ