მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:33 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
დიდმარხვაში
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





Untitled Document

სულიწმიდის გარდამოსვლა - სულთმოფენობა

წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია სულიწმიდის გარდამოსვლას _ სულთმოფენობას უფლის მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე, ხოლო მისი ზეცად ამაღლებიდან მეათე დღეს დღესასწაულობს.

იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს იერუსალიმში, ერთ-ერთ სახლში, მოციქულები ღვთისმშობელთან და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად იყვნენ შეკრებილნი. სამი საათი იყო (ჩვენი დროით _ დილის ცსხრა საათი), როცა ციდან მოისმა რაღაც ხმაური, თითქოს ძლიერმა ქარმა მოჰბერაო, და ამ ხმაურით აივსო სახლი. სულიწმიდა ხილულად, ცეცხლოვანი ენების სახით, გარდამოვიდა და თითოეულ მოწაფეს თავზე დაადგრა. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და მათთვის უცნობ ენებზე იწყეს დიდება უფლისა. ამის შესახებ “საქმე მოციქულთა” ამგვარად მოგვითხრობს: “იყო მეყსეულად ზეცით ოხრაÁ, ვითარცა მოწევნაÁ ქარისა სასტიკისაÁ, და აღავსო ყოველიიგი სახლი, სადა _ იგი იყვნენ მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად_კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად” (საქ. მოც. 2,2_4).

ასე რომ, მაცხოვრის აღთქმის შესაბამისად, სულიწმიდა მოციქულებზე გარდამოვიდა. გარდამოვიდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცეცხლოვანი ენების სახით. ენებისა იმიტომ, რომ ამით უფალმა მიანიშნა ის ძალა და შესაძლებლობა, რომელიც მიეცა მოციქულებს ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად მთელ დედამიწაზე. ხოლო ცეცხლისა იმიტომ, რომ ამით მინიშნებულ იქნა ის ნიჭი, რომელიც ეძლეოდა მოციქულებს ცოდვათა დასაწვავად, სულთა განსაწმედელად, განსანათლებლად და განმათბობელად...

განყოფილი ენების შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: “ოდესმე ენანი ღმრთისა განრისხებითა განიყვნეს უკეთურებისათვის კაცთაÁსა (ნაგულისხმევია ენათა აღრევა ბაბილონში - მ.გ.), ხოლო ამას დღესა შინა წყალობითა და მადლითა სულისა წმიდისაÁთა მოეცნეს შეწევნისათვის სოფლისა. მაშინ განიბნინეს, რაÁთა მოყუასმან მოყუასისაÁ ნუ ისმინოს, ხოლო აწ მოეცნეს, რაÁთა ისმინონ, ისწავონ და გულისხმაყონ”.

ბაბილონში მცხოვრებნი, როგორც ეს ძველი აღთქმიდანაა ცნობილი, ერთ ენაზე მეტყველებდნენ. გაუკუღმართებული გონების კარნახით, მათ განიზრახეს, აეშენებინათ გოდოლი, რომელიც ცასი იქნებოდა აზიდული. ადამიანებმა ხორციელებრივი განღმრთობა მოიწადინეს, ფიზიკურად ახლოსმყოფობა ღმერთთან, სადაც ადგილი არ ჰქონდა ღვთისათვის სათნო სულიერებას. ამის გამო უფალმა ისინი სხვადასხვა ენაზე აამეტყველა, რის შედეგადაც ბაბილონელებმა გოდოლის აშენება ვერ განასრულეს. ამისგან განსხვავებით, სულიწმიდის მოფენისას გამოჩენილმა სხვადასხვა ცეცხლოვანმა ენამ არა თუ დააშორა ადამიანები ერთმანეთს, არამედ, პირიქით, სულიწმიდამ “დაჰბეჭდა Ãსნაი ჩუენი ნიჭითა მისითა (ანუ _ ქრისტესითა _ მ. გ.), აღმაღლდა მხოლოდშობილი იგი, რომელი დამდაბლდა ჩუენთვის წყალობითა თâსითა და გარდამოÃდა ნუგეშინისმცემელი, რაÁთა აღასრულოს ძლევაÁ ჩუენი წყალობითა თÂსითა”

იმ დროისათვის, როცა ეს სასწაული მოხდა, იერუსალიმში უამრავი ხალხი იყო ჩასული სხვადასხვა ქვეყნიდან.

ხალხმრავლობა განპირობებული იყო იუდეველთა უდიდესი დღესასწაულით. ისინი ზეიმობდნენ პასექიდან ორმოცდამეათე დღეს, სინას მთის კანონმდებლობის მოსახსენებლად დაწესებულს, და, აგრეთვე, უფლის აღთქმას თავის რჩეულ ხალხთან (ე. ი. ებრაელებთან). იყვნენ როგორც ებრაელები, ასევე სხვა რჯულის წარმომადგენლებიც, რომლებიც ციდან წამოსულმა უცნაურმა ხმამ იმ სახლთან შეყარა, სადაც მოციქულები იყვნენ თავმოყრილნი. აქამდე ქრისტეს მოწაფეები შიშით იყვნენ შეპყრობილნი, ახლა კი, როდესაც სულიწმიდის მადლით აღივსნენ, უშიშრად გამოვიდნენ ხალხის წინაშე და სხვადასხვა ენაზე ამეტყველებულებმა იწყეს ღვთის დიდება. ყოველი კაცი თავის მშობლიურ ენაზე ისმენდა მოციქულთა სიტყვას და განცვიფრებული კითხულობდა: ესენი ხომ გალილეველები არიან და როგორღა ვისმენთ თითოეული ჩვენგანი ჩვენს ენაზე დიდებას ღვთისას? ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ამბობდა დაცინვით: დამთვრალანო.

ამის საპასუხოდ პეტრე მოციქულმა აღიმაღლა ხმა და მიმართა შეკრებილთ, რომ ისინი სულაც არ იყვნენ მთვრალები. ჯერ ხომ მხოლოდ დილის ცხრა საათი იყო. პეტრემ განმარტა, რომ აღსრულდა იოველ წინასწარმეტყველის მიერ თქმული: "და იყოს უკანაÁსკნელთა დღეთა, _ იტყვის უფალი ღმერთი, _ მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა Ãორციელსა და წინაÁსწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდნენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებითა განვეცხადო" (საქ. მოც. 2,17).

პეტრე მოციქულმა სულიწმიდისაგან მიმადლებული ძალით წარმოთქმულ სიტყვაში, დავით მეფის ფსალმუნთა მოშველიებით, დაამტკიცა ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება, მისი ზეცად ამაღლება, რომლის უახლესი მოწმობაც იყო სულიწმიდის გარდამოსვლა.

მოციქულმა მოუწოდა იქ მყოფ ადამიანებს, რომ ცოდვათა მისატევებლად იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ და ამ გზით მიეღოთ მადლი სულიწმიდისა.

იმ დღეს ბევრმა შეიწყნარა მოციქულის სიტყვა და ნათელ იღო. მონათლულთა რიცხვმა სამ ათასს მიაღწია. სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე _ ითვლება წმიდა სამოციქულო ეკლესიის დაარსების დღედ.

მოციქულთა დროიდან სულთმოფენობა ყოველწრიულად იდღესასწაულება. ეკლესიის ცნობილი ისტორიკოსი ევსევი კესარიელი სულთმოფენობას უწოდებს უდიდესსა და უწმიდესს, დღესასწაულთა შორის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ამბობდა: “ჩვენ ვდღესასწაულობთ სულიწმიდის გარდამოსვლას, როგორც აღსრულებას აღთქმისას, აღსრულებას იმედებისას, ვზეიმობთ დიდსა და ღირსეულ დღესასწაულს”. წმ. იოანე ოქროპირი წერს: “ენით გამოუთქმელი ნიჭი მიიღო დღეს (სულთმოფენობას) ადამიანთა მოდგმამ კაცთმოყვარე ღმრთისაგან. ამიტომაც სიხარულით ვმადლობდეთ უფალს... ეკლესია სავსეა დღესასწაულებით. მცირე ხნის წინ ვიდღესასწაულეთ აღდგომა, შემდგომ _ ამაღლება, ახლა კი სულიწმიდის გარდამოსვლას ვზეიმობთ _ მადლის ამ ზღვას, ღვთის აღთქმის გასაოცარ ნაყოფს”.

სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულამდე, შაბათს, ეკლესიებში იხდიან დიდ პანაშვიდს მიცვალებულთა სულის საოხად. სულის შაბათი (ანუ სულთაობა) _ ასე უწოდებენ ამ დღეს ქრისტიანები.

მართლმადიდებელი ქრისტიანები სულიწმიდის მოფენის დღეს, საზეიმო წირვისას, ტაძრებს ხის მწვანე რტოებით, ბალახებიტა და ყვავილებით რთავენ, რომელიც მოგვაგონებს იმ წმიდა და განმაცხოველებელ მადლს, რასაც სულიწმიდის მოფენის შედეგად ვიღებთ (ყვავილები და სიმწვანე, სიმბოლურად, სიცოცხლის მიმანიშნებელია).

ჭეშმარიტ ქრისტიანს, რომელსაც მიღებული აქვს მადლი სულიწმიდისა, მისი (სულის) ნაყოფით გამოვიცნობთ, რომელიც, პავლე მოციქულის სიტყვებით, არის: "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, მყუდროება, სახიერება, მარხვა და მოთმინება" (გალ. 5,22).

ტროპარი

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რაÁ მათ ზედა ყოვლად წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდება შენდა.

კონდაკი

რაჟამს იგი გარდამოÃდა, და ენანი შეურივნა, მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ, რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მიიყვანნა იგინი, ამისთÂსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120152 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ