მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:43 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
საქართველოში
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





Untitled Document

 

დაუჯდომელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

კონდაკი 1

ზესთამბრძოლისა ჩემისათვის, და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღუთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

იკოსი 1

ანგელოსი წინამდგომი, ზეცით მოივლინა ჰრქმად ღმრთისმშობელისად: გიხაროდენ, და უსხეულოსა სიტყვისა სხეულოვან ქმნილისა, შენი მხილველი უფალო განჰკვირდა, და დასდგა მხმობელი ესე ვითართა:
გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების,
გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების,
გიხაროდენ, დაცემულისა ადამის აღდგომაო,
გიხაროდენ, ცრემლთა ევასთა ხსნაო,
გიხაროდენ, სიმაღლეო ძლით აღსავალო კაცობრივთა გულისსიტყვათაო,
გიხაროდენ, სიღრმეო, ძლით სახილველო ანგელოსთაცა თუალებისაო;
გიხაროდენ რამეთუ ხარ საყდარ მეუფისა,
გიხაროდენ, რამეთუ ჰმტვირთველობ ყოველთა მტვირთველსა,
გიხაროდენ, ვარსკულაო მომფენელო მზისაო,
გიხაროდენ, წიაღო ღუთისგანხორციელებისაო,
გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული,
გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყუანისიცემების დამბადებელი,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 2

მხედველი წმიდა თავისა თვისისა უბიწოებით, ეტყოდა გაბრიელს კადნიერებით: საკვირველებაი ხმისა შენისა ძნიად მისათვალველ უჩნს სულსა ჩემსა, რამეთუ უთესლოისა მიდგომილებისა შობასა წინასწარ იტყვი, მხმობელი, ალილუია.

იკოსი 2

ცნობისა უცნაურისა ცნობასა მეძიებელმან, ქალწულმან ხმაჰყო მსახურისა მიმართ: წიაღთაგან უბიწოთა, ძისა ვითარ არს შობა შესაძრწუნებელი, მითხარ მე, რომლისა მიმართ, იტყოდა იგი შიშით გარნა მხმობელი ესრეთ:
გიხაროდენ, მესაიდუმლეო განზრახვისა გამოუთქმელისაო,
გიხაროდენ, წყაროო მქონეო სარწმუნოებისაო,
გიხაროდენ, დასაბამო ქრისტეს საკვირველებათაო,
გიხაროდენ, თავო ჰსჯულთა მისთაო,
გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოხდა ღმერთი,
გიხაროდენ, ხიდო წიაღმყუანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ,
გიხაროდენ, ანგელოსთა მრავალგანთქმულო საკვირველებაო,
გიხაროდენ, ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო,
გიხაროდენ, ნათლისა გამოუთქმელისა მშობელო,
გიხაროდენ, თუ ვითარ არა ვისო მსწავლელო,
გიხაროდენ, ბრძენთა ზესთა ქმნილო მეცნიერებასა,
გიხაროდენ, მორწმუნეთასა განმაბრწყინუებელო მცნობელობასა,
გიხაროდენ სძალო უსძლოო.

კონდაკი 3

ძალი მაღლისა აგრილობდა, მაშინ მიდგომისათვის უქორწინებელსა, და ნაყოფიერებისაგან საშოისა მისისა, ვითარცა აგარაკისაგან აჩუენა სიტკბოებაი ყოველთა მნებებელთა, მოსთულებასა მაცხოვარებისასა, გალობით ესრეთ, ალილუია.

იკოსი 3

მქონებელი ღმრთისშემწყნარებელისა საშოისა, ქალწული აღვიდა ელისაბედის მიმართ, ხოლო ჩუილმან მისმან მეყუსეულად აგრძნა რა მოკითხუა მისი ჰკრთებოდა, და კრთომით ვითარცა გალობით ჰხმობდა ღმრთისმშობელისა მიმართ:
გიხაროდენ, ვაზო მორჩისა დაუჭნობელისაო,
გიხაროდენ, ქუეყანაო უკუდავისა ნაყოფისაო,
გიხაროდენ, მენერგისა ცხოვრებისა ჩუენისა აღმომაცენებელო,
გიხაროდენ, მუშაკისა კაცთმოყუარისა მომმუშაკებელო,
გიხაროდენ, ორნატო გამომღებელო ნაყოფისა წყალობისასა,
გიხაროდენ, ტაბლაო მტვირთველო უხუებასა ლხინებისასა,
გიხაროდენ, რამეთუ განჰმზადებ ნავთსაყუდელსა სულთასა,
გიხაროდენ, რამეთუ აღმოამორჩებ ყუავილსა საშუებელთასა,
გიხაროდენ, მითუალულო მეოხებისა საკმეველო,
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა სალხინებელო,
გიხაროდენ, ღმრთისა მოკუდავთა მომართ სათნოყოფაო,
გიხაროდენ, მოკუდავთა ღმრთისა მიმართ კადნიერებაო,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 4

ღელუასა შინაგან მქონებელი გულისსიტყუათა იჭუნეულთასა, მართალი იოსებ შეშფოთნა, რამეთუ უქორწინებელსა გხედვიდა შენ, დაფარულსა ქორწილსა აზმნობდა შენთვის უბიწოო, ხოლო ისწავა რა მიდგომაი შენი სულისა მიერ წმიდისა, ხმაჰყო, ალილუია.

იკოსი 4

ესმა მწყემსთა ანგელოსთაგან მგალობელთა ხორციელი მოსლუაი ქრისტესი, და ვითარცა მწყემსისა მიმართ მსრბოლთა იხილეს იგი, ვითარცა კრავი უმანკოი, მუცელსა შინა მარიამისასა აღზრდილად, რომლისა მგალობელთა ჰსთქუეს:
გიხაროდენ, ტარიგისა და მწყემსისა დედაო,
გიხაროდენ, ქნარო სიტყვიერთა ცხოვართაო,
გიხაროდენ, უხილავთა მხეცთა მაოტებელო,
გიხაროდენ, სამოთხისა ბჭეთა განმღებელო,
გიხაროდენ რამეთუ ზეცისანი ქუეყანისათა თანა იხარებენ,
გიხაროდენ, რამეთუ ქუეყანისანი ზეცისათა თანა მწყობრობენ,
გიხაროდენ, დაუდუმებელო პირო მოციქულთაო,
გიხაროდენ, უძლეველო ახოვანებაო ღუაწლითშემოსილთაო,
გიხაროდენ, სარწმუნოებისა ხარისხო მტკიცეო,
გიხაროდენ, მადლისა საცნაურისა ბრწყინვალებაო,
გიხაროდენ, რომლისა მიერ განშიშულდა ჯოჯოხეთისა მძლავრება,
გიხაროდენ, რომლისა მიერ შევიმოსეთ დიდება,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 5

ღმრთივ მავალისა ვარსკულავისა მხილველნი მოგუნი მისსა შეუდგეს ბრწყინვალებასა, და ვითარცა სანთლისა მპყრობელნი მისნი, მის მიერ ეძიებდეს ძლიერსა მეუფესა, და მისწუთეს რა მიუწთომელსა, განიხარეს მხმობელთა, ესრეთ ალილუია.

იკოსი 5

იხილეს ყრმათა ქალდეველთასა, ხელთა ზედა ქალწულისათა ხელითა დამბადებელი კაცთა, და მეუფედ მცნობელნი მისნი, დაღაცათუ ხატი მონისა მიიღო ისწრაფდეს ძღუნითა მსახურებად მისა, და ღაღადებად კურთხეულისა:
გიხაროდენ, ვარსკულავისა დაუღამებელისა დედაო,
გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოსა დღისაო,
გიხაროდენ, სახმილისა საცთურისასა დამაცხრობელო,
გიხაროდენ, სამებისა მესაიდუმლოეთა მცველო,
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთმოძულეთა მთავრობისა განმდევნელო,
გიხაროდენ, უფლისა კაცთმოყვარისა ქრისტეს გამომაბრ¬წყინვებელო,
გიხაროდენ, სიხენეშისა საქმეთაგან გამომხსნელო,
გიხაროდენ, ბარბაროსთა ჰსჯულისა დამხსნელო,
გიხაროდენ, ცეცხლისა თაყვანისცემისა დამაცხრობელო,
გიხაროდენ, ალისა ვნებათასა დამშრეტელო,
გიხაროდენ, სპარსთა სიწმიდისა მასწავლელო,
გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა მხიარულ მყოფელო,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 6

ქადაგ ღმერთშემოსილქმნულნი მოგუნი, მიიქცეს ბაბილოვნად, სრულჰყუეს რა წინაუწყებაი შენი, და გქადაგეს ყოველთა შორის ქრისტედ დამტევებელთა ჰიროდისთა, ვითარცა მოკიცხულისა არმეცნიერისასა, გალობად ესრეთ ალილუია.

იკოსი 6

გამობრწყინდი რა ეგვიპტეს შინა ნათელი ჭეშმარიტებისა, განსდევნე ბნელი ტყუილისა, რამეთუ კერპნი მისნი მაცხოვარ ვერ თავსმდებელნი ძალისა შენისანი დაეცნეს; ხოლო მათგან ხსნილნი ჰხმობდეს ღუთისმშობელისა მიმართ:
გიხაროდენ, აღმართებაო კაცთაო,
გიხაროდენ, დაცემაო ეშმაკთაო,
გიხაროდენ, საცთურისა ცთომილებისა დამთრგუნველო,
გიხაროდენ, კერპთა ზაკულებისა მამხილებელო,
გიხაროდენ, ზღვაო საცნაურისა ფარაოს დამნთქმელო,
გიხაროდენ, კლდეო წყურიელთათვის ცხოვრებისა მწდეველო,
გიხაროდენ, სუეტო ცეცხლისაო წინამძღუარო ბნელისათაო,
გიხაროდენ, სოფლისა საფარუელო უვრცელესო ღრუბელთაო,
გიხაროდენ, საზრდელო მონაცულეო მანანასაო,
გიხაროდენ, მსახურო საშუებელისა წმიდისაო,
გიხაროდენ, ქუეყანაო აღთქმისაო,
გიხაროდენ, რომლისაგან ჰსდის სძე და თაფლი,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 7

ეგულებოდა რა სვიმეონს აქაისა საცთურიანისაგან საუკუნოსად მიცუალება მიეცი მას ვითარცა ჩვილი, არამედ ღმერთადცა სრულად საცნაურ იქმენ მისსა, რომლისათვისცა განჰკვირდა შენსა გამოუთქმელსა სიბრძნესა ზედა, მხმობელი ალილუია.

იკოსი 7

ახალი აგებული გუეჩუენა, გამოგვიჩნდა რა აღმგებელი ჩუენი მის მიერ ქმნულთა, საშოისაგან უთესლოისა აღმოცენდა და დაიცვა იგი ვითარ იყო უხრწნელად, რათა საკუირუელებისა მხილველნი უგალობდეთ მას ხმობით:
გიხაროდენ, ყუავილო უხრწნელებისაო,
გიხაროდენ, გვირგვინო კრძალულებისაო,
გიხაროდენ, აღდგომისა ხატო ბრწყინვალეო,
გიხაროდენ, ანგელოსთა ცხოურებისა გამომაჩინებელო,
გიხაროდენ, ხეო ნაყოფელუარეო რომლისაგან იზრდებიან მორწმუნენი,
გიხაროდენ, ნერგო კეთილჩრდილ ფურცელოვანო, რომლისა ქუეშე დაიგრილებენ მრავალნი,
გიხაროდენ, მუცლად მღებელო გამომხსნელისა ტყუეთასაო,
გიხაროდენ, ნაყოფად გამომღებელო წინამძღუარისა შეცთო¬მილთასაო,
გიხაროდენ, მსაჯულისა მართლისა სავედრებელო,
გიხაროდენ, მრავალთა ცოდუათა შესანდობელო,
გიხაროდენ, სამოსელო შიშუელთაო უხრწნელო,
გიხაროდენ, წადიერებაო ყოველთა სურვილთა მძლეო,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 8

უცხოსა შობისა მხილუელნი უცხო ვიქმნნეთ სოფლისა, ზეცად მიცუალებულნი გონებითა, რამეთუ ამისთვის მაღალი ქუეყანასა ზედა გამოსჩნდა მდაბლად კაცად, მგულვებელი მიზიდვისა სიმაღლედ მიმართ თვისთა მღაღადებელთასა, ალილუია.

იკოსი 8

ყოვლად იყო ქუეყანისა თანა, და ზენათაგან ყოვლად არა მოკლებულ იყო, გარეშეუწერელი სიტყუა, რამეთუ თანაშთამოსლუაი ღვთაებრი, და არა ცუალება იქმნა, ადგილებრი შობა ქალწულისაგან ღმრთივმიმადლებულისა მსმენელისა ამათისა:
გიხაროდენ, ღმრთისა დაუტევნელისა დამტევნელო,
გიხაროდენ, პატიოსნისა საიდუმლოსა კარაო,
გიხაროდენ, ურწმუნოთა იჭუნეულო სასმენელო,
გიხაროდენ, მორწმუნეთა უეჭველო სიქადულო,
გიხაროდენ, საყდარო ყოვლად წმიდაო ქერუბიმთა ზედა განსვენებულისაო,
გიხაროდენ, სავანეო ყოვლად დიდებულო სერაბინთა ზედა განსუენებულისაო,
გიხაროდენ, წინააღდგომათა იგივეობად მომყუანებელო,
გიხაროდენ, ქალწულებისა და შობის შემაუღლებელო,
გიხაროდენ, რომლისა მიერ დაიხსნა გარდასლუაი,
გიხაროდენ, რომლისა მიერ განეღო სამოთხეი,
გიხაროდენ, კლიტეო ქრისტეს სამეუფოსაო,
გიხაროდენ, სასოებაო კეთილთა საუკუნეთაო,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 9

ყოველი ბუნება ანგელოსთა განაკვირვა, დიდმან განკაცებისა შენისა საქმემან, რამეთუ შეუხებელსა ვითარცა ღმერთსა გხედვიდეს ყოველთა შესახებელად, კაცად უკვე ჩუენ თანა მქცეველად, ხოლო მსმენელად ყოველთა მიერ ესრეთ, ალილუია.

იკოსი 9

რიტორთა მრავალხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა ვჰხედავთ შენდამი ღმრთისმშობელო, რამეთუ უღონო არიან თქმად, თუ ვითარ ქალწულადცა ჰგიე, და შობად შეუძლე, ხოლო ჩუენ საიდუმლოსა ამის ძლით განკვირვებულნი სარწმუნოებით ვჰხმობთ:
გიხაროდენ, სიბრძნისა ღმრთისა სავანეო,
გიხაროდენ, წინაგანგებისა მისისა სასწაულო,
გიხაროდენ, ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელო,
გიხაროდენ, სიტყუახელოვანთა უსიტყვობისა მამხილებელო,
გიხაროდენ, რამეთუ სულელ იქმნეს მრავალღონენი და გამომძიებელნი,
გიხაროდენ, რამეთუ დასჭნეს მოქმედნი იგი ზღაპართანი,
გიხაროდენ, ათინელთა თხზულებისა განმხეთქელო,
გიხაროდენ, მეთევზურთა ბადეთა აღმავსებელო,
გიხაროდენ, სიღრმით უმეცრებისათ აღმომყუანებელო,
გიხაროდენ, მრავალთა მეცნიერებითა განმანათლებელო,
გიხაროდენ, ნავო მნებებელთა ცხორებისაო,
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო საწუთოსა შინა ღელუაგუემულთაო,
გიხაროდენ სძალო უსძლოო.

კონდაკი 10

ცხოუნება რა სოფლისა ინება ყოველთა შემოქმედმან, ამისდა მომართ თვით აღძრვით მოიწია, და მწყემსი იგი ვითარცა ღმერთ არს, ვითარცა ღმერთი ჩუენთვის გამოჰსჩნდა და მსგავს ჩვენდა იშვა, რამეთუ მსგავსითა მსგავსსა მოუწოდა, ვითარცა მნებებელმან სმენად ალილუია.

იკოსი 10

ზღუდე ხარ ქალწულთა ღმრთისმშობელო ქალწულო, და ყოველთა შენდა მოლტოლვილთა, რამეთუ ზეცისა და ქვეყანისა დამბადებელმან აღგაშენა შენ უხრწნელო, დაემკვიდრა რა საშოსა შენსა, და ასწავა ყოველთა ხმობად შენდამი:
გიხაროდენ, ძეგლო ქალწულებისაო,
გიხაროდენ, ბჭეო ცხოვრებისაო,
გიხაროდენ, დასაბამო საცნაურისა აღმოდაბადებისაო,
გიხაროდენ, მომნიჭებელო ღვთაებრისა სახიერებისაო,
გიხაროდენ, რამეთუ შენ გონიერჰყვენ ცთომილნი გონებითა,
გიხაროდენ, რამეთუ შენ გულისხმიერჰყუენ შეცთომილნი პირველ,
გიხაროდენ, ხრწნილებისა საგრძნობელთასა უჩინომყოფელო,
გიხაროდენ, დამთესუელისა უბიწოებისა მშობელო,
გიხაროდენ, სასძლო უთესლოსა სძლობისაო,
გიხაროდენ, მორწმუნეთა უფლისათა სამკაულო,
გიხაროდენ, შუენიერო სიკეთეო ქალწულთაო,
გიხაროდენ, სულთა წმიდათა სასძლო შესამოსელო,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 11

გალობა ყოველი იძლევის თანაგანვრცომად, მოსწრაფე სიმრავლესა ფრიად მოწყალებათა შენთასა, რიცხუედთა ფსალმუნთა და საგალობელთა, რომელთა შევსწირავთ შენდა წმიდაო მეუფეო, რამეთუ ვერა რას სრულ ვჰყოფთ ღირსსა, რომელნი მომცენ მღაღადებელთა შენთა: ალილუია.

იკოსი 11

ნათლისა მტვირთველად, ლამპრად ბნელისათვის გამოჩინებულად,  ვხედავთ წმიდასა ქალწულსა, რამეთუ უნივთოითა ნათლითა მნთებარე, საღმრთიოსა მეცნიერებისა მიმართ მიძღვის ყოველთა, ცისკარი, განმანათლებელი გონებისა, ხოლო ღაღადებით პატივ-ცემული ესრეთ:
გიხაროდენ, შარავანდედო საცნაურისა მზისაო,
გიხაროდენ, ლამპარო დაუვალი ნათლისაო,
გიხაროდენ, ელვაო სულთა განმანათლებელო,
გიხაროდენ, ქუხილო მტერთა განმკუეთელო,
გიხაროდენ, რამეთუ მრავალ ნათელსა აღმოაბრწყინვებ განათლებასა,
გიხაროდენ, რამეთუ მრავალ-ნეკტარსა აღმოაცენებ მდინარესა,
გიხაროდენ, ემბაზისა მსგავსებისა გამომხატველო,
გიხაროდენ, ცოდვისა, ბიწისა წარმღუენელო,
გიხაროდენ, საბანელო განმწმედელო სვინდისისაო,
გიხაროდენ, ტაკუკო განზავებულო სიხარულითა,
გიხაროდენ, მირონო, ქრისტეს სუნნელებისაო,
გიხაროდენ, ცხოვრებისა საიდუმლოსა სერობაო,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 12

მადლისმიცემისა მნებებელი, შეცოდებათა პირველთა ყოველთა კაცთა ვალისა დამხსნელი მოვიდა თავისა მიერ თვისისა მადლისა მისისა განშორებულთა მომართ და განხეთქა რა ხელითწერილი, ესმის ყოველთა მიერ ესრეთ ალილუია.

იკოსი 12

მგალობელნი შობისა შენისანი შეგასხამთ შენ ყოველნი, ვითარცა სულიერსა ტაძარსა ღმრთისმშობელო, რამეთუ შენსა დაემკვიდრა საშოსა, მპყრობელი ყოველთა ხელითა უფალი, განჰწმიდა და ადიდა და ასწავა ყოველთა ღაღადებად შენდა:
გიხაროდენ, კარაო ღვთისა სიტყვისაო,
გიხაროდენ, წმიდისა წმიდათასა უაღრესო,
გიხაროდენ, კიდობანო ოქროვანქმნილო სულითა,
გიხაროდენ, საუნჯეო ცხოვრებისაო დაულევნელო,
გიხაროდენ, პატიოსანო გვირგვინო მეფეთა კეთილმსახურთაო,
გიხაროდენ, სიქადულო წარჩინებულო კრძალულთა მღუდელთაო,
გიხაროდენ, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო,
გიხაროდენ, მეფობისა დაურღვეველო ზღუდეო,
გიხაროდენ, რომლისა მიერ აღსდგენ ბაძუანი,
გიხაროდენ, რომლისა მიერ მტერნი დაეცემიან,
გიხაროდენ, ნათლისა ჩემისა სრულებაო,
გიხაროდენ, სულისა ჩემისა სასოებაო,
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

კონდაკი 13

ჰოი ყოვლადსაგალობელო დედაო მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყვისა მიმთუალუელმან აწინდელისა ამის ძღუნისამან ყოვლისა განსაცდელისაგან იხსნენ ყოველნი, და მერმისა სატანჯუელისაგან გამომიხსნენ, მღაღადებელნი ესრეთ, ალილუია: (ესე სამგზის)

ამისა შემდგომად იკოსი 1 და კონდაკი 1.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120229 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ