მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  23:47 ქართული შრიფტი


ლევან ვასაძე
შეხვედრა კონსტანტინეპოლთან
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document

ღირსი ზოსიმე II ეპისკოპოსი კუმურდოელი (XVI)

ხსენება 1 (14) მარტი

ღირსი ზოსიმე კუმურდოელი დაიბადა 1885 წლის ახლო ხანებში. ქართველ დიდგვაროვანთა ოჯახში. მისი საერო სახელი იყო ზებედე, იგი ქართლის მეფე გიორგი VIII–ის (+1466) ასულმა ქეთევანმა აღზარდა და შესაბამისი განათლებაც მიაღებინა.

ზებედე 1515 წელს მონაზვნად აღკვეცილა და მისთვის ზოსიმე დაურქმევიათ. ამავე წელს ვარაუდობენ მის ეპისკოპოსად ხელდასხმასაც. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს კუმურდოს ტაძრის მინაშენზე არსებული წარწერა: "ზოსიმე კუმურდოელსა შეუნდოს ღმერთმან ამინ". წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელთანაა დაკავშირებული ხელნაწერთა კრებული (A1737)  რომელიც შეიცავს ლოცვებს, ჰომელიებსა და სხვადასხვა საკითხავებს. ხელნაწერს თან ერთვის წმიდანის ორი ანდერძი.

ეპარქიაში სამღდელმთავრო, საგანმანათლებლო, და აღმშენებლობითი მოღვაწეობის გარდა აღსანიშნავია წმიდა ზოსიმეს უდიდესის ღვაწლი იერუსალიმის წმიდა მიწაზე. როგორც ცნობილია, XV–XVI–სს მიჯნაზე განსაკუთრებულად იყო გამწვავებული ბრძოლა გოლგოთის გარშემო, ისტორია მოგვითხრობს თუ რა დიდი ჯაფა გადახდათ ქართველებს იერუსალიმის წმიდა მიწაზე მოპოვებული უფლებების დასაცავად. სწორედ ამ დროს ჩასულა იერუსალიმში წმიდა ზოსიმე და თავისი წვლილი შეუტანია კათოლიკებისაგან გოლგოთის გამოხსნის საქმეში, რის გამოც მის სახელზე ორი სამუდამო კანდელი დაუკიდიათ გოლგოთასა და ჯვრის ტაძარში.

კუმურდოს საეპისკოპოსი საყდარი ყოველთვის იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთიანობის იდეის დამცველი ქვეყანაში სარწმუნოებრივ–ეროვნული ცნობიერების ქვაკუთხედი.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10118618 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ