მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  23:46 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
ფიქრნი მტკვრის პირას
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





Untitled Document

წმიდა პროხორე ქართველი,
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი (მე-11 ს.)

წმიდა პროხორე ბავშვობიდან მონასტერში  აღიზარდა. იერუსალიმში იგი მღვდელ-მონაზვნის ხარისხით ჩავიდა და მრავალი წელი გაატარა წმიდა საბას ლავრაში, შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ბრძანებით, მან “იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯვარის მონასტერი”. გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი - დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისათვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა მე-4 საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისათვის. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალს აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც მე-7-11 საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ. მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფე ბაგრატ კურაპალატმა. ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც განუჩინა წესი და კანონი, მსგავსად საბაწმიდის ლავრისა.

წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისაგან სხეული მოუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ ყოველი სათნოებით შემკულმა სული უფალს შეავედრა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10118618 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ