მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  23:46 ქართული შრიფტი


საიათნოვა
მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო
"ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი - არსად." -
წმიდა იოანე დამასკელი





Untitled Document

ღირსი იოვანე ხახულელი
(ოქროპირად წოდებული) (X-XI)

10 (23) მარტი

ღირსი იოვანე ხახულელი დაიბადა 980 წლის ახლო ხანებში.   როგორც ჩანს იოვანე ქართველ დიდგვაროვანთა წრიდან იყო და საკმაოდ საფუძვლიანი განათლება მიუღია ბავშვობიდანვე. მისი ოჯახი საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის კარზე საკმაოდ დაახლოებული და პატივდებული ყოფილა.

წმიდა იოვანე მონაზვნად აღკვეცილა, მისი სულიერი მოძღვარი ყოფილა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ღირსი იოვანე გრძელის-ძე. სიწმიდითა და განათლებით გამორჩეული მოღვაწისათვის მალევე დაუსხამთ ხელნი მღდელმონაზვნად და მონასტრის წინამძღვრობა ჩაუბარებიათ.
ქართლის კათოლიკოსის კურთხევითა და მეფე ბაგრატ III-ის თხოვნით მღდელმონაზონ იოვანეს ეპისკოპოსობის მძიმე და საპატიო ჯვარი აუღია და ხახულის საეპისკოპოსო კათედრა ჩაუბარებია სამწყსოდ, თუმცა მისი სული უფრო განდეგილი მოღვაწეობისკენ იყო მიდრეკილი.
წმიდა იოვანე მისი დროის ცნობილი სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას როგორც მჭერმეტყველ მქადაგებელს, "ოქროპირი" უწოდეს.

დაახლოებით 1019 წელს იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია: "ლოცვა ყავთ ნეტარისა ბერისა იოვანე გრძელიძისა და სულიერი შვილისა მისისა იოვანე ოქროპირისთვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა". ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმიდა ექვთიმე ათონელს და გულითად მეგობრობას უწევდა მას. "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან" ჩანს, რომ ღირსი  იოვანე ხახულელი ათონზევე აღსრულებულა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10118618 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ