მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:12 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
ჰე, ივერიავ!..
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





Untitled Document

თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX)

ხსენება 17 (1.03) თებერვალი

მღდელმოწამე თეოდორე დაიბადა აჭარაში 1775 წლის ახლო ხანებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმიდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსულმანებული ქართველი მოსახლეობის გარეგნული მუსულმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრების წესს. წმინდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპეზენტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ.   თეოდორე როდესაც წამოიზარდა უარი ეთქვა მუსულმანობაზე. და ფარულად მოინათლა, რაც იმ დროისათვის უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს და მონაზვნად  აღიკვეცა. თეოდორემ მისი ძმისშვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე თეოდორე ამ მონასტრის  პროიღუმენიც გამხდარა.

1822 წელს თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის მთაც. სწორედ ოსმალებს შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და ქრისტიანობის გამო მოუკლავთ, მოწამის გვამი კი ზღვაში გადაუგდიათ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581224 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ