მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
არაგვს
"ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება" -





Untitled Document

წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ III (+1308)

ხსენება 10 (23) დეკემბერი

წმიდა მეფე ვახტანგ III  მეფობდა 1302-1308 წლებში. წმიდანის მამის მეფე დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში იზრდებოდა. იგი 1302 წელს დაამტკიცა მონღოლთა ყაენმა საქართველოს მეფედ.

"ქართლის ცხოვრების" თანახმად: "დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველი საქართველო" და გაიხარა კიდეც ყოველმა ქართველმა, "რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთის მოშიშ, სამღდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდრო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა  კეთილითა სრულ და არავის მოშურნე".

ჟამთააღმწერლის ცნობით: "არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა, არცა შენება ყოვლადვე... ვიქმენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლებაი... ესოდენ განძვინდა შიმშილი, რომელ მძორსა არა-წმიდასა ურიდად ჭამდეს... ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთ ლეშვთა სწოვდიან... მოაოხრეს ქართლი უბოროტესად... და მიეცა ქუეყანა განსარყვნელად, ცოდვათა ჩუენთათვის".

მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა მეტ წილად საქართველოს გარეთ, მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში უხდებოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა ფიზიკური და სულიერი ძალმოსილება. მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი მორიგი ლაშქრობის დროს გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილეობდნენ, მონღოლები დამარცხდნენ, ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.

ლაშქრობიდან სამშობლოში მობრუნებულ ვახტანგ III-ს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ, აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე, მათი მოთხოვნით, ქართველებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა და მუსლუმანობა. "ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის, და რქუა სპათა თვისთა: "კაცნო, ძმ