მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:14 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ვარსკვლავი
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document

ნათლისღება - განცხადება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი


მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ნათლისღების ანუ განცხადების დღესასწაულს, როგორც მას ხშირად  უწოდებენ, 6/19 იანვარს აღნიშნავს.

მაშინ, როცა იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა, განკაცებულ მაცხოვარს ოცდაათი წელი შეუსრულდა. სხვებთან ერთად, ისიც მივიდა იოანესთან, რათა ნათელ-ეღო. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი, მოენათლა იგი და უთხრა, რომ უფრო დიდ სიმართლედ მიაჩნდა, თვით მას ნათელეღო ქრისტესგან, რაზედაც უფალმა მიუგო: "...აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (მათე 3,15). ამ სიმართლის აღსრულება ქრისტეს მიერ მონის სახის მიღებას გულისხმობდა.

რაც შეეხება თვით იოანე ნათლისმცემელს, იგი იყო შვილი მღვდელი ზაქარიასი და მისი ცოლის - ელისაბედისა, რომელთაც შვილი სასწაულებრივად გაუჩნდათ სიბერისას. ღვთისმსახურების დროს ზაქარიას მთავარანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც აუწყა, რომ შეეძინებოდა ვაჟი და დაარქმევდა მას იოანეს. ზაქარიამ იმის გამო, რომ თვითონაც და მისი ცოლიც მოხუცებულნი იყვნენ, ვერ დაიჯერა ზეციური მაცნეს მიერ ნაუწყები, რასაც მისი დასჯა მოჰყვა. მთავარანგელოზის თქმით, ზაქარია მანამ იქნებოდა დამუნჯებული, სანამ მის მიერ ნათქვამი არ აღსრულდებოდა. მართლაც, ასე მოხდა. ზაქარია დამუნჯდა. ხოლო მისმა ცოლმა გარკვეული ხნის შემდეგ შვა ვაჟი, რომელსაც იოანე უწოდეს. იოანე ნათლისმცემლის წინადაცვეთის დღეს, როდესაც მამამ ფიცარზე დაწერა, თუ რა სახელი უნდა დარქმეოდა მის შვილს, დამუნჯებულმი მღვდელი კვლავ ამეტყველდა. მან, სულიწმიდით შტაგონებულმა, შემდეგი სიტყვები აღმოთქვა ჩვილის მიმართ: "და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პარსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა" (ლუკა 1,76). ზაქარია ჰეროდე მეფის დროს მოკლეს ტაძარში, ელისაბედი კი იოანესთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა, სადაც აღესრულა კიდეც. როგორც საღმრთო გადმოცემა გვაუწყებს, უდაბნოში მარტოდმარტო დარჩენილი ყრმის მფარველობა, რომელსაც უფლის წინამორბედის მეტად მძიმე ღვაწლი უნდა ეტვირთა, ერთ-ერთ ანგელოძს ებრძანა. ნათლისმცემელი და წინამორბედი უფლისა სხვა წინასწარმეტყველთაგან იმ ნიშნითაც გამოირჩეოდა, რომ ჩვეულებრივ ადამიანურ საკვებს: პურს, ხორცსა თუ ღვინოს არ იღებდა. მისი საზრდელი იყო მკალი და ველური თაფლი, ხოლო ტანთ ეცვა აქლემის ბეწვისაგან დამზადებულილ სამოსელი და წელზე ტყავის ქამარი ჰქონდა შემორტყმული: "...თავადსა იოანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაÁ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლლი ველური" (მათე, ¾). როცა დაჭაბუკდა, იგი უდაბნოდან გამოვიდა და სულიწმიდის ჩაგონებით ქადაგებდა სინანულს და მონანულთ იორდანეში ნათლავდა. იოანე ქადაგებდა: "შეინანეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი." იგი იყო წინასწარმეტყველი ძველი და ახალი აღთქმის გასაყარზე, რომელიც უმზადებდა გზას უფალს - იესო ქრისტეს. ცათა სასუფევლის მოახლოების თაობაზე ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებისას ამბობს, რომ ცათა სასუფეველში მახარებელი ქრისტეს პირველ და მეორედ მოსვლას და მის მადლით აღსავსე ცხოვრებას გულისხმობს, რადგანაც, თუ ადამიანები დედამიწაზე ისევე იცხოვრებენ, ვითარცა ზეცის მკვიდრნი, მაშინ მათთვის უცხო იქნება ვნებანი, რომლის კვალობაზეც მოიპოვებენ სასუფეველს.

რაც შეეხება იოანე ნათლისმცემლის სამოსს, ნეტარი თეოფილაქტე შენიშნავს, რომ წინამორბედი უფლისა ადამიანებს მონანიებისაკენ თავისი გარეგნობითაც მოუწოდებდა, რადგან სამგლოვიარო რამ ემოსა. აქლემი წმინდა და უწმინდურ ცხოველთა შორის დგას: როგორც მცოხნელნი, იგი წმინდაა, ხოლო როგორც ჩლიქგაუყოფელი - უწმინდური. რაკი იოანე ნათლისმცემელს ღმრთისკენ მიჰყავდა წმინდად მიჩნეული იუდეველნიცა და უწმინდური წარმართნიც და ამასთან, თავადაც შუამავალი იყო ძველსა და ახალ აღთქმას შორის, სამოსად სწორედ აქლემის ბეწვის ჯვალოს ატარებდა.

ტყავის სარტყელი, სახარების განმმარტებელთა მიხედვით, სიმბოლოა განუწყვეტელი ჯაფისა და ღწვისა და, ამასთანავე, იმისა, რომ მისმა მატარებელმა ჩაკლა თავის თავში ხორციელი აღტკინების ვნებანი, რადგანაც ტყავი ნაწილია მკვდართა ცხოველისა.

ნათლისღება -  ეს არის დღე, როცა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელისაგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა ჩვენთვის მის მიერ ცოდვათა მიტევება მოენიჭებინა.

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებაც ეწოდება, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვამოვნება განეცხადა:

და ნათელ-იღო იესო, და მეყსეულად აღმოვიდა რაÁ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაÁ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ÃმაÁ იყო ზეცით და თქუა: ეს არის ძÀ ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ” (მათე, 3,16-17).

სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს უძველეს იადგარში დაცული საგალობლები: “მამისა მიერ სულიწმიდაÁ, გარდამომავალი ქრისტესა ზედა იხილა იოანე, რომლისა მიერ წმიდაÁ სამებაÁგანცხადებულ არს”.

დღეს განცხადნა სამებაÁ წმიდაÁ წყალთა მათ ზედა იორდანისათა და ჩუენ ყოველთა მოგუანიჭა ცხოვრებაÁ და მოტევებაÁ ცოდვათაÁ”.
წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათლისღება, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ იმიტომ, რომ “წყლით წარეხოცა კაცთა ცოდვები”, რათა სჯული მორჩილებით აღესრულებინა და წმიდა სამების საიდუმლო განეცხადებინა. და ბოლოს, იმიტომ, რომ “წყლის ბუნება” განენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა.

ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი ახალმა მიიღო, რადგან ღმერთი გამოჩნდა და მადლი გამობრწყინდა. იესო ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დაძველებული კაცის ბუნება და პირველქმნილი ადამი კრულებისაგან გახსნა.

უფლის ნათლისღების დღესასწაულით წმიდა ეკლესია გვასწავლის, თანაბარი ღირსებით ვაღიარებდეთ და ვადიდებდეთ ერთარსება სამებას.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს - ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, თვით სულს განბანს. როგორც წმიდა კირილე იერუსალიმელი ამბობს, როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუ კი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს, განწმედდეს და ნათელს ანიჭებდეს მას?

ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი (ე. ი. ნათელღებული) ღვთის შვილობის პატივს იღებს. ნათლისღებისას სულიერი ძალები ახლდებიან და მემკვიდრეობითი ხრწნის მოქმედებაც სუსტდება, თუმცა სრულიად არ ისპობა.

ამ დღესასწაულით მართლმადიდებელი ეკლესია გვიჩვენებს ნათლისღების საიდუმლოს აუცილებლობას ქრისტეს ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისათვის. გვინერგავს ღრმა მადლიერების გრძნობას ჩვენი ცოდვილი ბუნების განმანათებლის, განმწმედელისა და მხსნელისადმი. იგი გვასწავლის, რომ ჩვენი ხსნა და განწმენდა ცოდვათაგან შესაძლებელია მხოლოდ სულიწმიდის მადლის ძალით. ამიტომ აუცილებელია ღირსეულად დავიცვათ საკუთარ თავში ეს მომადლებული წყალობანი წმიდა ნათლობისა, რათა სიწმიდით შევინარჩუნოთ ის მადლი, რომელიც ნათლისღების დროს გარდამოდის ჩვენზე.

წმ. იოანე ოქროპირი წერს: “დასაბამი სახარებისაÁ სასუფეველისათვის ცათაÁსა არს დღÀნდელი ესე წმიდაÁ დღესასწაული და აღთქუმაÁ გუაქუს ცხოვრებისა საუკუნოÁსაÁ მის მიერ, რომელმანცა იგი გამოგÂჩინა კეთილი სარწმუნოებაÁ და გამოგÂბრწყინა უკუდავებაÁ.

დღეს დღესასწაულობს ყოველი სოფელი და .... დღეს გალობენ ქერობინნ და სერაბინნი, ადიდებენ ანგელოზნი და მთავარანგელოზნი აქებენ... ამას დღესა იხარებს იოვანე და პატიოსან იქმნების მონაÁ, ამისთÂს, რამეთუ ეჩვენების უფალი და გამოუბრწყინდების უხილავი ღმრთეებაÁ...ამას დღესა ცხორებაÁ გამოჩნდა, სიკუდილი განქარდა, ბნელი იმხილა, ეშმაკი იგლოვს, ვეშაპი განსთქდა. ამას დღესა აღდგების ნიში უკუდავებისაÁ და ყოველი მედგარი უშჯულოებისაÁ დაეცემის”

მოუნათლავ ადამიანს ღვთის სასუფეველში შესვლა არ ძალუძს (გარდა იმ მოწამეებისა, რომლებიც ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოიკლნენ და ამით სისხლისმიერი ნათლობა აღასრულეს). ამის თაობაზე წმ. კირილე იერუსალიმელი ამგვარად ბრძანებს: “რომელმან არა ნათელიღოს, მას ცხორებაÁ არა აქუს, გარნა მარტÂლთა ხოლო, რომელთა თÂნიერ წყლისა ნათლის-ღებისა დაიპყრან სასუფეველი, რამეთუ, რაჟამს იÃსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გვერდსა უგმირდეს, გამოÃდა სისხლი და წყალი, რაÁთა რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თÂსითა სისხლითა ნათელ-იღონ” და, რადგან ცხონებისათვის სხვა გზა არ არსებობს, ამიტომ ყველა უნდა მოინათლოს, რადგან მაცხოვარმა მოწაფეებს ასე მოუწოდა: “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაÁთა და ძისაÁთა და სულისა წმიდისაÁთა” (მათე. 28,19), ხოლო სხვაგან ასეა ნათქვამი: “რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს”(მარკ. 16,16).

ცხონებული სული ადგილს ცათა სასუფეველში იმკვიდრებს. სასუფეველი - ესაა სავანე, სადაც მართალთა სულები განისვენებენ. ამ სამკვიდროში მარადიული ნეტარება და წარუვალი სიტკბოებაა. თითოეული ადამიანი ამქვეყნად იმგვარ ცხოვრებას უნდა ესწრაფოდეს, რომლის საზღაურიც იმქვეყნიური მარადიული და ნეტარი ცხოვრება იქნება. სულის ხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციური სასუფეველის მოპოვება - ეს არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი დედამიწაზე, რადგან, როგორც მაცხოვარი გვასწავლის, რა სარგებელია ჩვენთვის, თუ კი სულის წარწყმედის სანაცვლოდ შევიძენთ რაიმეს, თუნდაც მთელ ქვეყნიერებას. “...რაÁ სარგებელ ეყოს კაცსა, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თÂსი იზღვიოს? ანუ რაÁ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თÂსისა?” (მთ. 16,26).

წყლის კურთხევას ანუ დიდ აიაზმას უძველესი ტრადიცია აქვს. იგი მოხსენიებულია მოციქულთა დადგენილებებში. მღვდელმოწამე კვიპრიანესთან, წმ. ბასილი დიდთან. წყალში ჯვრის სამგზის შტაფვლით და ჯვრის გამოსახვით (რომელიც სიმბოლურად განასახიერებს უფლის სამგზის შტაფვლას იორდანეში), ხდება წყლის კურთხევა, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი გალობანი.

იოანე ოქროპირი მეოთხე საუკუნეში ამბობდა: “ქრისტე მოინათლა და განწმიდა წყლის ბუნება. ნაკურთხი წყალი დროთა განმავლობაში როდი ფუჭდება, ხშირად ორი და სამი წლის მანძილზე ისევეა, როგორც წყაროდან ახალი ამოღებული (XXXVII საუბარი ნათლობაზე).”

ნაკურთხ წყალს უდიდესი ძალა გააჩნია. კურთხევისას, მისი სხურებით, იწმინდება ტაძრები თუ საცხოვრებელი სახლები. იგი ფლობს მაკურნებელ ძალას. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ავადმყოფი, რომელმაც რწმენით მიიღო ნაკურთხი წყალი, განიკურნა.

ამგვარად, უფლის ნათლისღებამ მიწისკენ, ხორციელისკენ და წარმავალისკენ მიდრეკილი კაცობრიობა ზეცისკენ, წარუვალისკენ აახედა. ნათლობით ადამიანი ღმერთს უერთდება და მასში იწყებს სიცოცხლეს, ხოლო ის, ვინც ქრისტესმიერ ცხოვრებას ეზიარება, მარადიულ ნეტარებასა და სიხარულში მკვიდრდება.

თუ კი ადამიანი ძველი აღთქმის ეკლესიის წევრი წინადაცვეთის მეშვეობით ხდებოდა, ახალი აღთქმის ეკლესიაში დამკვიდრება ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით ხდება. ნათლობა იგივეა, რაც ადამიანის ხელახალი, ოღონდ ამჯერად სულიერი შობა, რომლის აღსრულებისას ადამიანზე, ღვთის ბრძანებით, მფარველი ანგელოზი გადმოდის, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე იცავს და კეთილის ქმნისათვის აღძრავს ადამიანს. მოუნათლავი ადამიანი სასუფეველში ვერ დამკვიდრდება. ამის შესახებ თვით უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: “... უკეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ Ãელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” (იოანე, 3,5).

ძველი საეკლესიო ტრადიციით, ნათლობას წინ უძღოდა მოსამზადებელი (მოწაფეობის) პერიოდი, რომელიც დიდ მარხვას ემთხვეოდა, დიდი მარხვის პირველ დღეს ახალმორწმუნე (ნათლობის მსურველი) დაიდგინებოდა ქრისტეს მოძღვრების მოწაფედ, ანუ კათაკმევლად (Ο Κατηχονμενος). ის ვალდებული იყო მთელი დიდი მარხვის განმავლობაში დასწრებოდა ღვთისმსახურებას, მოესმინა სამოძღვრო (კატეხეტური) ქადაგებანი, საღმრთო წერილის კომენტირებული კითხვა და სხვ. კათაკმევლად დადგინების დღეს მისთვის შესრულდებოდა სპეციალური ლოცვა კათაკმევლად დადგინებისა. კათაკმევლობის გულმოდგინება განსაკუთრებით საჭირო იყო ვნების შვიდეულში. დიდ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს მას უნდა მოესმინა მთელი სახარება (ოთხივე თავი). დიდ ხუთშაბათს შესრულდებოდა მირონის კურთხევა, რაც საჭირო იქნებოდა ნათლისღების შემდეგ საცხებად. დიდ პარასკევს მღვდელმთავარი ყველა კათაკმეველს ერთად შეკრებდა მთელ ეპარქიაში და წაუკითხავდა ბოლო სამოძღვრო ქადაგებას, რასაც მოჰყვებოდა ე. წ. "წესი ჯმნისა და შედგომისა”. აქ თითოეული კათაკმეველი გამოთქვამდა მზადყოფნას სატანისაგან განშორებისა (ძველ ქართულად - ჯმნისა) და ქრისტესადმი შედგომისა. დიდ შაბათს ყველანი დაესწრებოდნენ ცისკრის ლოცვას (რომლის დროსაც შესრულდებოდა ლიტანია გარდამოხსნით), აგრეთვე ჟამნობასა და ბასილი დიდის ჟამისწირვას. ნიშნად იმისა, რომ კათაკმეველთა საერთო ნათლობა იყო მოახლოებული, ჟამისწირვაზე "საწმიდაოს” ნაცვლად იგალობებოდა: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს, ქრისტე შეგÂმოსიეს, ალელუია”. ჟამისწირვის შემდეგ ყველანი წავიდოდნენ იმ მდინარეზე, რომელიც ეკლესიის მახლობლად მოედინებოდა. აკურთხევდნენ მდინარის წყალს და ნათელს იღებდნენ. დიდ შაბათს ნათლისღება გამართლებული იყო სახისმეტყველებითი თვალსაზრისით: როგორც წმიდა პავლე მოციქული გვასწავლის, - "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იუსუÁს, მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებასა სიკუდილსა მისსა”. ე. ი. ნათლისღება ქრისტესთან ერთად დაფლვის სახეა, რადგან ქრისტე დაფლულ იყო დიდ შაბათს, ამიტომ ნათლისღებისთვის სწორედ ეს დღე იქნა გამორჩეული (ქრისტე საფლავად დაიდო პარასკევს გვიან საღამოს, და მკვდრეთით აღდგა კვირას, დილაუთენია, ე. ი. საფლავში სრულად მან დაყო მხოლოდ შაბათი დღე), და, რადგან მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით, სიმბოლური სამ-დღე დაფლვის აღსანიშნავად ნათლობის დროსაც წყალში სამგზის დაფლვა დადგინდა.

სამგზის დაფლვა ხდება წმიდა სამების სახელით, ისე როგორც მაცხოვარმა უთხრა თავის მოციქულებს: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაÁთა და ძისაÁთა და სულისა წმიდისაÁთა” (მათე 28.19).

ნათლობის შემდეგ, განწმენდის ნიშნად, ახალნათელღებულნი შეიმოსავდნენ სპეტაკ (თეთრ, ბრწყინვალე) შესამოსელს და ანთებული ლამპრებით, ჯვრებით და ხატებით ხელში გაემართებოდნენ ეკლესიისაკენ. დაესწრებოდნენ ჟამისწირვას და პირველად ეზიარებოდნენ წმიდა საიდუმლოს. საყოველთაო ნათლისღების საპატიოდ "სამწმიდაოს” ნაცვლად იგალობებოდა კვლავ - "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალელუია”. ამრიგად, უძველეს ეკლესიაში ნათლისღებისათვის ერთი, საყოველთაო დღე იყო დადგენილი - დიდი შაბათი. IVს-ის შემდეგ, როცა მოსანათლთა რიცხვმა მკვეთრად იმატა, ნათლისღება დაშვებულ იქნა სხვა დღეებშიც: ქრისტეს შობას, ნათლისღებას, ლაზარეს შაბათს და სულთმოფენობას. შემდგომ ამ დღეებს დაემატა ყოველი შაბათი დღე (რადგანაც შაბათი კვირის წინა საღამოა, ისე როგორც დიდი შაბათი - ქრისტეს აღდგომისა). ეს ჩვეულება დიდხანს მტკიცედ იყო დაცული ეკლესიაში. კვირაძალის გარდა სხვა დღეებში ნათლისღება აკრძალული იყო. მოგვიანებით, ბოლო საუკუნეებში ეს აკრძალვა მოიხსნა.

მონათლულ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მიმრქმელს ეკისრება. იგი ვალდებულია, შეეწიოს მას სულიერი ცხოვრების გზაზე.

ნათლობისას ადამიანი სულიწმიდით იმოსება. ხდება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სულიერი შობა. მაგრამ, როგორც ხორციელი დაბადების შემდგომ კვებაა საჭირო, რათა ადამიანმა იცოცხლოს, ასევე სულიერი შობის შემდეგ აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, რათა არ შემოვიდეს ჩვენში სულიერი სიკვდილი, რაც გაცილებით უფრო მწარეა და სრულიად უიმედო, ვიდრე ფიზიკური სიკვდილი, რადგან სულიერად მკვდარი ადამიანი მარადიულ სატანჯველს მიეცემა.

მონათვლა დღესდღეობით უმეტესად ეკლესიაში ან ეკლესიასთან მოწყობილ სანათლავში ხდება, სპეციალურ ჭურჭელში, რომელსაც ემბაზი ჰქვია. ზოგჯერ ნათლობას ძველი ჩვეულებისამებრ ასრულებენ მდინარეში, გამდინარე წყალში. "დიდაქეში” დასაშვებადაა მიჩნეული ორივენაირი სანათლავი. "დიდაქეში” ასევე ვკითხულობთ: "ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუ კი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე”("დიდაქე”,VII,4).

სამწუხაროდ, თანამედროვე ქრისტიანებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული მიმრქმელის მოვალეობა. ერთნი ნათლავენ იმ მიზეზით, თითქოსდა ამაზე უარის თქმა არ შეიძლება, სხვებს ეს მხოლოდ ტრადიცია ჰგონია. არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც ნათლიად უდგება ბავშვს და იოტისოდენა წარმოდგენაც არა აქვს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ნათლობის საიდუმლო, თანაც შეიძლება იმავდროულად სავსებით ურწმუნო იყოს. ზოგს მთავარ მოვალეობად მიაჩნია, უყიდოს ნათლულს ჯვარი (რაც შეიძლება ძვირადღირებული), დაეხმაროს მხოლოდ მატერიალურად, გარეგნული ზარ-ზეიმით აღნიშნოს ბავშვის ნათლობა, მაგრამ დავიწყებია სულიერი პასუხისმგებლობა ნათლულის წინაშე. ნათლობისას მიმრქმელი თავისი ნათლულის ნაცვლად სამგზის უარყოფს სატანას და მის მზაკვრობას. ამდენად, იგი ვალდებულია, იფხიზლოს სულიერად, რათა მართლად წარმართოს ნათლულის სარწმუნოებრივი სვლა მართლმადიდებლობის წიაღში.

მიმრქმელი, საიდუმლოს შემსრულებელ მღვდელთან ერთად, ითვლება ნათლულის სულიერ მშობლად, ამის გამო, მას გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ მონათლულის წინაშე.

აუცილებელია, რომ მიმრქმელმაც და ნათელღებულმაც ეკლესიურად იცხოვრონ, რადგან ნათლობით ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი, მისი ნაწილი ხდება.

სამწუხაროდ, ღმერთი და ეკლესია უმეტესობას მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა აუცილებლობა ააფორიაქებს: ან ჯვარი აქვს დასაწერი, ან მოსანათლავი ჰყავს ვინმე, ან მიცვალებულისთვის წესის აგება სჭირდება. ეკლესიური ცხოვრება კი სისტემატურად წირვა-ლოცვის მოსმენას ნიშნავს, მარხვას, აღსარებას, ზიარებას, საკუთარი ნების დავიწყებას და ღვთის ნების ძიებას და მის აღსრულებას. მხოლოდ ამგვარი ცხოვრებითაა შესაძლებელი იმ მადლის შენარჩუნაბა, რაც ადამიანს ნათლობის საიდუმლოთი ენიჭება.

ტროპარი

რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყუანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა Ãმა გეწამებოდა, და საყვარელად ძედ სახელ გდვა შენ, და სული წმიდა, სახითა ტრედისაÁთა, დაამტკიცებდა სირყÂსა მას უცთომელობასა; რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა, მოხვედ და განცხადენ, ნათელო შეუხებელო.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117136 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ