მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
20 ოქტომბერი 2017  11:33 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
ანდერძი
"შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". -





Untitled Document

წმიდანი ლაზი მოწამენი სარწმუნოებისა და
საქართველოსთვის დუდიკვათსა და პაპათას
მოწყვეტილნი (XVII-XVIII)

29(12.05) აპრილი

ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. ანდრია მოციქულმა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქართველი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.


ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) ოსმალები მთელი სამი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. თავის მხრივ რომმა გააძლიერა ამ მხარეში მისიონერების მოღვაწეობა. ამ ორ ცეცხლს შუა მომწყვდეული ლაზები მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგმა კათოლიკებსა და მონოფიზიტებს "`შეაფარეს" თავი, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შემდგომში მთლიანად დაკარგა სამრწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერება. ძალად გამუსლუმანებულმა ქართველებმა  შეინარჩუნეს ენა, ეროვნულ-კულტურული ტრადიციების ნაწილი, ხსოვნა მათი წინაპრების ქრისტიანობის შესახებ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა თურქეთში მცხოვრებ ლაზებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შორის შეხვედრებისა და ურთიერთობების ტრადიციას. ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ საქართველოში მაცხოვრებელი ლაზები. მათ წარუდგინეს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს მასალები XVII-XVIII სს-ში სარწმუნოებისა და საქართველოსთვის ათასობით ლაზის, მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1600-1602 წლებში მომხდარი ორი მოვლენა: უსჯულოთა მიერ ლაზების ძალად გამუსლიმანების წინააღმდეგ აჯანყებული, ერთ-ერთ მთაზედ დაბანაკებული სამასი ლაზი მეომარი მტერმა შეიპყრო. ტყვეებს მტერმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და სხვადასხვა მიწიერი პატივი აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნევით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს.  სამასივე მეომარს მოჰკვეთეს თავი და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს დუდუკვეთა (თავისკვეთა) უწოდეს.  დუდუკვეთა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც.


ანალოგიურად აღესრულნენ  მეორე მთაზე მდებარე მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები. მათ  მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამ მთას ხალხმა პაპათას (სამღდელოთა) მთა უწოდა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12144151 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ