მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
30 ოქტომბერი 2014  19:37 ქართული შრიფტი


გალაკტ?ონ ტაბ?ძე
''ატმ?ს რტოო, დაღალულო რტოო, ''
"როგორც ქარწაღებულ?ხომალდ? ქანაობს აქეთ-?ქ?თ ქარ?შხლ?ს ნებაზე, ასევე სულ?ც, რომელ?ც ღვთ?ს მადლს მოკლებულ?ა, მუდმ?ვად ცოდვ?საგან ?მართება, რომელ?ც მას ?ქ?თ კ? არ მ?აქანებს, სა?თაც თავად სურს, არამედ ?ქ?თ - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document

წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი (IV)

ხსენება 15 (28) იანვარი

წმიდა სალომე უჯარმელი სომეხთა მეფის თრდატის ასული იყო. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური მოსაზრებით "დაამოყურნა თრდატ და მირიან, და ამზახნა ურთიერთას, რამეთუ მისცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისასა ცოლად, რომელსა ერქვა რევ". მირიანმა რევს და სალომეს "მისცა საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას... და ცხონდებოდნენ ისინი უჯარმას.

"მას ჟამსა მოსრულ იყო წმიდა და ნეტარი დედა და ემბაზი ჩუენი ნინო" რომლის მოღვაწეობით მირიან მეფემ მიიღო ქრისტიანობა.

წმიდა სალომემ სიხარულით შეიწყნარა ქრისტეს სჯული და ყოველმხრივ ცდილობდა შეწეოდა წმიდა ნინოს მის მოციქულთასწორებრივ მოღვაწეობაში.

ზეგარდამო გამოცხადებითა და წმიდა ნინოს ლოცვით მცხეთის სასწაულმოქმედი სამი ჯვარიდან ერთი მიეცა "სალომეს მხევალსა ქრისტესსა" რათა "აღმართოს უჯარმას ქალაქსა".

როდესაც სალომემ წმიდა ნინოს დასნეულების შესახებ შეიტყო, იგი სასწრაფოდ წავიდა ბოდბეში მოციქულთასწორის სანახავად, და თან მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას აცნობა ყოველი.

სალომე სხვა დედოფლებთან ერთად გვერდიდან არ შორდებოდა წმიდა ნინოს, სარწმუნოებით "ემთხუეოდა ფესუსა სამოსლისა მისისასა", ცხარედ ტიროდა "განშორებისათვის მოძღურისა მათისა და მოღუაწებისა".

დედოფლებს შორის იყო, ქართლის ერისმთავრის მეუღლე წმიდა პეროჟავრა სივნიელი. მათ თხოვეს წმიდა ნინოს მოეთხრო მისი ცხოვრების შესახებ, "და იწყო სიტყუად წმიდა ნინო, ხოლო იგინი წერდეს" და ამ წერილშია დაცული სულიერი სახე ამ ორი წმიდა დედოფლისა რომელსაც ასე მიმართავს წმიდა ნინო: "ასულნო სარწმუნოებისანი, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა... რათა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნოებად თქუენი, და შეწყნარებაი ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვიან".

წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაიწერეს პირველად წმიდა ნინოს ცხოვრება, მათ მიაბარეს ბოდბის მიწას წმიდანი და მხნედ გააგრძელეს მოციქულთასწორის მიერ კურთხეული წმიდა საქმე _ იბერიის ერთიან სახელმწიფოში, ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განმტკიცება.

სალომე უჯარმელის წერილობითი აღთქმა მეფე მირიანის მემკვიდრე მეფე ბაქარისადმი _ "ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობაი მეფობისა, მისი იყოის მეფობა, და არაოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისათა" _ საუკეთესოდ ადასტურებს წმიდა სალომეს ნამდვილ დედოფლურ ხედვასა და სარწმუნოებას.

წმიდა სალომე და პეროჟავრა მშვიდობით აღესრულენ IV-სს მეორე ნახევარში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge