მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 დეკემბერი 2017  03:36 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
თბილისის ღამე
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document

 

დაუჯდომელი უფლისა ჩვენისა იესუ ტკბილისა

კონდაკი 1

ზესთა მბრძოლო და უფალო, ჯოჯოხეთისა დამთრგუნველო, ვითარცა ხსნილი საუკუნოისა სიკვდილისაგან, ქებულებასა აღვსწერ შენდა მომართ დაბადებული და მონა შენი; არამედ ვითარაცა გაქვს მოწყალება გამოუთქმელი, ყოვლისა განსაცდელისაგან მიხსენ მღაღადებელი შენი: იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

იკოსი 1

ანგელოსთა შემოქმედო და უფალო ძალთაო, განმიღე მე უცნობი გონება და ენა საქებელად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა, ვითარცა პირველ ყრუსა და უტყვსა სასმენელი განუხვენ, ღაღადებითა ხმობდა რა ესრეთ:
იესუ, ყოვლადსაკვირველო, ანგელოსთა განკვირვებაო;
იესუ, ყოვლადძლიერო, პირველთა მშობელთა გამომხსნელო;
იესუ, ყოვლადტკბილო, მამთმთავართა დიდებაო;
იესუ, ყოვლადდიდებულო, მეფეთა სიმტკიცეო;
იესუ, ყოვლადსაყვარელო, წინასწარმეტყელთა აღსრულებაო;
იესუ, ყოვლადსაკვირველო, მოწამეთა სიმტკიცეო;
იესუ, ყოვლადმშვიდო, მონაზონთა სიხარულო;
იესუ, ყოვლადმოწყალეო, მღვდელთა სიტკბოებაო;
იესუ, ყოვლადშემწყნარებელო, მმარხველთა მოთმინებაო;
იესუ, ყოვლადტკბილო, ღირსთა მხიარულებაო;
იესუ, ყოვლადპატიოსანო, ქალწულთა სიწმიდეო;
იესუ, პირველსაუკუნეთაო, ცოდვილთა ცხოვნებაო;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 2

მხილველი ქვრივისა, ფრიად მგოდებელისა, უფალო, ვითარცა მაშინ მოწყალე იქმენ და ძეი მისი დასაფლველად წარღებული აღადგინე, ეგრეთვე ჩემზედაცა მოწყალე იქმენ კაცთმოყვარე და ცოდვითა მომკვდარი სული ჩემი აღადგინე, მღაღადებელი: ალილუია.

იკოსი 2

ცნობისა უცნაურისა ცნობად ფილიპე იძია, უფალო, მიჩუენე ჩუენ მამა შენი, ხოლო შენ არქუ მას: ეგოდენ ჟამ ჩემ თანა ხარ და არა უწყი, რამეთუ მამა ჩემთანა არს და მე მამისა თანა? ეგრეთვე, გამოუკვლეველო, შიშით გიხმობ შენ:
იესუ, ღმერთო პირველსაუკუნეთაო;
იესუ, მეუფეო ყოვლადძლიერო;
იესუ, მეუფეო ყოვლადსულგრძელო;
იესუ, მაცხოვარო ყოვლადმოწყალეო;
იესუ, მფარველო ჩემო ყოვლადსახიერო;
იესუ, განსწმიდენ ცოდვანი ჩემნი;
იესუ, აღხოცე უსჯულოებანი ჩემნი;
იესუ, მომიტევენ უსამართლობანი ჩემნი;
იესუ, სასოებაო ჩემო, ნუ დამაგდებ მე;
იესუ, შემწეო ჩემო, ნუ განმიშორებ მე;
იესუ, შემოქმედო ჩემო, ნუ დამივიწყებ მე;
იესუ, მწყემსო ჩემო, ნუ წარმწყმედ მე;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 3

ძალითა მაღლისათა მოციქულნი შემოსენ, იესუ, იერუსალიმს მსხდომარენი, შემმოსე მეცა, შიშველი ყოველთა კეთილთა საქმეთაგან, მხურვალებითა სულისა შენისა წმიდისათა, და მომეც მე სიყვარულით გალობად შენდა: ალილუია.

იკოსი 3

მქონებელმა მდიდრად მოწყალებისამან, მეზვერეთა და ცოდვილთა, და ურწმუნოთა მოუწოდე, იესუ; აწ მეცა ნუ უგულვებელს-მყოფ, მსგავსსა მათსა, არმედ ვითარცა მრავალსასყიდლისა ნელსაცხებელი, მიიღე გალობა ესე:
იესუ, ძალო უძლეველო;
იესუ, წყალობაო დაუსრულებელო;
იესუ, მშვენიერებაო ყოვლადბრწყინვალეო;
იესუ, სიყვარულო გამოუთქმელო;
იესუ, ძეო ღვთისა ცხოველისაო;
იესუ, შემიწყალე მე, ცოდვილი;
იესუ, ისმინე ჩემი, უსჯულოებათა შინა მიდგომილისა;
იესუ, განმწმიდე მე, ცოდვათა შინა შობილი;
იესუ, განსწავლე მე, უხმარი;
იესუ, განმანათლე მე, დაბნელებული;
იესუ, განმწმიდე მე, მწიკვლევანი;
იესუ, აღმადგინე მე, მეძავი;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 4

იჭვნეულ გულისსიტყვათა ღელვისა მქონებელი, დაინთქმოდა პეტრე, ხოლო გიხილა რა შენ, იესუ, ხორციელად წყალთა ზედა მავალი, გიცნა შენ ღვთად ჭეშმარიტად და ხელი ცხოვრებისა მი-რა-იღო, ხმა ჰყო: ალილუია.

იკოსი 4

ესმა ბრმასა, უფალო, ხვიდოდი რა გზასა ზედა, ღაღად-ჰყო: იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. მოუწოდე და განუხვენ თვალნი მისნი. განმინათლენ წყალობითა შენითა თვალნი გულისხმისყოფისანი, განმიხვენ მეცა მხმობელსა და მღაღადებელსა შენსა:
იესუ, მაღალთა შემოქმედო;
იესუ, მდაბალთა გამომხსნელო;
იესუ, ქვესკნელისა წარმომტყვენელო;
იესუ, ყოვლისა დაბადებულისა შემამკობელო;
იესუ, სულისა ჩემისა ნუგეშინისცემაო;
იესუ, გონებისა ჩემისა განმანათლებელო;
იესუ, გულისა ჩემისა სიხარულო;
იესუ, გვამისა ჩემისა სიმრთელეო;
იესუ, მაცხოვარო ჩემო, მაცხოვნე მე;
იესუ, ნათელო ჩემო, განმანათლე მე;
იესუ, ყოვლისა სატანჯველთაგან მიხსენ მე;
იესუ, მაცხოვნე მე უღირსი;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 5

ღვთივ-გარდამომდინარითა სისხლითა, ვითარცა მოგვიყიდენ ჩვენ პირველწყევისაგან სჯულისა, იესუ, ეგრეთვე გვიხსნე ჩვენ ბადეთაგან ხორციელისა ვნებისა და ბოროტისა, უძღებისა გულისთქმისა ზრუნვისაგან, მღაღადებელნი შენდა: ალილუია.

იკოსი 5

იხილეს ყრმათა ებრაელთა ხატისა კაცობრივითა ხელითა კაცთა დამბადებელი, და მეუფედ მცნობელნი მისი, ისწრაფვიდეს რტოებითა სათნო-ყოფად მისსა, ოსანასა მღაღადებელნი. ხოლო ჩვენ გალობასა შევსწირავთ შენდა მეტყველნი:
იესუ, ღმერთო ჭეშმარიტო;
იესუ, ძეო ღვთისაო;
იესუ, მეუფეო ყოვლადდიდებულო;
იესუ, კრავო უმანკოო;
იესუ, მწყემსო ყოვლადსაკვირველო;
იესუ, მფარველო სიყრმისა ჩემისაო;
იესუ, გამომზრდელო, სიჩვილებისა ჩემისაო;
იესუ, სიქადულო ჟამსა სიბერისა ჩემისა;
იესუ, სასოებაო ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა;
იესუ, ცხოვრებაო ჩემო, შემდგომმად აღსრულებისა ჩემისაო;
იესუ, ნუგეშინისცემაო ჩემო, სამსჯავროსა ზედა შენსა;
იესუ, საწადელო ჩემო, ნუ მრცხვენებინ მას ჟამსა შინა;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 6

ქადაგთა ღმერთშემოსილთა ხმანი და სიტყვანი აღასრულენ, იესუ, ქვეყანასა ზედა გამოსჩნდი რა და დაუტევნელი კაცთა თანა დატევნილ იქმენ, და სნეულებანი ჩემნი იტვირთენ, და მიერითგან წყლულებითა შენითა განკურნებულნი, გალობად ვისწავეთ: ალილუია.

იკოსი 6

გამობრწყინდა ქვეყანასა ზედა ნათელი ჭეშმარიტებისა შენისა, და განდევნა საცდური ეშმაკისა, რამეთუ კერპნი მისნი, მაცხოვარო ჩვენო, ვერ თავსმდებელნი ძალისა შენისანი, დაეცნენ. ბოლო ჩვენ, ცხოვრება­მონიჭებულნი, გიღაღადებთ შენ:
იესუ, ჭეშმარიტებაო, საცდურისა განმდევნელო;
იესუ, ნათელო, უმაღლესო ყოვლისა ნათლისაო;
იესუ, მეუფეო, მძლეველო ყოვლისა სიმტკიცისაო;
იესუ, ღმერთო, მოქმედო წყალობისაო;
იესუ, პურო ცხოვრებისაო, განმაძღე მე მომყმარი;
იესუ, წყაროო გონიერებისაო, მასუ მე, მწყურვალესა;
იესუ, სამოსელო სიხარულისაო, შემმოსე მე, შიშველი;
იესუ, მფარველო სიხარულევანო, დამიფარე მე, უღირსი;
იესუ, მომნიჭებელო მთხოვნელთაო, მომეც მე მგლოვარება ცოდვათა ჩემთა;
იესუ, წარწყმედილთა მპოვნელო, მოიძიე სული ჩემი;
იესუ, გამხმელო კართა მრეკელთაო, განახვენ გული ჩემი სინანულად;
იესუ, მომსყიდველო ცოდვილთაო, განწმიდენ უსჯულოებანი ჩემნი;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 7

გეგულვებოდა რა საუკუნითგან დაფარულისა საიდუმლოსა გამცხადება, ვითარცა ცხოვარი კვლად მიყვანებულ იქმენ, იესუ, და, ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა მის უხმო, და ვითარცა ღმერთი მკვდრეთით აღსდეგ და ზეცად ამაღლდი დიდებით, და ჩვენ თანა აღმადგინენ მღაღადებელნი: ალილუია.

იკოსი 7

საკვირველი აღგებული გვეჩვენა, გამოგვიჩნდი რა ჩვენ, უთესლოდ ქალწულისაგან განხოროციელებული, აღსდეგ საფლავისაგან და საფლავისა ბეჭედნი არა დახსენ და მოციქულთა თანა კართა ხშულთა ხორცითა შეხვედ, ამისთვის განკვირვებულნი გიგალობთ:
იესუ, სიტყვაო გარე შეუზღუდველო;
იესუ, სიტყვაო თვალთშეუდგამო;
იესუ, ძალო მიუწვდომელო;
იესუ, სობრძნეო მოუგონებელო;
იესუ, ღვთაებაო გარეშემოუწერელო;
იესუ, უფლებაო მიუთხრობელო;
იესუ, მეფობაო უძლეველო;
იესუ, მეუფებაო დაუსრულებელო;
იესუ, სიმტკიცეო უმაღლესო;
იესუ, ხელმწიფებაო საუკუნეო;
იესუ, შემოქმედო ჩემო, შემიწყნარე მე;
იესუ, მაცხოვარო ჩემო, მაცხოვნე მე;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 8

უცხოსა განკაცებისა ღვთისა მხილველნი უცხო ვიქმნეთ ამაოსა სოფელსა და საღმთოდ მივიქცეთ გონებითა. რამეთუ ამისთვის გარადმოხდა ღმერთი ქვეყანასა ზედა, რათა ზეცად აღმიყვანეს ჩვენ, მღაღადებელნი მისნი: ალილუია.

იკოსი 8

ყოვლად იყო ქვეყანასა ზედა და ცათაგან არა მოკლებულ იყო დიდებისაგან, რაჟამს ნებსით თვისით ჩვენთვის ივნო და სიკვდილითა თვისითა სიკვდილი მოაკვდინა და აღდგომითა ცხოვრება მოანიჭა მღაღადებელთა:
იესუ, სიტკბოებაო გულისაო;
იესუ, სიმტკიცეო გვამისაო;
იესუ, ნათელო სულისაო;
იესუ, მოსწრაფებაო გონიერო;
იესუ, სიხარულო სვინდისისაო;
იესუ, სასოებაო განთქმულო;
იესუ, ხსენებაო პირველსაუკუნეთაო;
იესუ, ქებულებაო მაღალო;
იესუ, დიდება ჩემო, ყოვლადამაღლებულო;
იესუ, საწადელო ჩემო, ნუ განმიშორებ მე;
იესუ, მწყემსო ჩემო, მომიძიე მე;
იესუ, მაცხოვარო ჩემო, მაცხოვნე მე;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 9

ყოველი ბუნება ანგელოსებრი დაუცხრომელად ადიდებს წმიდასა სახელსა შენსა, იესუ, ცათა შინა: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, მღაღადებელი, ხოლო ჩვენ, ცოდვილნი, ქვეყანასა ზედა დაუდუმებელითა თიხიერითა ბაგითა გიღაღადებთ: ალილუია.

იკოსი 9

რიტორთა მრავალხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა ვხედავ შენდამი, იესუ, მაცხოვარო ჩვენო, რამეთუ უმეცარ არიან თქმად, თუ ვითარ ღმერთი უცვალებელად კაც იქმენ. ხოლო ჩვენ, საიდუმლოთა ამით განკვირვებულნი, სარწმუნოებით ვღაღადებთ:
იესუ, ღმერთო პირველსაუკუნეთაო;
იესუ, მეუფეო მეუფებათაო;
იესუ, უფალო უფლებათაო;
იესუ, მსაჯულო ცხოველთა და მკვდართაო;
იესუ, უსასოთა სასოებაო;
იესუ, ნუგეშინისმცემელო მგლოვარეთაო;
იესუ, გლახაკთა დიდებაო;
იესუ, ნუ დამსჯი საქმეთაებრ ჩემთა;
იესუ, განწმიდე მე მოწყალებითა შენითა;
იესუ, განსდევნე ჩემგან მოწყინებაი ბოროტი;
იესუ, განმინათლენ განზრახვანი გულისანი;
იესუ, მომეც მე ხსენება სიკვდილისა;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 10

ცხოვნება სოფლისა ინებე რა, აღმოსავალო აღმოსავალთაო, ბნელისა დასავლისა მიმართ ბუნებისა ჩემისა მოხვედ, და დამდაბლდი ვიდრე სიკვდილამდე; ამისთვის უმეტეს ამაღლდა სახელი შენი უფროსღა ყოველთა სახელთასა, და ყოველთა ნათესავთა ზეციურთა და ქვეყნიერთაგან გვესმის: ალილუია.

იკოსი 10

მეუფეო ყოვლადსამარადისოო, ნუგეშინისმცემელო, ქრისტე ჭეშმარიტო, განმწმიდე ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ვითარცა განსწმიდენ ათნი იგი კეთროვანი და განგვკურნენ ჩვენ, ვითარცა განკურნე სული იგი ვერცხლის­მოყვარე ზაქე მეზვერისა, რათა გიგალობდეთ შენ, ლმობიერად მღაღადებელნი:
იესუ, საუნჯეო უხრწნელო;
იესუ, სიმდიდრეო დაულევნელო;
იესუ, საზრდელო სიმტკიცისაო;
იესუ, სასმელო წარმოუცარიელებელო;
იესუ, გლახაკთა სამოსელო;
იესუ, ქვრივთა შემწეო;
იესუ, ობოლთა შემწყნარებელო;
იესუ, მოღვაწეთა შეწევნაო;
იესუ, მწირთა წარმართებაო;
იესუ, მენავეთა მმართველო;
იესუ, ღელვატეხილთა მყუდროებაო;
იესუ, აღმადგინე მე, დაცემული;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 11

გალობასა ყოვლადლმობიერსა შევწირავ შენდა უღირსი, გიღაღადებ შენ, ვითარცა ქანანელი: იესო, შემიწყალე მე; რამეთუ არა თუ ასული, არამედ სხეული მაქვს ვნებითა ბოროტად ეშმაკეული და გულისწყრომითა მგზნებარე და კურნება მომეც მღაღადებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 11

ნათლისა მიმფენსა ლამპარსა ბნელსა შინა უმეცრებისასა მყოფთა, პირველ გდევნიდა რა პავლე, ღვთაებრივისა ხმისა ძალი გულისხმა-უყავ და სულიერი სიფიცხე აუწყე; ეგრეთვე მეცა დაბნელებულნი თვალნი სულისანი განმინათლენ, მღაღადებელსა:
იესუ, მეუფეო ჩემო, ყოვლადძლიერო;
იესუ, უფალო ჩემო, ყოვლადუკვდავო;
იესუ, შემოქმედო ჩემო, ყოვლადდიდებულო;
იესუ, მოძღვარო ჩემო, ყოვლადსახიერო;
იესუ, მწყემსო ჩემო, ყოვლადკეთილო;
იესუ, მეუფეო ჩემო, ყოვლადმოწყალეო;
იესუ, მაცხოვარო ჩემო ყოვლადსათნოო;
იესუ, განმინათლენ საგრძნობელნი ჩემნი, ვნებათაგან დაბნელებულნი;
იესუ, განჰკურნე გვამი ჩემი, ცოდვათაგან დაწყლულებული;
იესუ, განწმიდე გონება ჩემი, ამაო გულისსიტყვათაგან ბოროტთა;
იესუ, დაიცევ გული ჩემი ბოროტთა გულისთქმათაგან;
იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 12

მადლი მომეც მე, ყოველთა თანანადებთა დამხსნელო იესუ, და მიმითვალე მონანული, ვითარცა მიითვალე პეტრე, უარისმყოფელი შენი, და მიწოდე მეცა სინანულად სასოწარკვეთილსა, ვითარცა ძველად პავლეს, მდევნელსა შენსა, და ისმინე ჩემი, მღაღადებელისა შენისა: ალილუია.

იკოსი 12

მგალობელნი განკაცებისა შენისანი, შეგასხამთ შენ ყოველნი ქებასა და გვწამს თომას თანა, რამეთუ უფალი და ღმერთი ხარ მჯდომარე მამისა თანა და მნებებელი განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშინ უკვე ღირს-მყავ მეცა მარჯვენით დგომასა, მღაღადებელი:
იესო, მეუფეო პირველსაუკუნეთაო, შემიწყალე მე;
იესო, ყვავილო კეთილსუნნელო, განმასუნელე მე;
იესო, სითბოებაო შეყვარებულო, განმათბე მე;
იესო, სავანეო პირველსაუკუნეთაო, დამიფარე მე;
იესო, სამოსელო ბრწყინვალეო, შემამკევ მე;
იესო, თვალო პატიოსანო, ელვარე-მყავ მე;
იესო, მზეო სიმართლისაო, განმანათლე მე;
იესო, ნათელო ნათლისაგანო, განმაბრწყინვე მე;
იესო, ხორციელთა და სულიერთა სენთაგან მიხსენ მე;
იესო, ხელისაგან წინააღმდგომისათა განმარინე მე;
იესო, ცეცხლისაგან უშრეტისა და სხვათა საუკუნეთა სატანჯველთაგან განმათავისუფლე მე;
იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადტკბილო და ყოვლადმოწყალეო იესო, მიიღე აწ კნინი ესე ვედრება ჩვენი, ვითარცა მიითვალე ქვრივისა ორნი იგი მწვლილნი, და დაიფარე სამკვიდრებელი შენი მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, და ზედა მოსვლისაგან უცხო თესლთასა, და ყოვლისაგან ჭირისა და სიყმილისა, და ყოვლისაგან მწუხარებისა და სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან, და მომავალისა სატანჯველისაგან მიხსენ ყოველნი, მღაღადებელნი შენნი: ალილუია.
ეს კონდაკი 3-ჯერ და შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ

მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან გამოუთქმელისა კაცთმოყვარებისათვის შენისა უკანასკნელსა ჟამსა ხორცი შეისხ მარადის ქალწულისა მარიამისაგან, ვადიდებთ შენსა ჩვენდა მომართ საცხოვნებელსა განგებულებასა, მონანი შენნი, მეუფეო. გიგალობთ შენ, რამეთუ შენ მიერვე სული წმიდა ქვეყანასა მოეფინა. თაყვანისვცემთ ხორციელად მშობელსა ყოვლად წმიდასა დედასა შენსა, რომელი ასეთსა საშინელსა საიდუმლოსა მსახურ ექმნა. ვაქებთ ანგელოსთა შენთა გუნდსა, ვითარცა მაქებელნი და მსახურნი შენისა დიდებისანი; ვნატრით წინამორბედსა შენსა იოანესა, რომელმან ნათელ გცა შენ, უფალო; თაყვანის ვსცემთ წინასწარმეტყველთაც შენთა, რომელთა გქადაგეს შენ, ვადიდებთ წმიდათა მოციქულთა შენთა; შევასხამთ მოწამეთა შენთა, მღვდელთა შენთა განვადიდებთ, და თაყვანისვცემთ ღირსთა შენთა და ყოველთა მართალთა შენთა ვუგალობთ. ესევითარსა სიმრავლესა საღმრთოისა გუნდისასა ლოცვად შევსწირავთ შენდა, ყოვლადმოწყალისა ღმრთისა, მონანი შენნი: და ამისთვისცა ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, რომელიცა მოგვანიჭე მეოხებითა ყოველთა წმიდათა შენთათა, უფროის გამოუთქმელთა შენთა მოწყალებათათვის, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა

მეუფეო, ღმერთო მამაო, ყოვლისამპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე, ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე, უღირსი მონაჲ შენი; რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან უკუნისამდე, ამინ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12584689 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ