მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:32 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ის კი არ არის ბიჭობა
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





Untitled Document

დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ბზობა

მართმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის დიდებით შესვლას იერუსალიმში, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა აღდგომის წინა კვირა დღეს.

წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის ილვტოდა მიწიერი პატივისა და დიდებისაგან. იგი სრული თავმდაბლობით და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეუნიური ზეობისაგან.

სწორედ ამ სიმდაბლის, მოწყალებისა და სიყვარულის გამო მაცხოვარმა კიდევ ერთხელ მისცა საშუალება ისრაელს იმის შეცნობისა, თუ ვინ მიანიჭებდა მას მშვიდობასა და ხსნას.

მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში იყო როგორც შესვლა ძლევამოსილი მეფისა სატახტო ქალაქში. როცა უფალი მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე მიავლინა პირდაპირ მდებარე სოფელში, რათა იქ, შესასლელშივე, დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგმაც არ იცოდა ადამიანი, აეხსნათ და მოეყვანათ მისთვის. მათი პატრონისთვის კა ეთქვათ, რომ ისინი უფალს სჭირდებოდა. მოწაფეებმა ბრძანება აღასრულეს. "და მოჰგვარეს ვირი იგი და კიცვი მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა"(მათე.21,7). იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალს ხალხი ტანსაცნელს უფენდა გზაზე, ზოგი კი _ ხის ტოტებს. ყოველი მხრიდან ღაღადებდა ერის სიმრავლე: "...ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!@" (მათე. 21,9).

მაცხოვარი  დიდებით შევიდა წმიდა ქალაქ იერუსალიმში განცხადებულად, აღსრულდა ზაქარიას წინასწერმეტყველება: "არქვით ასულსა სიონსა, აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშვიდი და ზე ზის იგი კიცვსა ნაშობსა კარაულისასა" (ზაქ. 9,9).

ბზის  ან პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოსახავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. ამასთანავე მათ გამოყენებას უძველესი ტრადიცია აქვს. მასზე მიუთითებს წმ. იოანე ოქროპირი (IV_ V ს.) 145-ე ფსალმუნზე საუბრისას. V საუკუნის კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმ. პროკლე კი თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: " ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას".

შესანიშნავად ეხმიანება ამ დიდებულ დღეს ერთ-ერთი საგალობელი, რომელსაც უძველეს იადგარში ვხვდებით: "მოვედით, მორწმუნენო, ვისწაოთ ღმრთის-მეცნიერების ესე გალობაი ყრმათაი. განვფინნეთ გულნი ჩვენნი სამოსელთა მათ წილ, სიხარულით მივეგებოდით მეუფესა, კიცვსა ზედა მჯდომარესა, და ვიტყოდით: გვაცხოვნენ ჩვენ, მგალობელნი შენნი, მაცხოვარ, რომელი მოხუედ დღეს სიმდაბლით და კუალად მოსლვად ხარ დიდებითა ღმრთეებისაითა".

ესე იგი, თითოეული ქრისტიანი მზად უნდა იყოს, რათა სულიერად შეეგებოს ღმერთს, სამოსლის ნაცვლად გული დაუფინოს კიცვზე მჯდომარე მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას მას და მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც _ იერუსალიმში.
და კიდევ, იცოდა უფალმა, რომ ადამიანთა შორის დიდხანს აღარ დარჩებოდა. ამით, ერთის მხრივ, მის ერთგულებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა. მეორე მხრივ, მოძულეებსა და მტრებს _ მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.


ამის შემდგომ მაცხოვარი იერუსალიმის ტაძარში შევიდა ,,...და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაÁ მათ დაამÃუა და სასხდომლები იგი ტრედის მოფარდულთაÁ მათ დაუქცია. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა”(მათე, 21,12-13).

ამ შემთხვევაში, როცა უფალი ხედავს უწესრიგობასა და შფოთს ღვთის სახლში, სიტყვიერი დარიგებისა და მშვიდი შეგონების ნაცვლად, თავის მეფურ უფლებას მიმართავს: ტაძრიდან გაყრის მოვაჭრეებს და არეულობის შემომტანთ. აქ საცნაური ხდება ის, თუ რა დიდი ცოდვაა უწესოდ ქცევა და შფოთი ეკლესიაში და როგორი კრძალვითა და რიდით უნდა იდგეს ადამიანი ტაძარში, რადგან ტაძარი ღვთის სახლია, ღვთის სახლს კი მხოლოდ ლოცვა შვენის. ეკლესიაში მყოფ ადამიანს კრძალვა მართებს, რადგანაც ეს ის ადგილია, სადაც სრულდება დიდი საიდუმლოებები. ამიტომაც ტაძარში მდგომი თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს, რომ განეშოროს უჯერო საუბარსა თუ ჩურჩულს, სხვათა თვალიერებასა და განკითხვას, აღამაღლოს თავისი გონება და გულისყური მიაპყროს იმ ლოცვებსა თუ საგალობლებს, რომლებიც ღვთისმსახურებისას ხმიანობენ.
ეკლესიური წესის მიხედვით, დედაკაცი ვალდებულია ტაძარში თავდაბურული იმყოფებოდეს. მამაკაცი კი, პირიქით _ ქუდმოხდილი. ამის თაობაზე პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ თავის პირველ ეპისტოლეში წერს:

ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წინაÁსწარმეტყველებდეს თავ-დაბურულად, არცხვენს თავსა თÂსსა.
და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინაÁსწარმეტყველებდეს თავ-დაუბურველად, არცხვენს იგი თავსა თâსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი.

მამაკაცისა უკუე არა ჯერ_არს დაბურვაÁ თავისაÁ, რამეთუ ხატ და დიდება ღმრთისა არს, ხოლო დედაკაცი დიდება ქმრისა არს”(კორ. 11,4-7).
ამ სიტყვებით წარმოჩენილია უფლის მიერ დაკანონებული უპირატესობა მამაკაცისა დედაკაცთან მიმართებაში და ეს უპირატესობა გამოხატულ უნდა იქნეს მორწმუნეთა ქცევებში. ზიარებისას თუ ზეთის ცხებისას დედაკაცებმა მოკრძალებით უნდა დაუთმონ ადგილი მამაკაცებს, აგრეთვე, ანალოგიაზე დაბრძანებული ხატის მთხვევისას თავი შეიკავონ და არ გადაასწრონ მათ, არამედ მოთმინებით და მორჩილებით დაელოდონ, სანამ მამაკაცები არ განასრულებენ ხატისა და ჯვრის თაყვანისცემას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატონ თავიანთი სიყვარული.
დედაკაცთა ამგვარი მოკრძალება სათნოა ღმრთისათვის, რადგან უფლის სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, მჟღავნდება სულიწმიდის მადლით დაკანონებულ სიტყვათა და საქმეთა აღსრულებასი, ხოლო ის ფაქტი, რომ პავლე მოციქულის პირით სულიწმიდა მეტყველებდა, ეჭვმიუტანელია.
ტაძარი სამი ნაწილისაგან შედგება:

1. სტოა (შესასვლელი, სადაც ძველად იდგნენ და ლიტურგიას მართალთა ლიტურგიის დაწყებამდე, მათ საერთოდ უნდა უსმენდნენ კათაკმევლები (მოუნათლავები), სულიერად ავადმყოფნი და ეპიტიმირებულნი (ანუ მოძღვრისაგან სასჯელდადებულნი). კათაკმეველთა კვერექსის შემდეგ, დაეტოვებინათ ტაძარი);

2. შუა ნაწილი (სადაც მორწმუნენი ისმენენ წირვა-ლოცვას);

3. საკურთხეველი (სადაც ღვთისმსახურნი, მორჩილები და სტიქაროსნები იმყოფებიან).

იერუსალიმში დიდებით შემავალი უფალი, წინასწარ ჭვრეტდა რა ამ სამეუფეო ქალაქის დაცემას და განადგურებას, ატირდა მის გამო. ატირდა, რადგან ვერ იცნო იერუსალიმმა მაცხოვარი და ყოვლის დამბადებელი. სწორედ ამისთვის დაიქცეოდა იგი და ქვა ქვაზე აღარ დარჩებოდა მასში (უფლის წინასწარმეტყველება იერუსალიმის დანგრევაზე პირველ საუკუნეშივე ახდა). იმ დროისათვის იუდეველები, რომელთაც ჭეშმარიტი მესია _ ქრისტე ვერ იცნეს, მოელოდნენ მაცხოვარს, რომელიც იხსნიდა ებრაელებს რომაელი დამპყრობლებისაგან (ისრაელთა სამეფო ძვ. წელთაღრიცხვის 63 წელს პომპეუსის მიერ იყო დაპყრობილი). განსაკუთრებით აქტიურობდა ფარისეველთა პარტიის ერთი ნაწილი, რომელიც ზილოტად იწოდებოდა. მათ გამოიწვიეს აჯანყება რომაელთა წინააღმდეგ, იმის იმედით, რომ ღმერთი შეეწეოდა მათ. რომაელებმა სძლიეს ებრაელებს და აჯანყება სასტიკად ჩაახშეს. დაუნდობლობამ და შეუბრალებლობამ უკიდურესობას მიაღწია რომაელთა მხრიდან. იერუსალიმის ტაძარი საფუძვლიანად დაანგრიეს და ის ადგილი შემდეგ გადახნეს. იერუსალიმის დამხობა რომის იმპერატორ ვესპასიანეს დროს დაიწყო და ტიტეს დროს დასრულდა. ეს იყო 67-70 წლებში ქრისტეს შობიდან).

ბზობას მორწმუნენი ეკლესიაში ისმენენ წირვა-ლოცვას და ეზიარებიან ამ დიდი დღესასწაულის მადლს. ღვთისმსახურებისას ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები, ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეერთვის იმ გუნდს, რომელიც სიყვარულის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა თუ პალმის ტოტებს, და ასე ღაღადებდა: "ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა!".

ტროპარი

ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთÂსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი

ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქვეუანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩვენო, ანგელოსთა დღეს და ყრმათა გალობაÁ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხვედ ცხოვრებად და განახლებად, მÃსნელო ადამისო, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.

დიდმარხვის მეექვსე კვირა _ ბზობა _ ხსნილია თევზით.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120138 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ