მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:17 ქართული შრიფტი


აკაკი წერეთელი
ხარაბუზა და ფუტკარი
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document


წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია

 

წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია 1993 წელს დაარსდა.

სემინარიის პირველი რექტორი იყო დეკანოზი დავით შიოლაშვილი (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი). სემინარიას შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდნენ: იღუმენი ლაზარე (სამადბეგიშვილი), დეკანოზი გიორგი მულაძე, დეკანოზი ზაქარია ფერაძე, ბერმონაზონი ევტიქი (შველიძე), დეკანოზი გიორგი გეთიაშვილი, დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.

რექტორი: დეკანოზი ბასილი (ბერიძე)

თანამშრომელი - 20

სტუდენტი – 110

სემინარის სრული სასწავლო კურსი 1997 წლიდან მოიცავს 4 აკადემიურ წელს (1993–97 წწ. სასწავლო ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა 3 წლით).
არსებობის მანძილზე სემინარია დაასრულა 1000 სტუდენტმა. ბათუმის სემინარიის 30 კურსდამთავრებული სასულიერო პირია.

სემინარიაში ისწავლება შემდეგი საგნები:

ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ლიტურღიკა, კატეხიზმო, დოგმატური ღვთისმეტყველება, შედარებითი ღვთისმეტყველება, ძირითადი ღვთისმეტყველება, სამოძღვრო ღვთისმეტყველება, ჰომელეტიკა, მედავითნეობა, საეკლესიო სამართალი, ლოგიკა, ფილოსოფიის ისტორია, რელიგიათმცოდნეობა, ეკლესიის ისტორია, საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, მსოფლიო ისტორია, საეკლესიო არქეოლოგია, ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ინგლისური ენა, ბერძნული ენა, საოჯახო მედიცინა, პედაგოგიკა

მისამართი: ქ. ბათუმი. დემეტრე თავდადებულის ქ.49. 7 62 17; 7 62 18.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117183 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ