მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:22 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
შემოღამება მთაწმინდაზედ
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document

წმიდა ზაბულონი

20 (2.06)

წმიდა ზაბულონი დაიბადა 280 წლის აზლო ხანებში, კაბადოკიის ქალაქ კოლსტრაში, როგორც ჩანს წმიდანის მშობლები ქრისტიანები იყვნენ და შვილიც ქრისტიანულად აღზარდეს. გადმოცემით ზაბულონის ოჯახი ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა წმიდა გოირგის ოჯახთან. წმიდა გიორგის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ `კაცი იგი მთავართა შესაბამი და მონა ღმრთისა ზაბულონ კაბადუკიიდან რომში წავიდა `წინაშე მეფისა მსახურებად და ნიჭისა მიღებად მისგან~. ზაბულონმა მეფის არმაიში დაიწყო სამსახური, ამ დროს რომი ბრძოლებს აწარმოებდა ბრანჯთა (ფრანგთა) ტომებთან. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა ზაბულონმა და `მისცა უფალმან ძალი ზაბულონს, ჭაბუკსა მის კაბადუკიელსა, უძლეველი, და ქმნა წინააღმდგომა, მტერთა მიმართ უზომოთა, და აოტნა ბრანჯნი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავანი მათნი, და მიიყვანა იგი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი შეშინებულმა ტყვეებმა, რომლებზეც როგორც ჩანს დიდი გავლენა იქონია ზაბულონის სარწმუნოებრივმა ქდაგებამ, ტირილით თხოვეს ზაბულონს: `მოგვეც პირველად სჯული თქვენი და შეგ¢ყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა~. ზაბულონმა მეფეს და პატრიარქს აუწყა ტყვეების უკანასკნელი სურვილი... ტყვეებს `მოსცეს ნათელი £ელსა ქუეშე ზაბილონისსა. და შეიყვანეს ტაძარსა შინა ღმრთისასა და აზიარნესს წმიდათა საიდუმლოთა.

მეორე დღეს სასიკვდილოდ გაიყვანეს ახლადნათელღებულნი, რომლებიც საღმრთო მადლით გამხნევებულნი უშიშრად ელოდნენ სიკვდილს. წმიდა ზაბილონმა კვლავ ითხოვა მეფისგან ტყვეების შეწყალება და `სამკვდროდ შეკაზმული~ ფრანგები მეფემ ზაბულონს უბოძა განთავისუფლებულმა ტყვეებმა ზაბულონს თოხვეს `რათა წარყვეს ქუეყანასა მათსა და მისცეს სჯული ქრისტესი, ნათლისღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა~. ზაბილონმა პატრიარქს თხოვა მღდელთა წაყვანა და მეფისაგანაც გამოითხოვა ნებართვა.

მეფისა და მთავრების უვნებლად უკან დაბრუნებით გახარებულმა ხალხმა სიხარულით შეიწყნარეს წმიდა ზაბულონი, ათმა საერისთაომ ქრისტიანობის მიღების სრუვილი გამოთქვა და მიიღეს ნათლობა. `და დასდებდა ზაბილონ £ელსა თ¢სსა ყოველსა მას ერსა ათი დღე დაჰყო ზაბილონმა ბრანჯთა ქვეყანაში `დაუტევნა მღდელნი და განაწესსა ყოველი წესი ქრისტიანისა~ ზაბილონი დიდძალი საგანძურით დაბრუნდა რომში, სადაც მას ბრწყინვალე საერო კარიერა და ფუფუნებით ცხოვრება ელოდებოდა, მაგრამ წმიდანმა გადაწყვიტა მთელი მისი საგანძური იერუსალიმში წაეღო `ადგილთა ღმრთისათა~ სამსხუერპლოდ. იერუსალიმში ზაბილონმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა. აქ ზაბულონი შეხვდა იერუსალიმის პატრიარქს იობენალს. იობენალი წარმოშიბით ზაბულონის ქალაქიდან იყო, რომელიც დაობლების შემდეგ მის დასთან სოსანასთან ერთად იერუსალიმში წავიდა საცხოვრებლად. `და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბულონ და პატრიარქი იგი.

პატრიარქ იობენალის მსახურმა სარა ნიფორმა პატრიარქს ურჩია: `ესე ზაბულონ, მამა და ებაზი ბრანჯთა, კაცი სრული ღმრთისმოშიშობითა და სიბრძნითა არს ყოვლადვე: მიეც უკუე და¡ შენი სოსანა ცოლად მისდა~, იობენალს მოეწონა სარას განზრახვა და `მისცა სოსანა ცოლდა ზაბულონს~, ბედნიერი ცოლ-ქმარი სამშობლოში, კაბადუკიის ქალაქ კოლასტრაში წავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მათ შეეძინათ ერთადერთი ასული _ ნინო `მოძღვარი ქართლისა~ როდესაც ნინო თორმეტი წლის გახდა, ზაბულონმა და სოსანამ ყველაფერი გაყიდეს, იერუსალიმში წავიდნენ, და მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგეს. ზაბულონმა პატრიარქისაგან კურთხევა მიიღო განდეგილ ცხოვრებაზე, გამოემშვიდობა მეუღლეს `და შეიტკბო მკერდსა თუისა ასული თუისი წმიდა ესე ნინო, და დაყარნა, ვითარცა წყარონი, ცრემლნი თუალთაგან პირსა მისსა და ჰრქუა: `შენ მხოლო ასულო ჩემო ესერა დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ შენ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა, რამეთუ იგი არს მამა  ობოლთ და მსაჯული ქურივთა. ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე ქრისტეს სიყუარულისათ¢ს და დათა მათ ლაზარესთა და უკუეთუ შენ ეგრეთ შეიყვარო იგი, ვითარცა მათ შეიყვარეს, მან ეგრეთვე მოგცეს შენ ყოველივე, რაცა ითხოვო მისგან~. ხოლო ესე რა თქვა, დაუტევა ამბორს-ყოფა საუკუნო და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთ, სადა იგი ყოფა მისი უწყის ღმერთმან, ყოვლისა მეცნიერად დამბადებელმან.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581299 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ