მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 ოქტომბერი 2017  05:49 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
გუთნის დედა
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document

 

წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე

 

ბათუმის წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე დაარსდა 1995 წლის 9 მარტს.

სათნოების სავანის პირველი დირექტორი იყო დეკანოზი დავითი შიოლაშვილი (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი). სათნოების სავანეს შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდნენ: დეკანოზი თევდორე ახალაძე, დეკანოზი იაკობ ბენიძე, დეკანოზი პეტრე აბჟანდაძე, დეკანოზი პეტრე ყრუაშვილი, მონაზონი ანა მაისურაძე.

ამჟამად დაწესებულების ხელმძღვანელია მღვდელი შიო პაიჭაძე,

ამ დაწესებულების მიზანია მზრუნველობა არ მოაკლოს მიუსაფარ ადამიანებს, რომლებიც ოჯახისაგან გარიყულები, ბედის ანაბარა დარჩნენ. სათნოების სავანეში მათთვის შექმნილია საუკეთესი პირობები, რაც მთავარია აქ იგრძნობა სულიერი სითბო, რომელსაც ასე საჭიროებენ აქ მცხოვრებნი.

სავანეში ფუნქციონირებს წმიდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას აღევლინება წირვა-ლოცვა და ისინი ეზიარებიან ქრისტეს საიდუმლოებებს.

სათნოების სავანეში მუშაობს 45 თანამშრომელი, მათ შორის სასულიერო სემინარიის სტუდენტებიც, რომლებიც როგორც საკუთარ მშობლებს ისე უვლიან უმწეო ადამიანებს.

მისამართი: სოფ. ფერია  ტელ. 5 40 81     

   

 

.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12153010 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ